,, ჩინეთი აფასებს საქართველოს დიდი ხნის ერთგულებას „ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ“''- ჭოუ ციენი

 

ჩინეთი და საქართველო ორივე უძველესი ცივილიზაციებია, რომლებიც აფასებენ მშვიდობასა და განვითარებას, ასევე სტრატეგიული პარტნიორებიც, რომლებიც ყოველთვის პატივს სცემდნენ და თანასწორად ეპყრობოდნენ ერთმანეთს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში" ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ჭოუ ციენმა.

ელჩის თქმით, ჩინეთი აფასებს საქართველოს დიდი ხნის ერთგულებას „ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ" და მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან, რათა გააგრძელონ ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

„ამჟამინდელი მსოფლიო ვითარება არასტაბილურია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საერთაშორისო წესრიგზე და საერთაშორისო ურთიერთობების ნორმებზე ჰეგემონიზმმა მძიმე გავლენა მოახდინა, მსოფლიო „ჯუნგლების კანონში" დაბრუნების რეალური საფრთხის წინაშე დგას. დავოსის ფორუმზე ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა გამოააშკარავა, რომ რამდენიმე ქვეყანა, „წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის" საფარქვეშ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გვერდს უვლის და საკუთარ სისტემას ქმნის, ჰეგემონიურ და ნეოიმპერიალისტურ პრაქტიკას იყენებს და კოლონიური ეპოქის „ძლიერის გადარჩენის" მენტალიტეტს უბრუნდება. ეს ძირს უთხრის მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას და წინააღმდეგობაში მოდის ისტორიული განვითარების ტენდენციასთან, მას ხალხი არასდროს დაუჭერს მხარს.

ყოველი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობა, როგორც ეს გაეროს წესდებაშია გათვალისწინებული, საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპებია. ტაივანის ჩინეთში დაბრუნება მეორე მსოფლიო ომის შედეგებისა და ომისშემდგომი საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ერთი ჩინეთის პრინციპი საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის საქართველოს, უნივერსალური კონსენსუსი და საერთაშორისო ურთიერთობების საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი ნორმაა.

ჩინეთი და საქართველო ორივე უძველესი ცივილიზაციებია, რომლებიც აფასებენ მშვიდობასა და განვითარებას და ასევე სტრატეგიული პარტნიორებიც, რომლებიც ყოველთვის პატივს სცემდნენ და თანასწორად ეპყრობოდნენ ერთმანეთს. ჩინეთი აფასებს საქართველოს დიდი ხნის ერთგულებას „ერთი ჩინეთის პრინციპის" მიმართ და მზადაა, ითანამშრომლოს საქართველოსთან, რათა გააგრძელონ ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, გააძლიერონ ურთიერთნდობა თანამშრომლობის გზით და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები გაეროზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის და გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების დასაცავად. ჩინეთი მზადაა, საქართველოსთან ერთად ააშენოს კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოება", - აღნიშნა ჭოუ ციენმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,, ჩინეთი აფასებს საქართველოს დიდი ხნის ერთგულებას „ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ“''- ჭოუ ციენი
,, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ინტერპრეტაცია''- ჯაბა სამუშია
ჩინეთის ელჩი: ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან და გააფართოოს პრაქტიკული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში
კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხი პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად -იაგო ხვიჩია
მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ ქვეყნებთან ერთად ჩვენი დროშა ფრიალებს, იმედი გვაქვს, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი იქნება მიღწეული -მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ ქვეყნის გარედან ახალისებდნენ, რაც ძალიან მძიმეა -კახა კალაძე
ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ვიცე-პრეზიდენტმა იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, ახსენა პატრიარქიც -მიხეილ ყაველაშვილი
გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები პარტნიორებს სწორად მივაწოდოთ -მაკა ბოჭორიშვილი
გარედან დაფინანსებული პროტესტის დროს გამჭირვალობის კანონის გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ -კახა კალაძე
გაცხადებული გვაქვს მკაფიო სურვილი, განახლდეს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს -ირაკლი კობახიძე
იყვნენ კონკრეტული "ენჯეოები", რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ -ირაკლი კობახიძე
"პუბლიკასთვის" ჯილდოს გადაცემა გაგრძელებაა ამაღლობელის შემთხვევის, როცა ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, ეს არის დაბალი სტანდარტი, რითიც მოქმედებს ევრობიუროკრატია -ირაკლი კობახიძე
ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით -ირაკლი კობახიძე
გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ზრდის ხელშეწყობის მხრივ, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას -ირაკლი კობახიძე
ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს, ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის გამოსწორება, ყველამ უნდა გადადოს საკუთარი სუბიექტური ინტერესები -ირაკლი კობახიძე
უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის საქართველოში გამართვა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე -ირაკლი კობახიძე
მიხეილ ყაველაშვილი იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო
,,აფხაზური სეპარატიზმი აშკარად გამოიყურება ჩიხურ პროექტად''- დავით ქართველიშვილი
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ
„პრაიმ მედია გლობალის“ დამფუძნებლის ილია მიქელაიშვილის განცხადება