,, წარვადგენთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს''- ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აანონსებს.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ მაშინ მივა, თუ მასზე ზეწოლა განხორციელდება.
„ჩვენ წარვადგენთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს, რომელიც მოიცავს ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებას და ვაჭრობას", - წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ახალი სანქციები მოიცავს იმპორტის აკრძალვას იმ მეტალებზე, ქიმიკატებსა და კრიტიკულ მინერალებზე, რომლებიც ჯერ სანქციების ქვეშ არ არის. გარდა ამისა, ფონ დერ ლაიენის თქმით, კიდევ უფრო შეიზღუდება ევროპიდან რუსეთში საქონლის ექსპორტი.
ურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ახალი სანქციების სიაში შევა 20-ზე მეტი რუსული რეგიონული ბანკი, ასევე მოიცავს ღონისძიებებს კრიპტოვალუტებისა და სავაჭრო კომპანიების წინააღმდეგ.
სანქციების ძალაში შესვლისთვის საჭიროა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა.
როგორც „როიტერი" წერს, რუსეთი თავისი ნავთობის ერთ მესამედზე მეტის ექსპორტს ინდოეთსა და ჩინეთში ახორციელებს. ამ პროცესში ევროკავშირის საზღვაო ქვეყნების, მათ შორის საბერძნეთის, კვიპროსისა და მალტის ფლოტები მონაწილეობენ. ახალი აკრძალვა ამ პროცესს შეაჩერებს.
მსგავსი სიახლეები
,,აშშ-სთან მოლაპარაკებები პოზიტიურია'- გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რადგან ეს ორი სახის პრობლემას გამოიწვევს''- ვიქტორ ორბანი
ჯეფრი ეპშტეინის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, საფრანგეთში კულტურის ყოფილი მინისტრისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
კანადამ და საფრანგეთმა გრენლანდიაში საკონსულოები გახსნეს
რუსეთს ყოველდღე შეუძლია, ნამდვილი დიპლომატია აირჩიოს, მაგრამ დარტყმებს ირჩევს-ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსეთის უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმის გამო, პოლონეთმა ორი აეროპორტი დროებით დახურა
ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით, შეიძლება, რაღაც მოხდეს -დონალდ ტრამპი
,, წარვადგენთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს''- ურსულა ფონ დერ ლაიენი
აშშ და რუსეთი სამხედრო დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ
ფრიდრიხ მერცი: ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ
ევროკავშირის ერთი წევრი ქვეყანა თუ ომში იმყოფება, გარდაუვალია, რომ ამ ომში დანარჩენებიც ერთვებიან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან დაუყოვნებლივ ომს ნიშნავს-ვიქტორ ორბანი
ამერიკა დაარსდა, როგორც ქრისტიანული ერი, და ის ჩვენს დნმ-ში ასეთად რჩება- პიტ ჰეგსეტი
ვიქტორ ორბანს აქვს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისას -ტრამპი
დონალდ ტრამპმა 2026 წლის 17 მაისი ეროვნული ლოცვის დღედ გამოაცხადა
აშშ და რუსეთი 2021 წელს შეწყვეტილი მაღალი დონის სამხედრო დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ - Reuters
2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა-ვოლოდიმირ ზელენსკი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა - ნიკოლ ფაშინიანი
ევროპული საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე შეთანხმდა
რუსტემ უმეროვი - სამმხრივი შეხვედრის პირველი დღე იყო პროდუქტიული, ორიენტირებული პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე
Reuters: რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში იანვარში 10%-ით გაიზარდა