ჩინეთის ელჩი: ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან და გააფართოოს პრაქტიკული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში

 

ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან და გააფართოოს პრაქტიკული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ჩვენ გვჯერა, რომ ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა 2026 წელს ახალ და შესანიშნავ შედეგებს მოიტანს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა.

„მოხარული ვარ, რომ „იმედის" ტელევიზიასთან ინტერვიუს ვწერ. ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა სწრაფად ვითარდება, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა მუდმივად ღრმავდება, რაც ნაყოფიერ შედეგებს იძლევა და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნის ხალხისთვის.

გასული წლის ნოემბერში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენას, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთნდობა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პრემიერ-მინისტრ ლი ციანგის თვალწინ მხარეებმა ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის რამდენიმე დოკუმენტს, რომლებიც მოიცავს ვაჭრობას, ხელოვნურ ინტელექტს, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას, ინსპექტირებასა და კარანტინს, კულტურას, ავიაციას და სხვა სფეროებს.

მოხარული ვართ, რომ უვიზო რეჟიმის წყალობით, გასულ წელს საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და პირველად გადააჭარბა 120 000-ს, ასევე უფრო მჭიდრო გახდა პერსონალის გაცვლა განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, კულტურისა და სხვა სფეროებში", - აღნიშნა საქართველოში ჩინეთის ელჩმა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩინეთი აფასებს საქართველოს სტრატეგიულ ხედვას და აქტიურ მიდგომას „შუა დერეფნისა" და „სარტყლისა და გზის" ინიციატივის შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

„როგორც ევრაზიის ერთ-ერთ ჰაბს, საქართველოს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, არამედ ღია და ინკლუზიური დამოკიდებულება და ასევე სტაბილური და გამჭვირვალე პოლიტიკური გარემო. ჩინეთი საქართველოს ყოველთვის სანდო პარტნიორად მიიჩნევდა.

ბოლო წლებში, ორმა მხარემ გააღრმავა თანამშრომლობა მრავალმხრივი კავშირის კუთხით, მათ შორის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და ავიაციის მიმართულებით. 2025 წელს წარმატებით დასრულდა პროექტები ჩინური კომპანიების მონაწილეობით, როგორიცაა E60 და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ავტომაგისტრალების განახლება და ასევე რკინიგზის მოდერნიზაცია. ჩინეთის რკინიგზის ჯგუფის შვილობილმა კომპანიამ, „ჩინეთის რკინიგზის კონტეინერების ტრანსპორტის კომპანიამ" (CRCT) და „შუა დერეფნის მულტიმოდალური ტრანსპორტის კომპანიამ" (MCM) ოფიციალურად გააფორმეს თანამშრომლობის ხელშეკრულება. შეთანხმების თანახმად, აქციების შესყიდვაზე განაცხადის გაკეთების გზით, CRCT შეუერთდება MCM-ს როგორც ახალი წევრი და ერთობლივად მიიღებენ მონაწილეობას კორპორატიულ მმართველობასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ხელს შეუწყობს დერეფნის მშენებლობასა და ექსპლუატაციას. ეს თანამშრომლობა ნათლად აჩვენებს „შუა დერეფნის" განვითარების პოტენციალს.

მჯერა, რომ საქართველოს ათწლიანი ეროვნული გეგმის განხორციელებასთან ერთად, საქართველოს ევრაზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული პოზიცია კიდევ უფრო გამოიკვეთება და ჩინეთ-საქართველოს შორის უფრო ფართო და პრაგმატული თანამშრომლობა დაიწყება", - განაცხადა ელჩმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, ჩინეთი აფასებს საქართველოს დიდი ხნის ერთგულებას „ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ“''- ჭოუ ციენი
,, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ინტერპრეტაცია''- ჯაბა სამუშია
ჩინეთის ელჩი: ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან და გააფართოოს პრაქტიკული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში
კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხი პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად -იაგო ხვიჩია
მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ ქვეყნებთან ერთად ჩვენი დროშა ფრიალებს, იმედი გვაქვს, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი იქნება მიღწეული -მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ ქვეყნის გარედან ახალისებდნენ, რაც ძალიან მძიმეა -კახა კალაძე
ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ვიცე-პრეზიდენტმა იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, ახსენა პატრიარქიც -მიხეილ ყაველაშვილი
გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები პარტნიორებს სწორად მივაწოდოთ -მაკა ბოჭორიშვილი
გარედან დაფინანსებული პროტესტის დროს გამჭირვალობის კანონის გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ -კახა კალაძე
გაცხადებული გვაქვს მკაფიო სურვილი, განახლდეს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს -ირაკლი კობახიძე
იყვნენ კონკრეტული "ენჯეოები", რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ -ირაკლი კობახიძე
"პუბლიკასთვის" ჯილდოს გადაცემა გაგრძელებაა ამაღლობელის შემთხვევის, როცა ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, ეს არის დაბალი სტანდარტი, რითიც მოქმედებს ევრობიუროკრატია -ირაკლი კობახიძე
ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით -ირაკლი კობახიძე
გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ზრდის ხელშეწყობის მხრივ, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას -ირაკლი კობახიძე
ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს, ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის გამოსწორება, ყველამ უნდა გადადოს საკუთარი სუბიექტური ინტერესები -ირაკლი კობახიძე
უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის საქართველოში გამართვა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე -ირაკლი კობახიძე
მიხეილ ყაველაშვილი იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო
,,აფხაზური სეპარატიზმი აშკარად გამოიყურება ჩიხურ პროექტად''- დავით ქართველიშვილი
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
„პრაიმ მედია გლობალის“ დამფუძნებლის ილია მიქელაიშვილის განცხადება