"რუსთავის აზოტსა" და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა
შედგა შეთანხმება დასაქმებულებსა და ,,ინდორამა რუსთავი აზოტი-ს შორის, - ამის შესახებ „რუსთავის აზოტის" თანამშრომელი, ბაჩანა კაპანაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, კომპანიამ, შვიდი პუნქტი დააკმაყოფილა, რომელთა შორისაა: ხელფასის მომატება, დასაქმებულთა მიმართ სასამართლო დავების შეწყვეტა, პროტესტის დროს ყველა დღის განაცდურის ანაზღაურება და პროფკავშირების შექმნა.
"შედგა შეთანხმება დასაქმებულებსა და ,,ინდორამა რუსთავი აზოტი-ს შორის.
დაკმაყოფილებული პუნქტები:
1. ხელფასის მატება დარიცხული 200 ლარის ოდენობით.
2. 5 წლის მანძილზე ყოველი წლის თებერვალში 125 ლარის მატება.
3. სასამართლო დავის შეწყვეტა დასაქმებულების მიმართ.
4. 25% პრემიის გაერთიანება ფიქსირებულ ხელფასში 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში.
5. პროტესტის დროს, ყველა დღის განაცდურის ანაზღაურება.
6. შეიქმნება საამქროებიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ქარხანაში შექმნილ პრობლემებზე.
7. შეიქმნა პროფკავშირი
მადლობა მინდა გადავუხადო აზოტის ქარხნის ყველა თანამშრომელს, ვინც იბრძოლა და ბოლომდე იდგა ჩვენს გვერდით," - წერს ბაჩანა კაპანაძე სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
"რუსთავის აზოტსა" და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
კუჭის დაცვა მედიკამენტების მიღების ფონზე - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
5 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
"დაავადებათა სკრინინგის" პროგრამას მეექვსე სახის კვლევა, ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რასაც ასევე თბილისის მერია დააფინანსებს
პარლამენტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო
განათლების სისტემა არათუ მძიმე, არამედ უმძიმეს მდგომარეობაშია, ვინმეს თუ მიაჩნია, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, ვიმსჯელოთ -ირაკლი კობახიძე
კინოდაჯილდოება "ელისო" 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს
4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
4 თებერვლის ამინდის პროგნოზი
განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
,,პირველადმა შეფასებამ აჩვენა, რომ საბაჟო წერტილიდან სამომხმარებლო კალათამდე ფასნამატი შეადგენს 86% ''- შოთა ბერეკაშვილი
ვალუტის განახლებული კურსი 4 თებერვლისთვის
3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი