სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა. მათგან 9-ში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სეს-ს ინფორმაციით, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლენილია:

1. შპს ,,კოსმო ინკ”, ბრენდული დასახელება Fire wok (ს/კ 402029185; მის: ქ. თბილისი, დადიანის 20);

2. ინდმეწარმე ჰ. ს. (მის: გიული ჭოხონელიძის ქუჩა N16);

3. შპს ,,მიაო ჯია” (მის: თაბუკაშვილის ქუჩა 6);

4. შპს ,,იომი 1977″ (ს/კ 404747716, მის. გამრეკელის 3);

5. ინდმეწარმე დ. ქ. (სწრაფი კვების ობიექტი ბრენდული დასახელებით Evil wok (მის: ქ.თბილისი, დიღმის მასივი, III კვარტალი, 35-ე კორპ. მ/ტ);

6. შპს ,,რ ნ ა ენთერფრაისი”, (მის: შ. ნუცუბიძის 2);

7. შპს ,,ალ მადინა კეივ” (მის: ტეტელაშვილის ქუჩა 2);

8. შპს “იოკო აზია” (კაფე-ბარი რესტორანი; ს/კ 405727129, მის: ჭავჭავაძის ქ. N19);

9. შპს “ფლემ ქათერინგ მენეჯმენტ”, ჩინური რესტორანი “ბამბუ” (;ს/კ 405649794, მის: ქ. თბილისი, ბუდაპეშტის 32).

კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობების გარდა, გამოვლინდა ეტიკეტირების წესის დარღვევის, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობის ფაქტები, ვადაგასული სურსათი და მიკვლევადობის წესის დარღვევა. აღნიშნულ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად და მიეცათ რეკომენდაციები.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ახორციელებს. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას.





მსგავსი სიახლეები
არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა
გარემოს ეროვნული სააგენტო 8-10 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
GM PHARMA და PSP - 26 წლიანი პარტნიორობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის
პრემიერის ინიციატივის შემდეგ კვერცხის ფასის 5%-იანი შემცირება გადავწყვიტეთ -მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 თებერვალს საქართველოში
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
"რუსთავის აზოტსა" და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
კუჭის დაცვა მედიკამენტების მიღების ფონზე - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
5 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
"დაავადებათა სკრინინგის" პროგრამას მეექვსე სახის კვლევა, ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რასაც ასევე თბილისის მერია დააფინანსებს
პარლამენტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო
განათლების სისტემა არათუ მძიმე, არამედ უმძიმეს მდგომარეობაშია, ვინმეს თუ მიაჩნია, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, ვიმსჯელოთ -ირაკლი კობახიძე
კინოდაჯილდოება "ელისო" 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს