სალომე ზურაბიშვილი თვითმარქვია პრეზიდენტია, შტანდარტით დადის, საზღვარგარეთ თუ დააქვს, არ ვიცი, ალბათ, დაკეცავს და მიაქვს, ამას ჰოლივუდის თუ არა, ბოლივუდის ფილმი მოუხდებოდა -შალვა პაპუაშვილი
სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი თაღლითია, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტია, კომიკური მდგომარეობაა, ალბათ, ყველაფერი რომ ჩაივლის, ამაზე ფილმიც უნდა გადაიღონ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ევროპულ ოჯახში, რომლის წევრობაც საქართველოს სურს, არსებობენ ადამიანები, რომელთაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად მიაჩნიათ.
„სალომე ზურაბიშვილი თვითმარქვია პრეზიდენტია, რომელიც შტანდარტით დადის. არ ვიცი, საზღვარგარეთ თუ დააქვს, ალბათ, დაკეცავს და მიაქვს ხოლმე. ამ შტანდარდით დადის, ჩვეულებრივი თაღლითია, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტია. კომიკური მდგომარეობაა. ალბათ, ყველაფერი რომ ჩაივლის, ამაზე ფილმიც უნდა გადაიღონ. როგორ ზის საქართველოში ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტია.
სხვათა შორის, კახელებმა იციან ისტორია, ერთმა ადამიანმა თავი მეფედ გამოაცხადა. პრეფექტების პერიოდი იყო, ვეზირები ჰყავდა. ჩემს მშობლიურ კუთხეში, ერთ-ერთ ციხე-სიმაგრეში გამაგრდა, სადაც მეციხოვნეები ჰყავდა. ვინმე რომ მივიდოდა, მათ მეციხოვნეები ხვდებოდნენ და დანაბარებს მეფეს გადავცემთო. ახლაც ასეთი მდგომარეობა გვაქვს. საქმე არათუ აბსურდთან გვაქვს, არამედ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან, რასაც ვაკვირდებით. ამაზე უნდა გვეცინებოდეს, მაგრამ როგორ გაიცინებ, როცა ხედავ, ევროპაში ხალხი არსებობს, რომელზეც ვამბობთ, ამ ოჯახის წევრი გვინდა ვიყოთo და ამ ამ ოჯახიდან ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ ეს არის ნამდვილი პრეზიდენტი. ამას ჰოლივუდის თუ არა, ბოლივუდის ფილმი მოუხდებოდა.
სუფთა ფურცელი გულისხმობს იმას, რომ რაც ჩვენს ურთიერთობაში უსამართლოა, უნდა აღმოიფხვრას, მათ შორის დაბრალებები, რაც ჰელსინკის კომისიაში გვესმის. დავიბენით, რუსეთი, ირანი, ჩინეთი - სამმაგი აგენტები ვყოფილვართ მთელი სახელმწიფო, უილსონს რომ დავუჯეროთ. ალბათ, მისი ფანტაზია გასწვდება და სხვა სახელმწიფოს დაგვიმატებს. ასეთი თავდასხმები, ქვეყნისა და ხალხის ლანძღვა უნდა დასრულდეს, ეს უსამართლობაა. პოლიტიკის აწყობა უნდა მოხდეს არა გავლენებით და მავნე იდეოლოგიებით, არამედ ინტერესებით. ეს არის ამერიკის ინტერესი და ამას ტრამპი ღიად ამბობს. სხვებს ეკითხება, თქვენი ინტერესი რა არისო. ვხედავთ, ყველას ეუბნებიან, რა არის ამერიკის ინტერესი. ეკითხებიან, მათი ინტერესი რა არის და სად შეიძლება თანხვედრა იყოს. ეს არის დიპლომატია და არა, თავსმოხვევა საკუთარი იდეოლოგიის", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკას სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას სთავაზობს.
„მგონი, არაერთხელ ვაჩვენეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რომ ჩვენ არ ვეჭიდებით წითელ ხალიჩებს, ჩვენთვის მთავარი არ არის, ვინ ვის ხელი ჩამოართვა, არამედ მნიშვნელოვანია შინაარსი. შინაარსია შემდეგი, ამერიკის წინა ადმინისტრაციამ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მძიმედ დააზიანა, რომელსაც გამოსწორება სჭირდება, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა. მზაობა გამოვთქვით, რომ ეს ფურცელი გადავშალოთ და ვთქვით, ამერიკელ ხალხს ქართველი ხალხისგან და მისი ხელისუფლებისგან კარგის და გვერდში დგომის გარდა არასოდეს არაფერი უგრძვნია.
ამის საპირისპიროდ, წინა ადმინისტრაციის მხრიდან ქართველი ხალხის წინააღმდეგ ნაბიჯებს და ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას ვხედავდით. მზად ვართ, ეს ფურცელიც გადავშალოთ და ამერიკას სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვთავაზობთ, რომელიც წინასწარ განსაზღვრული, ერთმანეთის პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული. მთავარი საკითხია, რომ ამერიკასთან შინაარსიანი პარტნიორობა გვქონდეს. სამუშაო შეხვედრები არასოდეს შეწყვეტილა საგარეო უწყებებს და დიპლომატიურ წარმომადგენლობას შორის. სამუშაო პროცესი გრძელდება, თუმცა ჩვენთვის მთავარია, პოლიტიკური დონე, რომელიც გულისხმობს ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვას", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
,,ევროპა სამხრეთ კავკასიის კავშირის რბოლაში ჩამორჩება''- Carnegie Europe
მედია: რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული შიდა პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემას აჩერებს
,,უმაღლეს სასწავლებლებში საჭიროა იმ მოდელის დაბრუნება, რომელიც მოიცავს სწავლებას და კვლევას ერთიან სისტემაში''- შალვა პაპუაშვილი
მოლოდინი გვაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყანაში გარე ჩარევების პრევენციისთვის -არჩილ გორდულაძე
ან თქვით, რომ რაღაცას იზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ, არ "ტეხავს", ხალხი ალტერნატივას როგორ ვერ ხედავს, ეს მეორედ არ გაიმეოროთ, სისულელეა, თავს რას აჯერებთ -ლევან ხაბეიშვილი
ზოგიერთ უცხოელს ჩვენი ქვეყნის აღიარება ხაჭაპურის აღიარება ჰგონია, ჩამოვა და იტყვის, ხაჭაპური და ცეკვა-სიმღერა კარგი გაქვთო, რაც შეეხება სახელმწიფოს, რასაც გეტყვით, ის უნდა გააკეთოთო -შალვა პაპუაშვილი
სალომე ზურაბიშვილი თვითმარქვია პრეზიდენტია, შტანდარტით დადის, საზღვარგარეთ თუ დააქვს, არ ვიცი, ალბათ, დაკეცავს და მიაქვს, ამას ჰოლივუდის თუ არა, ბოლივუდის ფილმი მოუხდებოდა -შალვა პაპუაშვილი
საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღსადგენად შეხვედრები გაიმართა, პროცესი მიდის, ჩვენ მზად ვართ ამისთვის -კახა კალაძე
ბოლო წლებში ვხედავდით უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ შემოსულ თანხებს, ყველა თავმოყვარე ქვეყანა ამ ყველაფერზე რეაგირებას მოახდენს -კახა კალაძე
არგუმენტები გვესმის, მე-12 კლასი გვჭირდება, ბავშვი სკოლას რომ დაამთავრებს, გაიქცეს, რადგან აქ სწავლა არ ვარგაო, იქვე ამბობენ, აქ ისეთი კარგი უნივერსიტეტები გვაქვს, რეფორმა არ გვჭირდებაო -შალვა პაპუაშვილი
ჯგუფები, რომლებიც პატივს არ სცემენ კონსტიტუციურ წესრიგს, თავს აყენებენ დემოკრატიის მიღმა, ამიტომ არ აქვთ უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია, ისარგებლონ დემოკრატიული პროცესებით -შალვა პაპუაშვილი
საქართველო არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ პატარა ქვეყანამ სახელმწიფო გეზად აიღო ტრადიციულობისა და სუვერენიტეტის დაცვა - ეს ყველასთვის შესაძლებელია -დავით ქართველიშვილი
საჭიროა რეაგირება, როცა არის გარკვეული ძალების კონცენტრაცია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და გეგმის განსახორციელებლად ხდება გარედან თანხების ჩადება-გია ვოლსკი
ევროპას დიდი პრობლემები აქვს იმიგრაციასა და ენერგეტიკაში, ანგრევენ საკუთარ ქვეყანას-დონლად ტრამპი
საქართველოზე იყო დიდი ზეწოლა რუსეთის მიმართ სანქციებისთვის, რასაც ვერ გავაკეთებდით, საკუთარი ხელით ვერ დავაზიანებდით ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს -ირაკლი კობახიძე
გაცხადებული გვაქვს მიზანი, გვინდა, საქართველო გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებული დისკუსიისთვის მზად ვართ -ირაკლი კობახიძე
თავის დროზე, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი რექტორის პოზიციაზე, გვინდა, თსუ-ს აღვუდგინოთ ის მდგომარეობა, როგორც შეიქმნა ჯავახიშვილის მიერ -ირაკლი კობახიძე
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს, თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც საბოლოო ჯამში ამას უზრუნველყოფს -ირაკლი კობახიძე
დუბაის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელსაც მაქსიმალურად ვიყენებთ, მათ შორის იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ-პრემიერი