კახეთის პოლიციამ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით - 1976 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე, უკანონოდ გაჩეხა მუხის და კოპიტის ჯიშის ხეები. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული ხის მორები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 





მსგავსი სიახლეები
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
სამართალდამცველებმა ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს და ორი პირი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი -შსს
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა
კახეთის პოლიციამ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
,,ესპანეთში, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დაყადაღებულია''- პროკურორი
გარდაბანში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავეს
გარდაბანში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე "რატის ბარში" მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე "სფერო ინვესტის" კიდევ ერთ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა
ლევან იოსელიანი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს შეხვდა
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვლა
ამერიკელი სენატორი ჩაკ გრასლი: Credit Suisse-ში ნაცისტებთან დაკავშირებული ასობით ანგარიში აღმოაჩინეს
რუსთავში 19 წლის გოგო მოიტაცეს და გააუპატიურეს — დაკავებულია სამი პირი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარული კლინიკები შეამოწმა
ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მდებარე რამდენიმე ვეტერინარულ კლინიკაში კრიტიკული შეუსაბამობები და ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა
ეკა ბესელია აღიარებს, რომ მისი შვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა