,,დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს''- პრემიერი

 

ჩვენ მზად ვართ, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2" -ის ეთერში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი ფასების შემცირება.

„დავიწყებ საწვავით, სადაც შედარებით მსუბუქია მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ფასები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, თუმცა აქაც კი მიგვაჩნია, რომ არსებობს ფასების შემსუბუქების რესურსი. მედიკამენტების ნაწილში არის ერთგვარი შუალედური მდგომარეობა. აქ, ორიოდე წლის წინ შემოღებული იქნა ე.წ. რეფერენტული ფასები, რამაც შეამცირა ფასები რამდენიმე ათასი სახეობის მედიკამენტზე. თუმცა აქაც მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა მიმართულებით არის შესაძლებელი ფასების შემცირება.

ყველაზე რთული მდგომარეობა არის სურსათის მიმართულებით. ბევრად უფრო ძვირია საქართველოში პროდუქტი ევროპულ ფასებთან შედარებით. კონკრეტულ პროდუქტებზე არის მაგალითად 50%-ით უფრო მაღალი ფასები საქართველოში, 2-ჯერ, ზოგჯერ 3-ჯერ მაღალიც არის ფასები, მაშინ, როდესაც ხელფასი შესაბამის ქვეყნებში შეიძლება, იყოს ორჯერ და სამჯერ მეტი. არის კონკრეტული პრობლემები, რაც განაპირობებს მაღალ ფასნამატს დისტრიბუციის და შემდეგ ქსელების დონეზე. ჩვენ დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კონკრეტულ კარტელურ გარიგებებს, ესეც იქნება ჩვენი შესწავლის საგანი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავრობის პარალელურად იმუშავებს პარლამენტის შესაბამისი კომისია.

„საზოგადოებას შეეძლება ზუსტი ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს მაღალ ფასებს და შესაბამისად, რამდენად არსებობს ჩარევის და ფასების შემცირების რესურსი. ჩვენ მზად ვართ, რომ საზოგადოებასთან ერთად და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
"მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც გარდამტეხი ცვლილებების შეტანაა საჭირო
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შესუსტდეს ეკონომიკა
ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში - პრემიერი
,,უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი დისკუსიის კულტურა, რაც სამწუხაროდ, აქამდე არ იყო უზრუნველყოფილი''- პრემიერი
,,დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს''- პრემიერი
საქართველო, როგორც "შუა დერეფნის უალტერნატივო ღერძი" - ევროკომისია 2026 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
,, ჩინეთი აფასებს საქართველოს დიდი ხნის ერთგულებას „ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ“''- ჭოუ ციენი
,, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ინტერპრეტაცია''- ჯაბა სამუშია
ჩინეთის ელჩი: ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან და გააფართოოს პრაქტიკული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში
კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხი პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად -იაგო ხვიჩია
მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ ქვეყნებთან ერთად ჩვენი დროშა ფრიალებს, იმედი გვაქვს, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი იქნება მიღწეული -მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ ქვეყნის გარედან ახალისებდნენ, რაც ძალიან მძიმეა -კახა კალაძე
ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ვიცე-პრეზიდენტმა იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, ახსენა პატრიარქიც -მიხეილ ყაველაშვილი
გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები პარტნიორებს სწორად მივაწოდოთ -მაკა ბოჭორიშვილი
გარედან დაფინანსებული პროტესტის დროს გამჭირვალობის კანონის გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ -კახა კალაძე
გაცხადებული გვაქვს მკაფიო სურვილი, განახლდეს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს -ირაკლი კობახიძე
იყვნენ კონკრეტული "ენჯეოები", რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ -ირაკლი კობახიძე
"პუბლიკასთვის" ჯილდოს გადაცემა გაგრძელებაა ამაღლობელის შემთხვევის, როცა ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, ეს არის დაბალი სტანდარტი, რითიც მოქმედებს ევრობიუროკრატია -ირაკლი კობახიძე
ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით -ირაკლი კობახიძე