სამხედრო სიმულაციამ, რომელიც ლიეტუვაში რუსეთის შეჭრას მოდელირებდა, ნატოს პოტენციური მოუმზადებლობა გამოავლინა -The Wall Street Journal
სამხედრო სიმულაციამ, რომელიც ლიეტუვაში რუსეთის შეჭრას მოდელირებდა, ნატოს პოტენციური მოუმზადებლობა გამოავლინა, - წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი.
„ევროპის მთავრობები რუსეთთან ომისთვის ემზადებიან. ახლახან გამოქვეყნებული სამხედრო სიმულაცია მიუთითებს, რომ ისინი ამისთვის მზად არ არიან. ევროპელი პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროს ლიდერების თქმით, ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რუსეთის შეჭრის ან პირდაპირი ინტერვენციის ალბათობა გაიზარდა. ამის მიზეზად ევროპასა და პრეზიდენტ ტრამპს შორის გრენლანდიის, უკრაინის, ვაჭრობისა და სხვა საკითხების გამო წარმოქმნილი დაძაბულობა სახელდება. ისინი აღნიშნავენ, რომ რუსეთი ომის ეკონომიკაზე გადავიდა და ეროვნულ რესურსებს შეიარაღების პროგრამასა და სამხედრო მობილიზაციაზე მიმართავს, რაც ბევრად აღემატება უკრაინის კამპანიისთვის საჭირო მოთხოვნებს. მთავარი კითხვაა: რამდენად მალე? ადრე ბერლინსა და სხვა დედაქალაქებში მიიჩნევდნენ, რომ რუსეთი ნატოსთვის საფრთხის შექმნას დაახლოებით 2029 წლამდე ვერ შეძლებდა. ახლა სულ უფრო მეტად თანხმდებიან იმაზე, რომ მსგავსი კრიზისი შესაძლოა გაცილებით ადრე დადგეს - მანამ, სანამ ევროპა, რომელიც თავდაცვაში საკუთარ ინვესტიციებს ზრდის, საპასუხო დარტყმისთვის მზად იქნება", - აღნიშნულია სტატიაში.
„ჩვენი შეფასებით, რუსეთი შეძლებს დიდი რაოდენობით ჯარების გადასროლას ერთი წლის განმავლობაში", - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა ინტერვიუში. „ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი უკვე ზრდიან თავიანთ სტრატეგიულ მარაგებს და აფართოებენ სამხედრო წარმომადგენლობასა და რესურსებს ნატოს საზღვრების გასწვრივ".
„შფოთვა ჩემს ქვეყანაში ძალიან თვალსაჩინოა, თუმცა, ამავდროულად, ჩვენ თავდაცვისთვის ვემზადებით", - განაცხადა ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, დეივიდას მატულიონისმა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვა რუსეთის შეჭრის შემთხვევაში აშშ-სა და ნატოს სხვა მოკავშირეებისგან დახმარებას ელოდება, ქვეყნის საკუთარი ჯარების სათანადოდ არშეფასება არ შეიძლება: „ისინი აუცილებლად იბრძოლებენ, დამხმარე ძალების მოსვლამდეც კი".
სამხედრო სიმულაცია, რომელმაც ლიეტუვაში რუსეთის შეჭრის მოდელირება მოახდინა, გაზეთ Die Welt-ის მიერ, გერმანიის შეიარაღებული ძალების ჰელმუტ შმიდტის სახელობის უნივერსიტეტის ცენტრთან ერთად დეკემბერში მოეწყო.
იგი ევროპის უსაფრთხოების წრეებში ცხარე განხილვის საგნად იქცა ჯერ კიდევ მანამ, სანამ გაზეთი მის შედეგებს ხუთშაბათს გამოაქვეყნებდა.
სწავლებაში მონაწილეობდა გერმანიისა და ნატოს 16 ყოფილი მაღალჩინოსანი, კანონმდებელი და უსაფრთხოების წამყვანი ექსპერტი, რომლებიც 2026 წლის ოქტომბრისთვის გათვლილ სცენარს ათამაშებდნენ.
სიმულაციის მიხედვით, რუსეთმა კალინინგრადში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიყენა საბაბად, რათა დაეკავებინა ლიეტუვის ქალაქი მარიამპოლე - სტრატეგიული გზაჯვარედინი რუსეთსა და ბელარუსს შორის არსებულ ვიწრო გასასვლელში.
რუსეთის მიერ შეჭრის წარმოჩენა „ჰუმანიტარულ მისიად" საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ აშშ-ს უარი ეთქვა ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედებაზე, რომელიც მოკავშირეების დახმარებას ითვალისწინებს.
გერმანიამ გაუბედაობა გამოიჩინა, ხოლო პოლონეთმა, მობილიზაციის მიუხედავად, ჯარები ლიეტუვის საზღვარზე არ გადაისროლა. ლიეტუვაში უკვე დისლოცირებულმა გერმანულმა ბრიგადამ ვერ შეძლო ჩარევა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ რუსეთმა დრონების მეშვეობით დანაღმა ბაზიდან გამომავალი გზები.
„შეკავება დამოკიდებულია არა მხოლოდ შესაძლებლობებზე, არამედ იმაზეც, თუ რას ფიქრობს მტერი ჩვენს ნებაზე. ამ სიმულაციაში მე და ჩემმა „რუსმა კოლეგებმა" ვიცოდით: გერმანია მერყეობას გამოიჩენდა. და ეს გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა", - განაცხადა სამხედრო ანალიტიკოსმა, ფრანც-სტეფან გადიმ, რომელიც თამაშში რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის როლს ასრულებდა.
სიმულაციაში, ამერიკის ლიდერობის არარსებობის პირობებში, რუსეთმა სულ რაღაც რამდენიმე დღეში მოახერხა ნატოს ავტორიტეტის განადგურება და ბალტიისპირეთზე დომინაციის დამყარება, რისთვისაც მან თავდაპირველად მხოლოდ 15 000-მდე ჯარისკაცი გამოიყენა.
მსგავსი სიახლეები
სამხედრო სიმულაციამ, რომელიც ლიეტუვაში რუსეთის შეჭრას მოდელირებდა, ნატოს პოტენციური მოუმზადებლობა გამოავლინა -The Wall Street Journal
"რეჯეფ ერდოღანის ვიზიტი ერ-რიადში:თურქულ-არაბული ურთიერთობების მიმოხილვა"-TRT
"აბუ-დაბის მოლაპარაკებების წინ: მოსკოვის მასირებული შეტევა უკრაინის ენერგოსისტემაზე, დიდი ყინვების დროს"-TRT
"ინდოეთის ხელისუფლება მიესალმება დონალდ ტრამპთან დადებულ „გარიგებას“, მაგრამ რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას არ ადასტურებს"-Financial Times
"ნატოს პრობლემა: შობადობის დაბალი დონე"-Newsweek
"ევროკავშირის არმია ევროპას ვერ დაიცავს, ეს მხოლოდ ნატოს შეუძლია"-The Daily Telegraph
"ნატურალური ღვინოები, ხანგრძლივი ქვეითი მარშრუტები და ისტორია: შეუძლია თუ არა ქუთაისს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადაიქცეს?"-Euronews
"თურქეთის პოზიცია: დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" მნიშვნელობა პალესტინისა და მსოფლიოს მომავლისთვის"-TRT
"სამხედრო ისტორიკოსი გვაფრთხილებს: "ჩვენ რუსეთი ობიექტურად უნდა შევაფასოთ"-Bild
"უკრაინა ადამიანებს ეძებს"-Україньска правда
"შეძლებს ამერიკა ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას უარი თქვას დონბასზე?"- The Spectator
"იმიგრანტები: ჩვენ თერითაუნის გულისცემა ვართ"-The Hudson Independent
"ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში წმენდა მიმდინარეობს, სი ძინპინი კი ქვეყნის არმიის ერთპიროვნული ხელმძღვანელი ხდება"-Financial Times
"კომუნალური კატასტროფა უკრაინაში: წყდება ქვეყნის ბედი"-უცხოური პრესა
პლებისციტის მეორე ცდა ბოლო 6 თვეში - როგორი იქნება "ოცნების" პასუხი
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ამერიკელები მოკვლით დაემუქრნენ, თუ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ ითანამშრომლებდნენ
"ჩვენ გვსურს მივიღოთ ყინულის ნაჭერი, მაგრამ დანიელები არ გვაძლევენ", ანუ რაზე ილაპარაკა დონალდ ტრამპმა დავოსში"-BBC
"აშშ თვლის, რომ ძალა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთაშორისო სამართალი"- BBC
"ევროპა რუსულ გაზს გადაეჩვია: 2026 წლის მკაცრი ზამთრის მიუხედავად, ენერგოკრიზისი არ შეინიშნება"-BBC
"აშშ-ის სწრაფვას გრენლანდიის დასაუფლებლად ნატოში მწვავე განხეთქილება შეაქვს: დონალდ ტრამპს შეუძლია კუნძულს დაეპატრონოს, მაგრამ დაკარგავს ევროპის კონტინენტს"-The Economist