საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ინფორმაცია ყულევის ნავსადგურში შემოსული გემის SILVAR (IMO 9291262) თითქოს „საეჭვო" ისტორიის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს.

„აი ფაქტის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყულევის ნავსადგურში შემოსული გემის SILVAR (IMO 9291262) თითქოს „საეჭვო" ისტორიის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს, არის მორიგი დეზინფორმაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გაგრძელება.

გემი ოპერირებს სამართლებრივად გამართულ და კონტროლირებად სისტემაში - ჰყავს იდენტიფიცირებული მფლობელი და ოპერატორი, ფლობს მოქმედ კლასს Lloyd's Register (გაერთიანებული სამეფო) და უზრუნველყოფილია მოქმედი P&I და Hull & Machinery დაზღვევით.

გემს გავლილი აქვს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შესახებ პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმის შემოწმება სკაგენის საღუზე რაიონში, დანიის სამეფო (Paris MoU რეგიონი) 2025 წლის 05 დეკემბერს და არ ყოფილა დაკავებული.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ჩატარებული რამდენიმედონიანი შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა სანქციური ან სამართლებრივი შეზღუდვები (გაერო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი).

2025 წლის განმავლობაში გადაადგილდება: ეგვიპტის, სინგაპურის, ინდოეთის, სამხრეთ კორეის, ჩინეთის და რუსეთის ნავსადგურებში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და ოფიციალური ფაქტების იგნორირებაზე დაფუძნებული ინტერპრეტაციები მიზნად ისახავს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, რაც მიუღებელია.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება და ვერ იქნება გამოყენებული საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილების მიზნით და ყველა პროცედურა სრულად შეესაბამება მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

 





მსგავსი სიახლეები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
"რუსთავის აზოტსა" და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
კუჭის დაცვა მედიკამენტების მიღების ფონზე - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
5 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
"დაავადებათა სკრინინგის" პროგრამას მეექვსე სახის კვლევა, ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რასაც ასევე თბილისის მერია დააფინანსებს
პარლამენტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო
განათლების სისტემა არათუ მძიმე, არამედ უმძიმეს მდგომარეობაშია, ვინმეს თუ მიაჩნია, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, ვიმსჯელოთ -ირაკლი კობახიძე
კინოდაჯილდოება "ელისო" 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს
4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
4 თებერვლის ამინდის პროგნოზი
განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
,,პირველადმა შეფასებამ აჩვენა, რომ საბაჟო წერტილიდან სამომხმარებლო კალათამდე ფასნამატი შეადგენს 86% ''- შოთა ბერეკაშვილი
ვალუტის განახლებული კურსი 4 თებერვლისთვის
3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი