მეხუთე საარტილერიო ბრიგადაში წვევამდელებმა ფიცი დადეს

ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადაში წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს.


8-თვიანი ვადით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა ახალგაზრდებმა ფიცის დადებამდე, ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. მათ სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, ტაქტიკური და სხვა სახის მომზადება ჩაუტარდათ. წვევამდელები მე-5 საარტილერიო ბრიგადაში იმსახურებენ, სადაც მათ პროფესიონალი სამხედროები მოამზადებენ. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებული პირები ხელფასზე დამატებით 30%-იან დანამატს მიიღებენ. წვევამდელთა სამსახურში გაწვეულ პირს უნარჩუნდება სამსახური როგორც კერძო, ისევე საჯარო დაწესებულებაში.


მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა წვევამდელებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებაზე წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს. ცერემონიალს წვევამდელთა ოჯახის წევრები და თბილისის 168-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ, რომლებიც სწავლობენ საგანს - „სამხედრო საქმე".


სკოლის მოსწავლეები სამხედრო ქვედანაყოფში პროექტის - "ერთი დღე ჯარში" ფარგლებში იმყოფებოდნენ. მათ სამხედრო ბაზაზე სტუმრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების მემორიალთან პატივის მიგებით დაიწყეს. უფროსკლასელებმა ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს. ისინი ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ.





მსგავსი სიახლეები
მეხუთე საარტილერიო ბრიგადაში წვევამდელებმა ფიცი დადეს
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ესპანეთის სამეფოში ხელოვნური ინტელექტის მესამე სამიტს (REAIM) დაესწრო
საქართველო ერთ-ერთია იმ რვა პარტნიორი ქვეყნიდან, რომელიც იქნა არჩეული პრესტიჟულ წვრთნებში, Phoenix Express 2026-ში მონაწილეობის მისაღებად -აშშ-ის საელჩო
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში საქართველოს მონაწილეობით ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა
აშშ-ის მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია 35 წლისაა
იუნკერებმა დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს
ვაზიანში მეოთხე ქვეითი ბრიგადის იუბილე აღინიშნა
ნატომ თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა
"დღეს ჯარში არის საუკუთესო პირობები, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა" - ჯუანშერ ბურჭულაძე
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა
რა გარდატეხას მოახდენს Leopard-ის ტანკები უკრაინაში და რატომ გააღიზიანა რუსეთი ამ ტიპის ტანკების გამოჩენამ
გორის სამხედრო ბაზაზე სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა
სავალდებულო ჯარის გაწვევის გადავადება ერთი წლის განმავლობაში 10 000 ლარით განისაზღვრა
"ეს არის რევოლუციური ცვლილება"- ჯუანშერ ბურჭულაძე
რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს
„ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს ომბუდსმენობის კანდიდატები, რომლებიც რეალურად არიან დამოუკიდებელნი"
"მაქსიმალურად ვცდილობთ ჯარისკაცებისთვის კომფორტული პირობების შექმნას"- ჯუანშერ ბურჭულაძე