პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის დაზიანების და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 5 თებერვალს ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს გულ-მკერდისა და ზურგის არეში დანით მიაყენა ჭრილობები.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2018 წლიდან 2026 წლის 5 თებერვლის ჩათვლით არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დაზარალებულთან, რომელსაც თანაცხოვრების პერიოდში, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, უზღუდავდა განათლების მიღების, სხვა ადამიანებთან კონტაქტის, მუშაობისა და პირად საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უფლებას.
ასევე ბრალდებული მუდმივად აკონტროლებდა დაზარალებულის გადაადგილებას, დაუზიანა პასპორტი, ხოლო 2026 წლის დასაწყისში მეუღლის სრულად გაკონტროლების მიზნით, მის საცხოვრებელ ბინაში, ფარულად, დააყენა სამეთვალყურეო კამერები.
5 თებერვალს ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს გულ-მკერდისა და ზურგის არეში დანით მიაყენა ჭრილობები.
მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა.
ბრალდებული სამართალდამცველებმა 2026 წლის 6 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 11 პრიმა 381 პირმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა), 363-ე მუხლის პირველი ნაწილით (დოკუმენტის დაზიანება, ჩადენილი პირადი მოტივით), 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ" და „კ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო; ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს." - წერია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
,,ესპანეთში, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დაყადაღებულია''- პროკურორი
გარდაბანში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავეს
გარდაბანში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე "რატის ბარში" მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე "სფერო ინვესტის" კიდევ ერთ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა
ლევან იოსელიანი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს შეხვდა
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვლა
ამერიკელი სენატორი ჩაკ გრასლი: Credit Suisse-ში ნაცისტებთან დაკავშირებული ასობით ანგარიში აღმოაჩინეს
რუსთავში 19 წლის გოგო მოიტაცეს და გააუპატიურეს — დაკავებულია სამი პირი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარული კლინიკები შეამოწმა
ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მდებარე რამდენიმე ვეტერინარულ კლინიკაში კრიტიკული შეუსაბამობები და ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა
ეკა ბესელია აღიარებს, რომ მისი შვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
"ღამის სამ საათამდე ვეძებდი ჩემს შვილს, მოიყვანეს დიღმის სამმართველოში, ყელის არეში დაზიანებებით, ხელზე სიწითლეებით -ეკა ბესელია
ეკა ბესელიას შვილი, რატი მილორავა დააკავეს
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა