საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო და საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს უგულშემატკივრა.

 

 

გუნდური ტურნირის პირველ დღეს ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილებმა და ანასტასია გუბანოვამ იასპარეზეს.

 

ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაზე საქართველოს პრეზიდენტი  პოლონელ კოლეგას კაროლ ნავროცკის, ასევე ფიფას პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოსა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს სპიროს კაპრალოსს შეხვდა.

 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მილანის სან-სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გახსნის ცერემონიას დაესწრება, რომელზეც საქართველოს მედროშეები ფიგურული მოციგურავეები - ლუკა ბერულავა და დიანა დევისი  იქნებიან.

 

მილან-კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება.

 

ოლიმპიურ თამაშებში საქართველო ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

 

 





მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო
არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა
გარემოს ეროვნული სააგენტო 8-10 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
GM PHARMA და PSP - 26 წლიანი პარტნიორობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის
პრემიერის ინიციატივის შემდეგ კვერცხის ფასის 5%-იანი შემცირება გადავწყვიტეთ -მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 თებერვალს საქართველოში
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
"რუსთავის აზოტსა" და დასაქმებულებს შორის შეთანხმება შედგა
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
კუჭის დაცვა მედიკამენტების მიღების ფონზე - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
5 თებერვლის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
"დაავადებათა სკრინინგის" პროგრამას მეექვსე სახის კვლევა, ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რასაც ასევე თბილისის მერია დააფინანსებს
პარლამენტმა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო
განათლების სისტემა არათუ მძიმე, არამედ უმძიმეს მდგომარეობაშია, ვინმეს თუ მიაჩნია, რომ ეს არ უნდა გამოსწორდეს, ამაზეც ვიდებატოთ, ვიმსჯელოთ -ირაკლი კობახიძე