საჭიროა რეაგირება, როცა არის გარკვეული ძალების კონცენტრაცია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და გეგმის განსახორციელებლად ხდება გარედან თანხების ჩადება-გია ვოლსკი
ხალხი დაირაზმა და ვიღაცამ თავი მეფედ გამოაცხადა, ვიღაცამ პრეზიდენტად, ვიღაცამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სახელმწიფოში, ეს ამერიკაში მოხდა. როცა ხდება გარკვეული ძალების კონცენტრაცია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არალეგიტიმურად გამოაცხადონ, კონსპირაციული გეგმები ამუშაონ და ამ გეგმის განხორციელებისთვის ხდება გარედან თანხების ჩადება, ამაზე რეაგირებაა საჭირო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში კონკრეტული ადამიანების ძალისხმევა დესტაბილიზაციისკენ როცა არის მიმართული, რასაკვირველია, კანონით უნდა იმოქმედო და ამას წესი დაუპირისპირო.
„მსოფლიოში ურთულესი სიტუაციაა შექმნილი და არავინ იცის, ეს პროცესები როგორ განვითარდება. ვხედავთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ცვლილების სრულ წინაპირობებსაც, რაც ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობის განვითარებას ითვალისწინებს. ამ ფონზე უზარმაზარი ძალისხმევაა იმისკენაც, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდეს, რადგან ასობით მილიარდია დახარჯული. ამის რევიზია ბევრს არ აწყობს, მათ შორის საკმაოდ გავლენიან ძალებს. საქართველოში კონკრეტული ადამიანების ძალისხმევა დესტაბილიზაციისკენ როცა არის მიმართული, რასაკვირველია, კანონით უნდა იმოქმედო და ამას წესი დაუპირისპირო.
არიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება, თავი მეფედ გამოაცხადონ, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც არსებულ პროცესებს საქართველოს საწინააღმდეგოდ იყენებენ. არ შეიძლება, ადამიანი პრეზიდენტის დროშით დადიოდეს და ამ დროს პრეზიდენტად არავინ ცნობდეს, მათ შორის არც მისი მხარდამჭერი და არც მოწინააღმდეგე. ამას თუ მოსდევს პროცესი, რაც ქვეყნის სტაბილურობას უპირისპირდება, აქ კანონმა უნდა იმოქმედოს. გედი ფოფხაძეც ამბობს, შევიჭრათ, ჩამოვანგრიოთ და დავიჭიროთო, მაგრამ მას პასუხს არავინ სთხოვს, რადგან არ განუხორციელებია კონკრეტული ქმედებები, რომ საქართველო მართლა დააზიანოს. არიან ადამიანები, რომლებიც სხვებს სიკვდილს უსურვებენ, მაგრამ ეს პასუხისმგებლობის საკითხი არ არის. ევროპაში კი პასუხისმგებლობის საკითხია და ისჯება. საქართველოში ასე არ არის. ამ საკითხზე ვმსჯელობთ. ზოგი ფიქრობს, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ან გამომძიებელს უნდა გასცენ პასუხი, ან ფსიქიატრს. ზოგი ფიქრობს, ეს გამოხატვის თავისუფლებაა, სხვადასხვა აზრია, ამაზე კამათი გაგრძელდება", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მსგავსი სიახლეები
საჭიროა რეაგირება, როცა არის გარკვეული ძალების კონცენტრაცია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და გეგმის განსახორციელებლად ხდება გარედან თანხების ჩადება-გია ვოლსკი
ევროპას დიდი პრობლემები აქვს იმიგრაციასა და ენერგეტიკაში, ანგრევენ საკუთარ ქვეყანას-დონლად ტრამპი
საქართველოზე იყო დიდი ზეწოლა რუსეთის მიმართ სანქციებისთვის, რასაც ვერ გავაკეთებდით, საკუთარი ხელით ვერ დავაზიანებდით ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს -ირაკლი კობახიძე
გაცხადებული გვაქვს მიზანი, გვინდა, საქართველო გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებული დისკუსიისთვის მზად ვართ -ირაკლი კობახიძე
თავის დროზე, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი რექტორის პოზიციაზე, გვინდა, თსუ-ს აღვუდგინოთ ის მდგომარეობა, როგორც შეიქმნა ჯავახიშვილის მიერ -ირაკლი კობახიძე
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს, თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც საბოლოო ჯამში ამას უზრუნველყოფს -ირაკლი კობახიძე
დუბაის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელსაც მაქსიმალურად ვიყენებთ, მათ შორის იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ-პრემიერი
მნიშვნელოვანია, როცა საერთაშორისო შეფასება ეძლევა ევროპულ ბიუროკრატიაში შექმნილ ვითარებას, ევროპაში დღეს ყველა მიმართულებით არის სერიოზული უკუსვლა -ირაკლი კობახიძე
ყველანაირი გარემოა შექმნილი, რომ საქართველოში განხორციელდეს საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობები, მომავალშიც მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ -ირაკლი კობახიძე
ყველა ხედავს, რომ ჰელსინკის კომისია ე.წ. დიფსთეითის ხაზს ატარებს ძალიან აქტიურად და საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი -ირაკლი კობახიძე
რაღაც თემა ტაბუირებული უნდა იყოს და ამაზე აზრის გამოთქმაც კი დანაშაულად ითვლება, იგივეა, რაზეც აშშ-ის კონგრესის კომიტეტის ანგარიშშია საუბარი -ირაკლი ქადაგიშვილი
ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, არ აქვთ ვალდებულება, შეასრულონ ევროკავშირის დაწესებული სანქციები-დევიდ ო’სალივანი
მილანის ლინატეს საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა
ვიდრე თავს არ დავაღწევთ ევროინტეგრაციის ილუზიას, დამშვიდება არ უწერია ქვეყანას, მზად ვართ, დებატებში დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის მავნებლობა -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
,,ემიგრანტი, რომელიც საკუთარ ოჯახის წევრს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის თანხას ურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება''- არჩილ გორდულაძე
ლევან მაჭავარიანი - ევროკომისიას, საფრანგეთსა და იტალიას ბალტიელებიც შეუერთდნენ, რუსეთთან საუბარი დასაწყები ყოფილა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად
,,ჩემ მიერ მონახულებულ ყველა პირს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, შეზღუდული აქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია''- ლევან იოსელიანი