,, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ინტერპრეტაცია''- ჯაბა სამუშია

თსუ-ის რექტორი ჯაბა სამუშია მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან თანამდებობა დატოვა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ინტერპრეტაცია.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია თსუ-ის რექტორის, ჯაბა სამუშიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ.

მანამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თამარ ბელქანიამ განაცხადა, რომ თსუ-ის რექტორი აპირებს, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგეს.

როგორც ბელქანია „ფეისბუქზე" წერს, თსუ-ის რექტორმა ამის შესახებ გუშინ, მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

 

თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს თსუ-ს ვიცე რექტორი კახა ჭეიშვილი. 

,,საიდან გავრცელდა ეგ ინფორმაცია არ ვიცი, რაღაც ძალიან დიდი გაუგებრობა არის.

მე როგორც ვნახე სააგენტოებში, ადამიანი რომელიც საერთოდ არ ესწრებოდა შეხვედრას, ის ადამიანი ამბობს ასეთ რაღაცებს.

მე მგონი რომ ძალიან დიდი გაუგებრობაა და ამ ფაქტს არ გიდასტურებთ.

რექტორი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, ჩვენც მისი მოადგილეები ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას.

უნივერსიტეტში ჩვეულებრივ გრძელდება ყველაფერი.

ბატონმა ჯაბამ შეხვედრაზე თქვა ასეთი რაღაც - თუ საჭირო იქნება, ან თუ რაღაც ხელის შემშლელი ფაქტორები იქნება, იმ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მეც არ შევუშლი რეფორმის  განხორციელებას ხელს და ამ შემთხვევაში მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებასო. კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარვყოფ ამ ფაქტს“, - გვითხრა კახა ჭეიშვილმა.





მსგავსი სიახლეები
,, ჩინეთი აფასებს საქართველოს დიდი ხნის ერთგულებას „ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ“''- ჭოუ ციენი
,, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ინტერპრეტაცია''- ჯაბა სამუშია
ჩინეთის ელჩი: ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან და გააფართოოს პრაქტიკული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში
კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხი პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად -იაგო ხვიჩია
მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ ქვეყნებთან ერთად ჩვენი დროშა ფრიალებს, იმედი გვაქვს, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი იქნება მიღწეული -მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ ქვეყნის გარედან ახალისებდნენ, რაც ძალიან მძიმეა -კახა კალაძე
ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ვიცე-პრეზიდენტმა იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, ახსენა პატრიარქიც -მიხეილ ყაველაშვილი
გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები პარტნიორებს სწორად მივაწოდოთ -მაკა ბოჭორიშვილი
გარედან დაფინანსებული პროტესტის დროს გამჭირვალობის კანონის გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ -კახა კალაძე
გაცხადებული გვაქვს მკაფიო სურვილი, განახლდეს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს -ირაკლი კობახიძე
იყვნენ კონკრეტული "ენჯეოები", რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ -ირაკლი კობახიძე
"პუბლიკასთვის" ჯილდოს გადაცემა გაგრძელებაა ამაღლობელის შემთხვევის, როცა ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, ეს არის დაბალი სტანდარტი, რითიც მოქმედებს ევრობიუროკრატია -ირაკლი კობახიძე
ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით -ირაკლი კობახიძე
გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ზრდის ხელშეწყობის მხრივ, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას -ირაკლი კობახიძე
ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს, ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის გამოსწორება, ყველამ უნდა გადადოს საკუთარი სუბიექტური ინტერესები -ირაკლი კობახიძე
უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის საქართველოში გამართვა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე -ირაკლი კობახიძე
მიხეილ ყაველაშვილი იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო
,,აფხაზური სეპარატიზმი აშკარად გამოიყურება ჩიხურ პროექტად''- დავით ქართველიშვილი
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
„პრაიმ მედია გლობალის“ დამფუძნებლის ილია მიქელაიშვილის განცხადება