საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელით მოასპარეზე ფიგურულ მოციგურავეებს შეხვდა.

პრეზიდენტმა შეხვედრაზე სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის.

„მე, როგორც ყოფილმა სპორტსმენმა, ვიცი თქვენი განცდები, რას ფიქრობთ, როგორია წინასწარი მომზადების თემა, მთელი კონცენტრაცია არის გამოსვლაზე. ჩვენი ხალხის სახელით, მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ სიხარულისთვის, რომელიც ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე განვიცადეთ და მივიღეთ. ეს დასაწყისია, უდიდესი საქმე გააკეთეთ. ხომ იცით, ქართველებს როგორ უყვართ სპორტი, როგორი რეაქცია აქვთ გამარჯვებაზე და ეს დიდი პატივია თქვენთვისაც, რომ ამხელა სიხარული მიანიჭეთ ჩვენს ერს, ხალხს. ამისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თითოეულ თქვენგანს", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, სპორტსმენების წარმატება არის მაგალითი და მოტივაცია ახალგაზრდებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, ბევრი ბავშვი, გოგონები და ბიჭები, დაიწყებს ფიგურულ სრიალზე სიარულს. ეს ყოველთვის გადამდებია . მარტო ის კი არ არის წარმატება, რომ თქვენ ჩემპიონები ხდებით, არამედ ეს არის იმის საფუძველიც, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ დაინახოს ეს წარმატება, სურვილი გაუჩნდეს სპორტზე სიარულის. თქვენ ხართ ამის მაგალითი", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია წარმატებით იასპარეზებს.

„დიდი მოტივაცია მქონდა, რომ შეგხვედროდით. მინდა იცოდეთ, რომ მთელი ქვეყანა თქვენ გვერდით დგას. ეს დამატებითი სტიმული და მოტივაცია იქნება. თქვენ მაღალი დონის პროფესიონალები ხართ. თქვენ გვერდით ვართ, წარმატებას გისურვებთ და გვჯერა კიდეც, რომ წარმატებით იასპარეზებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან რვა სპორტსმენი ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში იასპარეზებს. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციიდან სამთო მოთხილამურეები კორტინაში იმყოფებიან, სადაც ასპარეზობები სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში ,მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე საქართველოს წარმომადგენლებს უგულშემატკივრებს.

ოლიმპიადის გახსნამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამსწრე უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ ვახშამს დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე დაესწრება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ ვახშამს.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა
ნიკა ეგაძემ ოლიმპიადის გუნდურ ტურნირში 84,37 ქულა მოიპოვა
საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს შეხვდა და წარმატება უსურვა
მიხეილ ყაველაშვილი მილანში გაემგზავრა, სადაც ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ
გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, ჩემი სახით კი ძალიან დიდი გულშემატკივარი გყავთ -კახა კალაძე სპორტსმენებს
პრემიერ-მინისტრი საქართველოს ფუტსალის ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა
ისტორიაში პირველად ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში საქართველომ ოქროს მედალი მოიპოვა
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ESPN-მა მერაბ დვალიშვილი წლის საუკეთესო მამაკაც მებრძოლად დაასახელა
ალექსანდრე ბალაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
30 წლამდე ასაკის საუკეთესო მებრძოლები | ESPN-ის რეიტინგში პირველი ილია თოფურიაა
ალექსანდრე თოფურიამ ყაზახი ბეკზატ ალმახანი დაამარცხა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს
ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩაფრინდა
,,ეს ქორწინებას ჰგავს – მხარდაჭერა გვჭირდება''- ვილი სანიოლი
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ - ერთად გავიმარჯვებთ - თიბისისთან ერთად
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
ქართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი საბა ინანეიშვილის გამარჯვებით დასრულდა
მიხეილ ყაველაშვილი მსოფლიოს ეთნოსპორტის კონფედერაციის პრეზიდენტს, შეხვდა