ჯგუფები, რომლებიც პატივს არ სცემენ კონსტიტუციურ წესრიგს, თავს აყენებენ დემოკრატიის მიღმა, ამიტომ არ აქვთ უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია, ისარგებლონ დემოკრატიული პროცესებით -შალვა პაპუაშვილი

ის ჯგუფები, რომლებიც პატივს არ სცემენ კონსტიტუციურ წესრიგს, ისინი თავს დემოკრატიის მიღმა აყენებენ. ამიტომ არ აქვთ მათ უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია, ისარგებლონ დემოკრატიული პროცესებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რა ინიციატივას ამზადებს „ქართული ოცნება" კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარებასთან დაკავშირებით?

„ჩვენი გეგმა არის ის გეგმა, რომელსაც ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფო მიჰყვება, რომელიც პატივს სცემს სახელმწიფოებრიობას. კონსტიტუციური წესრიგის პატივისცემა არის საფუძველთა საფუძველი ნებისმიერი სახელმწიფოსი. ის ჯგუფები, რომლებიც პატივს არ სცემენ კონსტიტუციურ წესრიგს, ისინი თავს დემოკრატიის მიღმა აყენებენ. ამიტომ არ აქვთ მათ უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია, ისარგებლონ დემოკრატიული პროცესებით. სწორედ ამას ეხება ეს ყველაფერი. ეს არ ეხება ცალკეულ ჯგუფებს, ადამიანებს, მარგინალიზებულ, უსამშობლო ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ.

სინამდვილეში, ეს ეხება უცხოურ ჩარევას. ესეც არის გარე ჩარევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რასაც ვაკვირდებით, როდესაც ცდილობენ, კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციაზე თავდასხმით საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს ძირი გამოუთხარონ და ამით გაგვიუქმონ სახელმწიფო. ამის კარგი მაგალითია, რომ სიტყვა არ მქონდა ნათქვამი, გამოვიდა ესტონელი დეპუტატი და არალეგიტიმური წარმომადგენელი მიწოდა. რა უნდათ ამ ადამიანებს, რას გვერჩიან, რა დავუშავეთ ასეთი საბჭოთა კავშირის დროს, რომ დღემდე რაღაც აწუხებს ამ ხალხს?

ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში ეს რამე ქართული მოვლენა კი არ არის, ეს არის გარედან დაკვეთა, რომ გააუქმონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დაგვაყენონ მოლდოვის გზაზე, რომ რაღაც მომენტში ვთქვათ, რომ ვართ პატარა, უსუსურები, იქნებ ვინმემ მიგვიერთოს და ამით გადავარჩინოთ ჩვენი ტერიტორია. კონსტიტუციური წესრიგის არაღიარება, კონსტიტუციური ორგანოების არცნობა, იმის თქმა, რომ კანონი მათთვის კანონი არ არის, სასამართლო სასამართლო არ არის, არ აღიარებენ ამ ყველაფერს, ანუ არ აღიარებენ სახელმწიფოს, ეს არის გარედან წამოსული დაკვეთა და ამისთვის არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, ამის მოწესრიგება", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
,,ევროპა სამხრეთ კავკასიის კავშირის რბოლაში ჩამორჩება''- Carnegie Europe
მედია: რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული შიდა პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემას აჩერებს
,,უმაღლეს სასწავლებლებში საჭიროა იმ მოდელის დაბრუნება, რომელიც მოიცავს სწავლებას და კვლევას ერთიან სისტემაში''- შალვა პაპუაშვილი
მოლოდინი გვაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყანაში გარე ჩარევების პრევენციისთვის -არჩილ გორდულაძე
ან თქვით, რომ რაღაცას იზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ, არ "ტეხავს", ხალხი ალტერნატივას როგორ ვერ ხედავს, ეს მეორედ არ გაიმეოროთ, სისულელეა, თავს რას აჯერებთ -ლევან ხაბეიშვილი
ზოგიერთ უცხოელს ჩვენი ქვეყნის აღიარება ხაჭაპურის აღიარება ჰგონია, ჩამოვა და იტყვის, ხაჭაპური და ცეკვა-სიმღერა კარგი გაქვთო, რაც შეეხება სახელმწიფოს, რასაც გეტყვით, ის უნდა გააკეთოთო -შალვა პაპუაშვილი
სალომე ზურაბიშვილი თვითმარქვია პრეზიდენტია, შტანდარტით დადის, საზღვარგარეთ თუ დააქვს, არ ვიცი, ალბათ, დაკეცავს და მიაქვს, ამას ჰოლივუდის თუ არა, ბოლივუდის ფილმი მოუხდებოდა -შალვა პაპუაშვილი
საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღსადგენად შეხვედრები გაიმართა, პროცესი მიდის, ჩვენ მზად ვართ ამისთვის -კახა კალაძე
ბოლო წლებში ვხედავდით უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ შემოსულ თანხებს, ყველა თავმოყვარე ქვეყანა ამ ყველაფერზე რეაგირებას მოახდენს -კახა კალაძე
არგუმენტები გვესმის, მე-12 კლასი გვჭირდება, ბავშვი სკოლას რომ დაამთავრებს, გაიქცეს, რადგან აქ სწავლა არ ვარგაო, იქვე ამბობენ, აქ ისეთი კარგი უნივერსიტეტები გვაქვს, რეფორმა არ გვჭირდებაო -შალვა პაპუაშვილი
ჯგუფები, რომლებიც პატივს არ სცემენ კონსტიტუციურ წესრიგს, თავს აყენებენ დემოკრატიის მიღმა, ამიტომ არ აქვთ უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია, ისარგებლონ დემოკრატიული პროცესებით -შალვა პაპუაშვილი
საქართველო არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ პატარა ქვეყანამ სახელმწიფო გეზად აიღო ტრადიციულობისა და სუვერენიტეტის დაცვა - ეს ყველასთვის შესაძლებელია -დავით ქართველიშვილი
საჭიროა რეაგირება, როცა არის გარკვეული ძალების კონცენტრაცია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და გეგმის განსახორციელებლად ხდება გარედან თანხების ჩადება-გია ვოლსკი
ევროპას დიდი პრობლემები აქვს იმიგრაციასა და ენერგეტიკაში, ანგრევენ საკუთარ ქვეყანას-დონლად ტრამპი
საქართველოზე იყო დიდი ზეწოლა რუსეთის მიმართ სანქციებისთვის, რასაც ვერ გავაკეთებდით, საკუთარი ხელით ვერ დავაზიანებდით ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს -ირაკლი კობახიძე
გაცხადებული გვაქვს მიზანი, გვინდა, საქართველო გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებული დისკუსიისთვის მზად ვართ -ირაკლი კობახიძე
თავის დროზე, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი რექტორის პოზიციაზე, გვინდა, თსუ-ს აღვუდგინოთ ის მდგომარეობა, როგორც შეიქმნა ჯავახიშვილის მიერ -ირაკლი კობახიძე
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს, თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც საბოლოო ჯამში ამას უზრუნველყოფს -ირაკლი კობახიძე
დუბაის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელსაც მაქსიმალურად ვიყენებთ, მათ შორის იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ-პრემიერი