დღეს უძღები შვილის კვირაა - იგავი ლუკას სახარებიდან, რომელიც მორწმუნემ უნდა იცოდეს

 

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს უძღები შვილის კვირას აღნიშნავს. დიდმარხვის მოსამზადებელ მეორე კვირას უძღები შვილის შვიდეული ეწოდება. ის დღეიდან დაიწყება.

უძღები შვილის კვირადღეს ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს.

წმინდა სახარების მიხედვით, უძღებმა შვილმა მამისგან საკუთარი წილი მოითხოვა და შემდეგ ქონება უცხო მხარეში გაფლანგა. ბოლოს ძალიან გაუჭირდა. ამჯობინა, სახლში, მამასთან დაბრუნებულიყო და მისთვის ყველაფერზე პატიება ეთხოვა. დაკარგული შვილის შინდაბრუნებით გახარებულმა მამამ ლხინი გამართა. მან მსახურებს უბრძანა, მიერთმიათ მისი ვაჟისთვის "სამოსელი პირველი" და ზვარაკები დაეკლათ.

უძღები შვილის შვიდეულს სხვაგვარად ხორციელ კვირასაც უწოდებენ, რომლის დროსაც ოთხშაბათი და პარასკევი სამარხვო დღეები იქნება. ხორციელ შაბათს,  ტაძრებში მიცვალებულების მოსახსენიებელი მსახურება შესრულდება.

უძღები შვილის იგავი - იესო ქრისტეს ცნობილი იგავი. ლუკას სახარებიდან თავი მე -15.

« და თქვა: (იესო ქრისტემ) ვიღაც კაცს ჰყავდა ორი ძე. და უთხრა უმცროსმა თავის მამას: მამა, მომეცი მე კუთვნილი წილი ქონებისა. და გაუყო მათ საცხოვრებელი. არცთუ მრავალი დღის შემდეგ შეაგროვა ყველაფერი უმცროსმა ძემ და წავიდა შორეულ ქვეყანაში და იქ გაფლანგა თავისი ქონება, რადგან ცხოვრობდა უწესოდ. ხოლო როცა დახარჯა ყველაფერი, იყო ძლიერი შიმშილი იმ ქვეყანაში და შემოაკლდა მას. და მივიდა და შეეკრა იმ ქვეყნის ერთ მოქალაქეს, ხოლო მან გაუშვა იგი თავის მინდვრებში ღორების სამწყემსავად. და ეწადა გაეძღო მუცელი რკოთი, რომელსაც ჭამდნენ ღორები, და არავინ აძლევდა მას. და გონს მოეგო და თქვა: მამაჩემის რამდენ დაქირავებულს უხვად აქვს პური, ხოლო მე აქ შიმშილით ვკვდები; ავდგები და წავალ მამაჩემთან და ვეტყვი მას: მამაო, ვცოდე ცის მიმართ და შენ წინაშე და აღარა ვარ ღირსი, ვიწოდებოდე შენს ძედ, არამედ მამყოფე მე, როგორც ერთი დაქირავებულთაგანი. და ადგა და წამოვიდა თავის მამასთან.

 

და როცა ჯერ კიდევ შორს იყო, დაინახა იგი თავისმა მამამ და შეებრალა და გაიქცა და დაემხო მას ქედზე და ეამბორა მას. და უთხრა მას ძემ: მამაო, ვცოდე ცის მიმართ და შენ წინაშე და აღარა ვარ ღირსი, ვიწოდებოდე შენს ძედ. და უთხრა მამამ თავის მონებს: გამოიტანეთ სამოსელი პირველი და შემოსეთ იგი და წამოაცვით მას ბეჭედი ხელზე და ხამლი - ფეხებზე. და მოიყვანეთ ნასუქი ხბო, დაკალით და ვჭამოთ და გავიხაროთ, რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა; - და დაიწყეს მხიარებულება.

და იყო მისი უფროსი ძე ველად. და როგორც კი მოვიდა და მოუახლოვდა სახლს, გაიგონა ხმა სიმღერისა და ფერხულისა, და მოუხმო ერთ მსახურთაგანს და ეკითხებოდა: რა არის ეს? ხოლო მან უთხრა მას: შენი ძმა მოვიდა და დაკლა მამაშენმა ნასუქი ხბო, რადგან ჯანმრთელი დაბრუნდა იგი. და განრისხდა და არ მოისურვა შესვლა; ხოლო მამა მისი გამოვიდა და ევედრებოდა მას. და მან მიუგო და უთხრა თავის მამას: აჰა, ამდენი წელია გემსახურები შენ და არასდროს გადავსულვარ შენს მცნებას და ჩემთვის არასდროს მოგიცია თიკანი, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად გამეხარა; ხოლო როცა ეს შენი ძე მოვიდა, რომელმაც შეჭამა შენი საცხოვრებელი მეძავებთან, დაუკალი მას ნასუქი ხბო.

და უთხრა მან მას: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ და ჩემი ყველაფერი შენია; ხოლო ახლა მხიარულება და სიხარული გვმართებს, რადგან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა» (ლუკა, 15:11-32).

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ეს დღე ყველას შეახსენებს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს დედაუნივერსიტეტის სტატუსი' - ირაკლი კობახიძე
დღეს უძღები შვილის კვირაა - იგავი ლუკას სახარებიდან, რომელიც მორწმუნემ უნდა იცოდეს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
8 თებერვლის ამინდის პროგნოზი
ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „დაშრიტე მწუხარება ჩემი“ - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, "დანონის" ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს
26 წელი საერთო მიზნისთვის - GM PHARMA 26 წლის გახდა
გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
7 თებერვლის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო
არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა
გარემოს ეროვნული სააგენტო 8-10 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
GM PHARMA და PSP - 26 წლიანი პარტნიორობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის
პრემიერის ინიციატივის შემდეგ კვერცხის ფასის 5%-იანი შემცირება გადავწყვიტეთ -მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
როგორი ამინდია მოსალოდნელი 6 თებერვალს საქართველოში
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს