ირაკლი კობახიძე - ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შესუსტდეს ეკონომიკა

 

ეკონომიკის ზრდა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის და ლოგიკურია, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის არსებობს საპირისპირო მიზანი - მათ სურთ, რომ შესუსტდეს ეკონომიკა, რადგან საკუთარ შანსს ხედავენ დასუსტებულ ეკონომიკაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შარშანდელი წლის დასაწყისში წარმოებდა კამპანია, რომ ეკონომიკა უნდა ჩამოქცეულიყო, რაც ჩავარდა. 

„შარშანდელი წლის დასაწყისში წარმოებდა კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკა უნდა ჩამოქცეულიყო, ლარის კურსი დოლართან მიმართებით გადასცდებოდა 3.1-ს და ა.შ. მათ ასეთი განწყობის შექმნის სურვილი ჰქონდათ სწორედ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ასახულიყო ეკონომიკაზე, თუმცა ეს ჩავარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ წარმატებით შევძელით ჩვენი ეკონომიკური დღის წესრიგის შესაბამისად მუშაობა, მათ შორის შარშანდელი წლის განმავლობაში.  შარშანდელი წელი ჩავხურეთ 7,5% ეკონომიკური ზრდით, მაშინ როდესაც კონკრეტული ექსპერტები საუბრობდნენ, რომ მინუსით დასრულდებოდა შარშანდელი წელი. რადიკალურად განსხვავებული იყო შედეგი. ეკონომიკის ზრდა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენთვის და ლოგიკურია, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის არსებობს საპირისპირო მიზანი - მათ სურთ, რომ შესუსტდეს ეკონომიკა, რადგან საკუთარ შანსს ხედავენ დასუსტებულ ეკონომიკაში. ეკონომიკა თუ სუსტდება, სოციალური ფონი მძიმდება და ასეთ პირობებში მათ მეტი შანსი აქვთ, რომ უზრუნველყონ ხელისუფლების შეცვლა, რაზეც ოცნებობენ, განსაკუთრებულად 2020 წლიდან მოყოლებული. ჩვენ საპირისპირო ინტერესი გვაქვს. ჩვენი ინტერესი ემთხვევა საზოგადოების ინტერესებს, განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან. ჩვენი ოპონენტების ინტერესები პირდაპირ უპირისპირდება ქართველი ხალხის ინტერესებს, რაც ძალიან კარგად ჩანს ხოლმე. ჩვენი ინტერესები და ქართველი ხალხის ინტერესები მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს და ამას საზოგადოებას გრძნობს და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ, როგორც საპარლამენტო, ასევე თვითმმართველობის არჩევნებში ხალხმა გამოგვიცხადა მაღალი ნდობა. ვერავის ვერ გავატანინებთ ამ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებაზე. წლევანდელი პროგნოზიც არის დამაიმედებელი და ვფიქრობთ, რომ რაც არის პირველადი პროგნოზი, იმასაც გადაჭარბებით შევასრულებთ. იმედი გვაქვს, რომ 6-7%-ის ფარგლებში მაინც იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის ზრდა, რაც სავსებით რეალურია, განსაკუთრებით იმ ზომების ფონზე, რაც კორუფციის წინააღმდეგ არის მიღებული. ვფიქრობ, ესეც დამატებით მნიშვნელოვნად უნდა აისახოს ეკონომიკური ზრდის ტემპებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
"მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც გარდამტეხი ცვლილებების შეტანაა საჭირო
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შესუსტდეს ეკონომიკა
ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში - პრემიერი
,,უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი დისკუსიის კულტურა, რაც სამწუხაროდ, აქამდე არ იყო უზრუნველყოფილი''- პრემიერი
,,დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს''- პრემიერი
საქართველო, როგორც "შუა დერეფნის უალტერნატივო ღერძი" - ევროკომისია 2026 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
,, ჩინეთი აფასებს საქართველოს დიდი ხნის ერთგულებას „ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ“''- ჭოუ ციენი
,, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ინტერპრეტაცია''- ჯაბა სამუშია
ჩინეთის ელჩი: ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან და გააფართოოს პრაქტიკული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში
კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხი პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად -იაგო ხვიჩია
მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ ქვეყნებთან ერთად ჩვენი დროშა ფრიალებს, იმედი გვაქვს, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი იქნება მიღწეული -მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ ქვეყნის გარედან ახალისებდნენ, რაც ძალიან მძიმეა -კახა კალაძე
ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ვიცე-პრეზიდენტმა იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, ახსენა პატრიარქიც -მიხეილ ყაველაშვილი
გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები პარტნიორებს სწორად მივაწოდოთ -მაკა ბოჭორიშვილი
გარედან დაფინანსებული პროტესტის დროს გამჭირვალობის კანონის გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ -კახა კალაძე
გაცხადებული გვაქვს მკაფიო სურვილი, განახლდეს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს -ირაკლი კობახიძე
იყვნენ კონკრეტული "ენჯეოები", რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ -ირაკლი კობახიძე
"პუბლიკასთვის" ჯილდოს გადაცემა გაგრძელებაა ამაღლობელის შემთხვევის, როცა ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, ეს არის დაბალი სტანდარტი, რითიც მოქმედებს ევრობიუროკრატია -ირაკლი კობახიძე
ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით -ირაკლი კობახიძე