,,უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რადგან ეს ორი სახის პრობლემას გამოიწვევს''- ვიქტორ ორბანი

 

უკრაინელებმა უარი უნდა თქვან ბრიუსელის მიმართ მოთხოვნაზე, რომ უნგრეთს რუსული იაფი გაზის მიწოდება შეუწყვიტონ. ვიდრე უკრაინა ამას აკეთებს, ვფიქრობ, ის ჩვენი მტერია, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანი მიიჩნევს, რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რადგან ეს ორი სახის პრობლემას გამოიწვევს.

„ახლა ჩემი პოზიციაა, რომ უკრაინელები არ უნდა შევიდნენ ევროკავშირში. მე უნგრელებს ვეუბნები, რომ ჩვენ არ უნდა გვინდოდეს მათთან ერთად სამხედრო ან ეკონომიკური ალიანსის წევრობა, რადგან ეს პრობლემებს გამოიწვევს, ორგვარ პრობლემას. პირველი - ისინი ომში ჩაგვითრევენ. ეს სიმართლედ რჩება მაშინაც, თუ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება. ვის შეუძლია, გარანტია მოგვცეს, რომ ერთი წლის, ორი წლის შემდეგ ომი აღარ იქნება იმავე ფორმით? არავის შეუძლია ამის გარანტირება. ჩვენ წევრები თუ ვიქნებით, ისინი ომში ჩაგვითრევენ, ამიტომ უკრაინელები არ უნდა შევიდნენ ევროკავშირში უახლოეს მომავალში. ისინი წარმოადგენენ ჩვენთვის ომის მუდმივ საფრთხეს, ვინაიდან ნებისმიერ დროს შეიძლება, წარმოიშვას რუსეთ-უკრაინის ახალი კონფლიქტი და ჩვენც ჩავერთებით ამ კონფლიქტში, რომელთანაც არაფერი გვაქვს საერთო; მეორე პრობლემა იქნება, თუ უკრაინელებს შემოვუშვებთ. ფერმერები, ჩვენი ადგილობრივი მწარმოებლები უკვე წუწუნებენ იქიდან შემოსული მიგრანტების გამო. გაცილებით მარტივი რეგულაციებით წარმოებული, უფრო დაბალი ხარისხის, მაგრამ იაფი პროდუქტები უკვე გამოწვევაა უნგრეთის სოფლის მეურნეობისთვის", - აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უნგრეთმა უნდა დაამყაროს უკრაინასთან თანამშრომლობის რაიმე ფორმა, რომელიც სასარგებლო იქნება ორივესთვის.

„ისეთი რამ, რაც ყველასთვის კარგი იქნება და არა ისეთი რამ, რაც მხოლოდ მათთვის იქნება სასარგებლო და ჩვენთვის ზიანის მომტანი. ამას მე სტრატეგიულ პარტნიორობას ვუწოდებ. ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, მაგრამ წევრობაზე არა, არამედ იმაზე, როგორ ვივაჭრებთ, როგორ განვახორციელებთ ინვესტიციებს ისეთი ვალდებულების აღების გარეშე, რომელიც მათთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაგვითრევს. ეს არ უნდა მოხდეს. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ უკრაინელებთან, მაგრამ წევრობა გამორიცხულია. უკრაინელებმა უნდა გაიგონ, მათ უნდა თქვან უარი ბრიუსელში გაჟღერებულ მუდმივ მოთხოვნებზე, რომ უნგრეთს რუსული იაფი გაზის მიწოდება შეუწყვიტონ. ვიდრე უკრაინა ამას აკეთებს, ვფიქრობ, უკრაინა ჩვენი მტერია", - განაცხადა ორბანმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,აშშ-სთან მოლაპარაკებები პოზიტიურია'- გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რადგან ეს ორი სახის პრობლემას გამოიწვევს''- ვიქტორ ორბანი
ჯეფრი ეპშტეინის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, საფრანგეთში კულტურის ყოფილი მინისტრისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
კანადამ და საფრანგეთმა გრენლანდიაში საკონსულოები გახსნეს
რუსეთს ყოველდღე შეუძლია, ნამდვილი დიპლომატია აირჩიოს, მაგრამ დარტყმებს ირჩევს-ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსეთის უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმის გამო, პოლონეთმა ორი აეროპორტი დროებით დახურა
ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით, შეიძლება, რაღაც მოხდეს -დონალდ ტრამპი
,, წარვადგენთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს''- ურსულა ფონ დერ ლაიენი
აშშ და რუსეთი სამხედრო დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ
ფრიდრიხ მერცი: ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ
ევროკავშირის ერთი წევრი ქვეყანა თუ ომში იმყოფება, გარდაუვალია, რომ ამ ომში დანარჩენებიც ერთვებიან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან დაუყოვნებლივ ომს ნიშნავს-ვიქტორ ორბანი
ამერიკა დაარსდა, როგორც ქრისტიანული ერი, და ის ჩვენს დნმ-ში ასეთად რჩება- პიტ ჰეგსეტი
ვიქტორ ორბანს აქვს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისას -ტრამპი
დონალდ ტრამპმა 2026 წლის 17 მაისი ეროვნული ლოცვის დღედ გამოაცხადა
აშშ და რუსეთი 2021 წელს შეწყვეტილი მაღალი დონის სამხედრო დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ - Reuters
2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა-ვოლოდიმირ ზელენსკი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა - ნიკოლ ფაშინიანი
ევროპული საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე შეთანხმდა
რუსტემ უმეროვი - სამმხრივი შეხვედრის პირველი დღე იყო პროდუქტიული, ორიენტირებული პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე
Reuters: რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში იანვარში 10%-ით გაიზარდა