პრემიერი - ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც გარდამტეხი ცვლილებების შეტანაა საჭირო

 

ჯანდაცვა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, სადაც  გარდამტეხი ცვლილებების შეტანა არის საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ისე, როგორც განათლებაში, ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები.

 

„მთელი რიგი სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩვენი მოქალაქეები მიდიან ხოლმე სხვა ქვეყნებში,  მათ შორის, თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში და ა.შ. ჩვენ, საბოლოო ჯამში, უნდა დავისახოთ ძალიან ამბიციური ამოცანა, რაც მიღწევადია საშუალოვადიან პერსპექტივაში, რომ ყველა ამ მიმართულებით ჩვენმა მოქალაქეებმა იგივე ხარისხის მომსახურება უნდა მიიღონ საქართველოში. ეს არის მიღწევადი. ჩვენ გვქონდა ამ საკითხების განხილვა, მათ შორის, ბოლო პერიოდის განმავლობაში და გვინდა, შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა საქართველოში, სადაც სათანადო, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება  რესპუბლიკურ საავადმყოფოზე, რომლის ფუნდამენტური  რეაბილიტაციის პროცესი იწყება და  მაქსიმალურად სწრაფ  ტემპში წარიმართება.

 

„ასევე, ონკოლოგიური საავადმყოფოს სრული რეაბილიტაციაც არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საქართველოში ისეთივე ხარისხის ცენტრების შექმნა, რაც არის დღეს უზრუნველყოფილი ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ქვეყნებში. ეს არის პრინციპული ამოცანა. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჯანდაცვის მიმართულებით, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც დამკვიდრდა ძალიან დიდი წარმატებით ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. საჭიროა ხარისხის ამაღლება. რა თქმა უნდა, ესეც არის პირდაპირ დაკავშირებული განათლების რეფორმასთან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სამედიცინო უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაზრდაზე. სწორედ მათ უნდა მოამზადონ მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი სამომავლოდ და აქაც რეფორმები განხორციელდება. ზოგადად, კონკრეტული გეგმა გვექნება წარმოდგენილი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ საშუალოვადიან პერსპექტივაში უნდა მივაღწიოთ ჯანადაცვის სერვისების იგივე დონეს, რაც დღეს თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში თუ სხვა შესაბამის ქვეყნებში არის უზრუნველყოფილი", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
"მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც გარდამტეხი ცვლილებების შეტანაა საჭირო
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შესუსტდეს ეკონომიკა
ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში - პრემიერი
,,უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი დისკუსიის კულტურა, რაც სამწუხაროდ, აქამდე არ იყო უზრუნველყოფილი''- პრემიერი
,,დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს''- პრემიერი
საქართველო, როგორც "შუა დერეფნის უალტერნატივო ღერძი" - ევროკომისია 2026 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
,, ჩინეთი აფასებს საქართველოს დიდი ხნის ერთგულებას „ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ“''- ჭოუ ციენი
,, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ინტერპრეტაცია''- ჯაბა სამუშია
ჩინეთის ელჩი: ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან და გააფართოოს პრაქტიკული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში
კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხი პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად -იაგო ხვიჩია
მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ ქვეყნებთან ერთად ჩვენი დროშა ფრიალებს, იმედი გვაქვს, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი იქნება მიღწეული -მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ ქვეყნის გარედან ახალისებდნენ, რაც ძალიან მძიმეა -კახა კალაძე
ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ვიცე-პრეზიდენტმა იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, ახსენა პატრიარქიც -მიხეილ ყაველაშვილი
გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები პარტნიორებს სწორად მივაწოდოთ -მაკა ბოჭორიშვილი
გარედან დაფინანსებული პროტესტის დროს გამჭირვალობის კანონის გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ -კახა კალაძე
გაცხადებული გვაქვს მკაფიო სურვილი, განახლდეს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს -ირაკლი კობახიძე
იყვნენ კონკრეტული "ენჯეოები", რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ -ირაკლი კობახიძე
"პუბლიკასთვის" ჯილდოს გადაცემა გაგრძელებაა ამაღლობელის შემთხვევის, როცა ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, ეს არის დაბალი სტანდარტი, რითიც მოქმედებს ევრობიუროკრატია -ირაკლი კობახიძე
ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით -ირაკლი კობახიძე