ვიქტორ ორბანი - არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება და მათი მოსახლეობა ამისთვის ემზადება

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ორ კვირაში ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს" შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ჩავა.

ამასთან, ქალაქ სომბატჰელიში, „ომის საწინააღმდეგო მიტინგზე" სიტყვით გამოსვლისას ორბანმა განაცხადა, რომ ბრიუსელში უკვე შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება.

„არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება და მათი მოსახლეობა ამისთვის ემზადება. ევროკავშირმა ომის ეკონომიკაზე გადასვლა გამოაცხადა. ამიტომ, 2026-2030 წლების პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე საშიში იქნება. 2026 წელი ომამდე ბოლო არჩევნებია, ამიტომ ჩვენ ომის საწინააღმდეგო მიტინგებს ვატარებთ", - განაცხადა ორბანმა.

ორბანის თქმით, დღეს ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ უნგრეთის ფულს, რომლის გამოყენებაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სურთ, წაართმევენ და უკრაინას გადასცემენ.

„უკრაინელები 1,5 ტრილიონ დოლარს ითხოვენ, რაც ჩვენს ფულსაც მოიცავს. უკრაინის ტერიტორიაზე რუსებთან შეთანხმების გარეშე თუ ევროკავშირის ერთი ჯარისკაციც კი გამოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ომში შევედით და ევროკავშირის ხელმძღვანელობა არ არის კმაყოფილი კავშირის მხოლოდ ნახევრის ომში მონაწილეობით, ბრიუსელი ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა მონაწილეობა მიიღონ ომში. სწორედ ამიტომ არის ბრიუსელი ჩვენი მთავარი ოპონენტი და არა პარტია„ტისა", რომელსაც 27 წევრი ჰყავს", - განაცხადა ორბანმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ვიქტორ ორბანი - არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება და მათი მოსახლეობა ამისთვის ემზადება
,,აშშ-სთან მოლაპარაკებები პოზიტიურია'- გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი
,,უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რადგან ეს ორი სახის პრობლემას გამოიწვევს''- ვიქტორ ორბანი
ჯეფრი ეპშტეინის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, საფრანგეთში კულტურის ყოფილი მინისტრისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
კანადამ და საფრანგეთმა გრენლანდიაში საკონსულოები გახსნეს
რუსეთს ყოველდღე შეუძლია, ნამდვილი დიპლომატია აირჩიოს, მაგრამ დარტყმებს ირჩევს-ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსეთის უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმის გამო, პოლონეთმა ორი აეროპორტი დროებით დახურა
ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით, შეიძლება, რაღაც მოხდეს -დონალდ ტრამპი
,, წარვადგენთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს''- ურსულა ფონ დერ ლაიენი
აშშ და რუსეთი სამხედრო დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ
ფრიდრიხ მერცი: ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ყოველთვის მზად ვართ
ევროკავშირის ერთი წევრი ქვეყანა თუ ომში იმყოფება, გარდაუვალია, რომ ამ ომში დანარჩენებიც ერთვებიან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან დაუყოვნებლივ ომს ნიშნავს-ვიქტორ ორბანი
ამერიკა დაარსდა, როგორც ქრისტიანული ერი, და ის ჩვენს დნმ-ში ასეთად რჩება- პიტ ჰეგსეტი
ვიქტორ ორბანს აქვს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევისას -ტრამპი
დონალდ ტრამპმა 2026 წლის 17 მაისი ეროვნული ლოცვის დღედ გამოაცხადა
აშშ და რუსეთი 2021 წელს შეწყვეტილი მაღალი დონის სამხედრო დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ - Reuters
2022 წლის თებერვლიდან, ანუ ომის დაწყებიდან, ჯამში, 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა-ვოლოდიმირ ზელენსკი
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა - ნიკოლ ფაშინიანი
ევროპული საბჭო უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფაზე შეთანხმდა
რუსტემ უმეროვი - სამმხრივი შეხვედრის პირველი დღე იყო პროდუქტიული, ორიენტირებული პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე