დონალდ ტრამპმა 2026 წლის 17 მაისი ეროვნული ლოცვის დღედ გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში „რელიგია დაბრუნდა" და ქვეყანაში რწმენა კვლავ გაძლიერდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნული ლოცვის საუზმეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, წელს „ამერიკა 250"-ის ღონისძიების აღნიშვნის ფარგლებში, 17 მაისს ეროვნულ მოედანზე ლოცვის დღე გაიმართება, რომლის დროსაც სხვადასხვა სარწმუნოების წარმომადგენლები სალოცავად შეიკრიბებიან.
„დღეს, როდესაც ჩვენ შევიკრიბეთ, ბევრი ნიშანია იმისა, რომ რელიგია ბრუნდება... ის ძალიან ძლიერად ბრუნდება. თქვენ იცით, რომ თქვენი ეკლესიები ივსება. ორი წლის განმავლობაში ეს არ ხდებოდა. კოვიდმა ზიანი მიაყენა. დემოკრატები საშინლად მოგექცნენ.
სიამოვნებით გაცნობებთ, რომ 2026 წლის 17 მაისს, ჩვენ ვიწვევთ ამერიკელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიკრიბონ ჩვენს ეროვნულ მოედანზე ლოცვისთვის, მადლიერების გამოსახატავად... ჩვენ ხელახლა ვაკურთხებთ ამერიკას, როგორც ერთიან ერს ღმერთის ქვეშ... მე ყოველთვის ვამბობდი, რომ უბრალოდ ვერ გექნება დიდი ქვეყანა, თუ რელიგია არ გაქვს. რაღაცის უნდა გჯეროდეს",- განაცხადა ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა გააკრიტიკა დემოკრატები, დაადანაშაულა ისინი 2020 წლის პანდემიის დროს ეკლესიების დახურვის აგრესიულ ტაქტიკაში და ასევე გააკრიტიკა მემარცხენეები რელიგიაზე თავდასხმებისთვის.
„არ ვიცი როგორ შეიძლება მორწმუნე ადამიანს ხმა მისცეს დემოკრატს. ნამდვილად არ ვიცი. ახლა რელიგიურ ლიდერებს ისევე ან უფრო მეტად სცემენ პატივს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერი ტიპის ლიდერს. და ასეც უნდა იყოს ", - თქვა ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ალბათ სამოთხეში მოხვდება.
„მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ალბათ უნდა მოვხვდე. მე არ ვარ იდეალური კანდიდატი, მაგრამ მე ბევრი სიკეთე გავაკეთე იდეალური ადამიანებისთვის, ეს ნამდვილად ასეა",- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა
მსგავსი სიახლეები
,,აშშ-სთან მოლაპარაკებები პოზიტიურია'- გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რადგან ეს ორი სახის პრობლემას გამოიწვევს''- ვიქტორ ორბანი
ჯეფრი ეპშტეინის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, საფრანგეთში კულტურის ყოფილი მინისტრისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
კანადამ და საფრანგეთმა გრენლანდიაში საკონსულოები გახსნეს
რუსეთს ყოველდღე შეუძლია, ნამდვილი დიპლომატია აირჩიოს, მაგრამ დარტყმებს ირჩევს-ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსეთის უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმის გამო, პოლონეთმა ორი აეროპორტი დროებით დახურა
ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით, შეიძლება, რაღაც მოხდეს -დონალდ ტრამპი
,, წარვადგენთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს''- ურსულა ფონ დერ ლაიენი
აშშ და რუსეთი სამხედრო დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ
ფრიდრიხ მერცი: ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ
ევროკავშირის ერთი წევრი ქვეყანა თუ ომში იმყოფება, გარდაუვალია, რომ ამ ომში დანარჩენებიც ერთვებიან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან დაუყოვნებლივ ომს ნიშნავს-ვიქტორ ორბანი
ამერიკა დაარსდა, როგორც ქრისტიანული ერი, და ის ჩვენს დნმ-ში ასეთად რჩება- პიტ ჰეგსეტი
ვიქტორ ორბანს აქვს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისას -ტრამპი
დონალდ ტრამპმა 2026 წლის 17 მაისი ეროვნული ლოცვის დღედ გამოაცხადა
აშშ და რუსეთი 2021 წელს შეწყვეტილი მაღალი დონის სამხედრო დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ - Reuters
2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა-ვოლოდიმირ ზელენსკი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა - ნიკოლ ფაშინიანი
ევროპული საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე შეთანხმდა
რუსტემ უმეროვი - სამმხრივი შეხვედრის პირველი დღე იყო პროდუქტიული, ორიენტირებული პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე
Reuters: რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში იანვარში 10%-ით გაიზარდა