საკრედიტო სააგენტო S&P-ს შეფასებით, საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა -ფინანსთა სამინისტრო
2026 წლის 6 თებერვალს საკრედიტო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და უცვლელად, BB დონეზე დატოვა, სტაბილური პერსპექტივით. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა.
„რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა განპირობებულია განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკით, შემცირებული მთავრობის ვალის დონითა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმით, რასაც ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსების მიღების დროული შესაძლებლობა.
სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც დაკავშირებულია გაძლიერებულ შიდა მოთხოვნასთან. S&P მოელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება.
S&P აღნიშნავს, რომ გაზრდილია ტურიზმიდან შემოსავლები, ასევე, ბოლო წლებში შემცირებულია მიმდინარე ანგარიშის ბალანსი. ამასთან, გაზრდილია საერთაშორისო რეზერვების დონე, რაც ხელს უწყობს გაცვლითი კურსის მერყეობის მართვას.
სააგენტო საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს კვლავ გონივრულად და წინდახედულად აფასებს რეგიონულ კონტექსტში, რასაც თან ახლავს განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები, რაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოს უწყობს ხელს", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში
მსგავსი სიახლეები
S&P-მ ხაზგასმით აღნიშნა „იგლ ჰილსის“ პროექტის განვითარების პოზიტიური ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე -ვახტანგ ცინცაძე
ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით გონივრულია, რამაც ხელი შეუწყო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას-S&P
საკრედიტო სააგენტო S&P-ს შეფასებით, საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა -ფინანსთა სამინისტრო
რა ეღირება დოლარი და ევრო 7 თებერვალს
ტექ ოლიმპიადების ჰაბის - Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 თებერვალს
საქართველო თანმიმდევრულად ავითარებს საავიაციო ინფასტრუქტურას, რათა საერთაშორისო მოთხოვნების დაცვით და ხარისხით გაზრდილ ნაკადებს მოემსახუროს -თამარ იოსელიანი
"ინოვაციური სტარტაპ სტატუსი, რაც გულისხმობს პირველი სამი წელი ნულოვანი საშემოსავლო გადახდის რეჟიმს, უპრეცენდენტოა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში"-ავთანდილ კასრაძე
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო - გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 თებერვალს
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
შუა დერეფანი დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს, სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს -ირაკლი კობახიძე
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
რა ეღირება დოლარი და ევრო 3 თებერვალს
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ვულოცავთ საქართველოს 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ხუთწლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის წარმატებულ განხორციელებას -ლონდონის საფონდო ბირჟა
ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშობა აპრილის ბოლოს დასრულდება -ლევან ჟორჟოლიანი
დედაქალაქის ბიუჯეტი 296 მილიონი ლარით გაიზარდა
რა ეღირება დოლარი და ევრო 31 იანვარს