,,უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი დისკუსიის კულტურა, რაც სამწუხაროდ, აქამდე არ იყო უზრუნველყოფილი''- პრემიერი
განათლების რეფორმა რომ ავიღოთ, მაგალითად - თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება, გამოდიან უბრალოდ ზეპირი განცხადებებით, ზოგადი განცხადებებით, რომ ეს არის აბსურდული გადაწყვეტილება და ა.შ. ასეთი ტერმინები გვესმის, მაგრამ არავის არც ერთხელ არც კი უცდია ესაუბრა იმაზე, თუ რა პლუსები და მინუსები შეიძლება ჰქონდეს ამ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა თემაზე ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს ჯანსაღი დისკუსიის კულტურა.
„საერთოდ არც კი უცდიათ შინაარსში შესვლა და ეს უნდა შევცვალოთ. ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, იქნება ეს განათლება, ფასების თემა, ნარკოტიკებთან ბრძოლა, კორუფციის საკითხები, პოლიტიკური თემები, ყველა თემაზე ჩვენ უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი დისკუსიის კულტურა, რაც აქამდე სამწუხაროდ არ იყო უზრუნველყოფილი ჩვენს საზოგადოებაში. ამის გაკეთება შესაძლებელია და ჩვენ, როგორც ხელისუფლება, მაქსიმალურად წავახალისებთ ამ პროცესს. განათლების რეფორმა რომ ავიღოთ, მეც სიამოვნებით, მიზანმიმართულად დავჯდებოდი ზუსტად იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ. ზოგი, შეიძლება, ჩემი გადმოსახედიდან იყოს რეალური ექსპერტი, ზოგი - არა, მაგრამ ყველასთან მზად ვარ, დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემაზე, მათ შორის, განათლების საკითხთან დაკავშირებით. მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც, მაგალითად სოცმედიაში, თუ მედიაში, ნებისმიერ სივრცეში მწვავედ აკრიტიკებენ ამ რეფორმას, თუნდაც უსაგნოდ. მზად ვარ დისკუსიისთვის ასეთ ადამიანებთან,"- განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
"მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც გარდამტეხი ცვლილებების შეტანაა საჭირო
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შესუსტდეს ეკონომიკა
ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში - პრემიერი
,,უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი დისკუსიის კულტურა, რაც სამწუხაროდ, აქამდე არ იყო უზრუნველყოფილი''- პრემიერი
,,დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს''- პრემიერი
საქართველო, როგორც "შუა დერეფნის უალტერნატივო ღერძი" - ევროკომისია 2026 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
,, ჩინეთი აფასებს საქართველოს დიდი ხნის ერთგულებას „ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ“''- ჭოუ ციენი
,, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ინტერპრეტაცია''- ჯაბა სამუშია
ჩინეთის ელჩი: ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან და გააფართოოს პრაქტიკული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში
კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხი პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად -იაგო ხვიჩია
მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ ქვეყნებთან ერთად ჩვენი დროშა ფრიალებს, იმედი გვაქვს, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი იქნება მიღწეული -მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ ქვეყნის გარედან ახალისებდნენ, რაც ძალიან მძიმეა -კახა კალაძე
ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ვიცე-პრეზიდენტმა იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, ახსენა პატრიარქიც -მიხეილ ყაველაშვილი
გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები პარტნიორებს სწორად მივაწოდოთ -მაკა ბოჭორიშვილი
გარედან დაფინანსებული პროტესტის დროს გამჭირვალობის კანონის გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ -კახა კალაძე
გაცხადებული გვაქვს მკაფიო სურვილი, განახლდეს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს -ირაკლი კობახიძე
იყვნენ კონკრეტული "ენჯეოები", რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ -ირაკლი კობახიძე
"პუბლიკასთვის" ჯილდოს გადაცემა გაგრძელებაა ამაღლობელის შემთხვევის, როცა ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, ეს არის დაბალი სტანდარტი, რითიც მოქმედებს ევრობიუროკრატია -ირაკლი კობახიძე
ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით -ირაკლი კობახიძე