გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ზრდის ხელშეწყობის მხრივ, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას -ირაკლი კობახიძე

უძრავი ქონების სექტორს ეკონომიკურ ზრდაში უკავია განსაკუთრებული ადგილი. გასულ წელს უძრავი ქონების სექტორში ეკონომიკურმა რეალურმა ზრდამ 10 პროცენტს გადააჭარბა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიმართულებით.

„ამ ყველაფერს ხელს უწყობს ის საერთო გარემო, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ქვეყანაში, გვაქვს სათანადო საინვესტიციო გარემო, გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს დაბალი გადასახადები, რაც, ბუნებრივია, ქმნის სტიმულს საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული მოწინავე ქვეყანა ამ მაჩვენებლით. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე რეგიონში და წინ ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს სათანადო გარემოს შენარჩუნებას ჩვენს ქვეყანაში. ასევე, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს უკავია მაღალი ადგილი. გამოვყოფდი მსოფლიო ბანკის რეიტინგს ბიზნესისთვის მზაობა, ე.წ. B-READY, სადაც საქართველოს არის ერთ-ერთი ლიდერი და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის იკავებს მეოთხე ადგილს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საერთო ტენდენციები, რომლებიც არის ჩამოყალიბებული საქართველოში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, პირდაპირ პროპორციულად აისახება უძრავი ქონების სექტორის დინამიკაზე.

„ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე, ეს სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ცალკე მინდა, აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტი, რომლის განხორციელება დაწყებულია ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უმსხვილესი დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტი, რომლის საერთო მოცულობა არის 6,6 მილიარდი დოლარი. ასეთი მასშტაბური ინვესტორის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში ადასტურებს საერთო ნდობას ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და იმ გარემოს მიმართ, რომელიც არის საქართველოში ჩამოყალიბებული. მარტო ეს კონკრეტული ინვესტიცია დაახლოებით 11 მილიარდი ლარით გაამდიდრებს საქართველოს ეკონომიკას, რაც მის მასშტაბებზე თავისთავად მეტყველებს.

გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ საქართველოს დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას, რისთვისაც დიდი ინვესტიციები იდება. დაგეგმილია მასშტაბური მშენებლობები ამ მიმართულებით. ესეც რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის მეტად დაჩქარებას. მინდა, კიდევ ერთხელ გისურვოთ ნაყოფიერი დისკუსიები. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ამ ფორუმის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიზნესასოციაციას და ფორუმის თითოეულ ორგანიზატორს ამ ფორუმის ორგანიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოში ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო მეტად ზრდას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ვიცე-პრეზიდენტმა იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, ახსენა პატრიარქიც -მიხეილ ყაველაშვილი
გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები პარტნიორებს სწორად მივაწოდოთ -მაკა ბოჭორიშვილი
გარედან დაფინანსებული პროტესტის დროს გამჭირვალობის კანონის გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ -კახა კალაძე
გაცხადებული გვაქვს მკაფიო სურვილი, განახლდეს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს -ირაკლი კობახიძე
იყვნენ კონკრეტული "ენჯეოები", რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ -ირაკლი კობახიძე
"პუბლიკასთვის" ჯილდოს გადაცემა გაგრძელებაა ამაღლობელის შემთხვევის, როცა ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, ეს არის დაბალი სტანდარტი, რითიც მოქმედებს ევრობიუროკრატია -ირაკლი კობახიძე
ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით -ირაკლი კობახიძე
გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ზრდის ხელშეწყობის მხრივ, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას -ირაკლი კობახიძე
ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს, ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის გამოსწორება, ყველამ უნდა გადადოს საკუთარი სუბიექტური ინტერესები -ირაკლი კობახიძე
უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის საქართველოში გამართვა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე -ირაკლი კობახიძე
მიხეილ ყაველაშვილი იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო
,,აფხაზური სეპარატიზმი აშკარად გამოიყურება ჩიხურ პროექტად''- დავით ქართველიშვილი
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
„პრაიმ მედია გლობალის“ დამფუძნებლის ილია მიქელაიშვილის განცხადება
ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს
,,ევროპა სამხრეთ კავკასიის კავშირის რბოლაში ჩამორჩება''- Carnegie Europe
მედია: რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული შიდა პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემას აჩერებს
,,უმაღლეს სასწავლებლებში საჭიროა იმ მოდელის დაბრუნება, რომელიც მოიცავს სწავლებას და კვლევას ერთიან სისტემაში''- შალვა პაპუაშვილი
მოლოდინი გვაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყანაში გარე ჩარევების პრევენციისთვის -არჩილ გორდულაძე
ან თქვით, რომ რაღაცას იზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ, არ "ტეხავს", ხალხი ალტერნატივას როგორ ვერ ხედავს, ეს მეორედ არ გაიმეოროთ, სისულელეა, თავს რას აჯერებთ -ლევან ხაბეიშვილი