ან თქვით, რომ რაღაცას იზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ, არ "ტეხავს", ხალხი ალტერნატივას როგორ ვერ ხედავს, ეს მეორედ არ გაიმეოროთ, სისულელეა, თავს რას აჯერებთ -ლევან ხაბეიშვილი

რაში არ მეთანხმებით? თუ არ მეთანხმებით, რას აკეთებთ, ეს მოუყევით ხალხს. ნუ დამეთანხმებით, არც მოგწონდეთ, არც გიყვარდეთ, არავითარი პრეტენზია არ მაქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ხაბეიშვილმა პარტიებს აქტიურობისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ ხალხს მოუსმინონ.

„ტელევიზიებსაც, მინდა, ვუთხრა. იცით, როგორ მეცოდებით? თემების მოგონება გიწევთ, ხალხო, გარეთ არაფერი ხდება და იგონებთ. გეფიცები, მეცოდებით, რომ გიყურებთ, საწყლად წვალობთ. თუ არ მოიფიქრებს ტელევიზიის პროდიუსერი რამეს დღის განმავლობაში, არაფერი იქნება, ეს რეალობაა. ეთერებში რომ დადიხართ, სალაპარაკო აღარ გაქვთ, ვერ ხვდებით? ყველა წერტილ-მძიმით გეტყვით, რის მერე რას იტყვით. ყველა პოლიტიკოსს მივმართავ, ჩემიანსაც, სხვისიანსაც. ჭკუას კი არ გარიგებთ, გულშემატკივრის პოზიციიდან ვამბობ. კიდევ გეუბნებით, ინგლისურის არმცოდნე, „ლილოში" მოსიარულე, ხეპრე ხაბეიშვილის პოზიცია გაიგეთ, კაცო, ზემოდან კი არა. არ მინდა, თქვენ იყავით, ხალხო, წინ, თქვენ იყავით მაგრები, ოღონდ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. გაიგეთ გულშემატკივრის ხმა. ამას ალბათ ფიქრობს ხალხის 90%. ვიღაც რომ არ გეუბნებათ, იმას კი არ ნიშნავს, რომ ხალხი ასე არ ფიქრობს, ასე ფიქრობს ყველა. ამიტომ, გთხოვთ, ყველაზე ზედმეტი, არაფრისმომცემი ეთერი არის დამთრგუნველი ადამიანისთვის, რომელიც იმედს ელოდება.

მე თქვენკენ ვარ. თქვენკენ რომ ვარ, იმიტომ ვზივარ აქ და ნახევარი წელია, სასამართლო სხდომას ვერ მივაღწიე, ვინმეს რამეს კი არ ვუწუნებ. ან თქვით, რომ რაღაცას იზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ. კი არ „ტეხავს". ხალხი არის მზად იმისთვის, რომ ჯურღმულში ცხოვრება არ უნდოდეს. ალტერნატივას როგორ ვერ ხედავს, ეს მეორედ არ გაიმეოროთ, სისულელეა, თავს რას აჯერებთ. ამ ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი აქეთა ფლანგზე დგახართ და ლაპარაკობთ, რომ ხალხს ვერ ვაჩვენე ალტერნატივაო? როგორ ვერ აჩვენეთ, ყველაზე მაგრები ხართ, სიმპათიურებიც, გონებაგახსნილები და საერთაშორისო, შიდა ურთიერთობებში ყველაფერი შეგიძლიათ", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, რეალურად, მისი სასამართლო სხდომა არ ტარდება და ეს მიზანმიმართულად ხდება.

„დღესაც, პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა, არ არის ჩემი პროცესი. არც წინა და არც იმის წინა არ იყო ჩემი სასამართლო პროცესი. ფაქტობრივად, 30 დეკემბერს სხდომა ჩატარდა და არ ჩატარდა, ანუ ჩემი სასამართლო სხდომა არ ყოფილა. ჩემს საქმესთან დაკავშირებით მურთაზს რაღაც სიგიჟეს ედავებიან. ეს ხდება მიზანმიმართულად. დარწმუნებული ვარ, მოსამართლესაც ესმის, რომ ჩემი სასამართლო პროცესი არის, მაქსიმუმ, 3-4 საათიანი, სადაც დაიკითხება ის დანიშნული, მოწვეული მოწმეები, რომლებიც ჰყავს პროკურატურას. სუს-მა რომელსაც მისწერა, რომ გამოგვიყავით ახლა ლევან ხაბეიშვილისგან შეურაცხყოფილი მოწმეები. იმ ხალხს მისწერეს, მე რომ თავ-პირი დამალეწეს და ამ ადამიანებიდან დანიშნეს, მოიწვიეს სამი ადამიანი. ჩემი სასამართლო სხდომა არ ტარდება, მოვდივარ იმიტომ, რომ მენატრება ჩემი ახლობლები. მოვდივარ, მივდივარ. ეს სამი კაცი რომ მოიყვანონ, მოსამართლე რომ 10:00 საათზე დაიწყებს სხდომას, დაამთავრებს 15:00 საათზე. მართლა მაინტერესებს, მოვიდნენ ესენი და ჩამხედონ თვალებში, სასამართლოს ჩახედონ თვალებში. „თავი იგრძნეს შეურაცხყოფილადო" - შეურაცხყოფილად კი არა, სახის ძვლები დამიმტვრიეს და თავის ქალა ამხადეს და თურმე შეურაცხყოფილები ესენი არიან. ხალხო, რა არის გაუგებარი? ვითხოვ ჩემს სასამართლო პროცესს.

გუშინ ვუყურებდი, რომ აქტივისტების ანგარიშებს ყადაღა დაადეს. ციხეში დამაყადაღეს, ადმინისტრაციული წესით ციხეში გამომიგზავნეს 9 000 ლარი ჯარიმა, თურმე წულუკიანს არ მოეწონა რაღაც. ჯერ ხომ საერთოდ დამატყვევეს, სასამართლო პროცესის საშუალება არაა, მოწმე არ მოგყავთ, ნახევარი წელი ციხეში, ტელეფონი არა, შვილები არა, მიმოწერა არა, არაფერი არა და 9 000 ლარზე ყადაღა გამომიგზავნეს ციხეში. ე.ი უნდა ამოწყდეს ჩემი ჯიშ-ჯილაგი. ვიღაცებს კიდევ 18 000 ლარი აქვთ ხელფასი და ბოდიში, რა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ევროპა სამხრეთ კავკასიის კავშირის რბოლაში ჩამორჩება''- Carnegie Europe
მედია: რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული შიდა პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემას აჩერებს
,,უმაღლეს სასწავლებლებში საჭიროა იმ მოდელის დაბრუნება, რომელიც მოიცავს სწავლებას და კვლევას ერთიან სისტემაში''- შალვა პაპუაშვილი
მოლოდინი გვაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყანაში გარე ჩარევების პრევენციისთვის -არჩილ გორდულაძე
ან თქვით, რომ რაღაცას იზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ, არ "ტეხავს", ხალხი ალტერნატივას როგორ ვერ ხედავს, ეს მეორედ არ გაიმეოროთ, სისულელეა, თავს რას აჯერებთ -ლევან ხაბეიშვილი
ზოგიერთ უცხოელს ჩვენი ქვეყნის აღიარება ხაჭაპურის აღიარება ჰგონია, ჩამოვა და იტყვის, ხაჭაპური და ცეკვა-სიმღერა კარგი გაქვთო, რაც შეეხება სახელმწიფოს, რასაც გეტყვით, ის უნდა გააკეთოთო -შალვა პაპუაშვილი
სალომე ზურაბიშვილი თვითმარქვია პრეზიდენტია, შტანდარტით დადის, საზღვარგარეთ თუ დააქვს, არ ვიცი, ალბათ, დაკეცავს და მიაქვს, ამას ჰოლივუდის თუ არა, ბოლივუდის ფილმი მოუხდებოდა -შალვა პაპუაშვილი
საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღსადგენად შეხვედრები გაიმართა, პროცესი მიდის, ჩვენ მზად ვართ ამისთვის -კახა კალაძე
ბოლო წლებში ვხედავდით უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ შემოსულ თანხებს, ყველა თავმოყვარე ქვეყანა ამ ყველაფერზე რეაგირებას მოახდენს -კახა კალაძე
არგუმენტები გვესმის, მე-12 კლასი გვჭირდება, ბავშვი სკოლას რომ დაამთავრებს, გაიქცეს, რადგან აქ სწავლა არ ვარგაო, იქვე ამბობენ, აქ ისეთი კარგი უნივერსიტეტები გვაქვს, რეფორმა არ გვჭირდებაო -შალვა პაპუაშვილი
ჯგუფები, რომლებიც პატივს არ სცემენ კონსტიტუციურ წესრიგს, თავს აყენებენ დემოკრატიის მიღმა, ამიტომ არ აქვთ უფლება, ჰქონდეთ პრეტენზია, ისარგებლონ დემოკრატიული პროცესებით -შალვა პაპუაშვილი
საქართველო არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ პატარა ქვეყანამ სახელმწიფო გეზად აიღო ტრადიციულობისა და სუვერენიტეტის დაცვა - ეს ყველასთვის შესაძლებელია -დავით ქართველიშვილი
საჭიროა რეაგირება, როცა არის გარკვეული ძალების კონცენტრაცია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და გეგმის განსახორციელებლად ხდება გარედან თანხების ჩადება-გია ვოლსკი
ევროპას დიდი პრობლემები აქვს იმიგრაციასა და ენერგეტიკაში, ანგრევენ საკუთარ ქვეყანას-დონლად ტრამპი
საქართველოზე იყო დიდი ზეწოლა რუსეთის მიმართ სანქციებისთვის, რასაც ვერ გავაკეთებდით, საკუთარი ხელით ვერ დავაზიანებდით ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს -ირაკლი კობახიძე
გაცხადებული გვაქვს მიზანი, გვინდა, საქართველო გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებული დისკუსიისთვის მზად ვართ -ირაკლი კობახიძე
თავის დროზე, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი რექტორის პოზიციაზე, გვინდა, თსუ-ს აღვუდგინოთ ის მდგომარეობა, როგორც შეიქმნა ჯავახიშვილის მიერ -ირაკლი კობახიძე
ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს, თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც საბოლოო ჯამში ამას უზრუნველყოფს -ირაკლი კობახიძე
დუბაის სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელსაც მაქსიმალურად ვიყენებთ, მათ შორის იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ-პრემიერი