,,მართლა სასწაულია, რომ ფინალურ ეტაპზე გადავიდა ჩვენი ქვეყანა''-მიხეილ ყაველაშვილი
მართლა სასწაულია, რომ ფინალურ ეტაპზე გადავიდა ჩვენი ქვეყანა და უკან მოიტოვა ჩინეთი, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი პოლონეთი ბრიტანეთი. რა ქვეყნები, რა შესაძლებლობების, რა რესურსის და ამ ქვეყნებს შორის წარმოდგენილია პატარა, მაგრამ ამბიციური და ძლიერი სპორტსმენებით ჩვენი ქვეყანა. ამაზე დიდი ბედნიერება რა არის?!, - ამის შესახებ გადაცემაში „ იმედის კვირა" საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ხუთეულში მოხვედრა იყო ისტორიული შედეგის დაფიქსირება. „თითქმის ყველა ლიდერი ესწრებოდა ამ ღონისძიებას, პირველ სპორტულ შეჯიბრებას ჩვენი სპორტსმენების მონაწილეობით და ალბათ ყველა ვხედავთ, იქ 10 ქვეყანა იყო წარმოდგენილი მხოლოდ, ვინც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას, ვინც მიიღო ეს ლიცენზია. ხომ წარმოგიდგენიათ მთელს მსოფლიოში ამ დიდ ქვეყნებთან როგორ გამორჩეულად ფრიალებდა ჩვენი დროშა, 10 დიდ ქვეყანაში წარმოდგენილი ეს პატარა ქვეყანა და ეს იყო ყველაზე დიდი გადადგმული ნაბიჯი, როცა ჩვენ შევძელით და ხუთეულში [მოვხვდით], ეს იყო ისტორიული შედეგის დაფიქსირება, როცა სხვა სახეობებში, ეს არის ერთ-ერთი დიდი შედეგის მიღწევა და მინდა ჩვენმა საზოგადოებამ კარგად გაიგოს, რომ ათ ქვეყანას როცა ჩამოთვლი და იმ 10 ქვეყანაში შენი გუნდი შეძლებს, რომ მოხვდეს პირველ ხუთეულში, ეს იყო საოცრება", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველი სპორტსმენები კონკურენტუნარიანი არიან და საამაყონი არიან. „ეს ხომ ოლიმპიადაა, იქ ესწრები და როცა შენი ქვეყანა ესე პოზიციონირებს და შემდეგ ყველა ამას აღნიშნავდა და ეს ცალკე რიტუალია, როცა გილოცავენ და როცა ხედავენ საქართველო ესეთ დიდ წარმატებას აღწევს. ეს არის ბედნიერება და ეს არის ჩვენი გაერთიანების პირდაპირი, ემოციური მნიშვნელობის შესაძლებლობა, რომ ამით ვიამაყოთ და ვამაყობთ კიდეც. იმიტომაც გვაქვს ეს დამოკიდებულება სპორტის განვითარებასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ სპორტსმენებს ყველა პირობა შევუქმნათ იმისათვის, რომ მათ მაღალ დონეზე იასპარეზონ. ისინი არავის ჩამოუვარდებიან და მართლაც თითით საჩვენებელია, შეიძლება ვერც დამისახელოთ სხვა ქვეყანა, როცა ამდენ სახეობაში შენ გყავს კონკურენტუნარიანი სპორტსმენები და გუნდები, რომ ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყოს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები
,,მართლა სასწაულია, რომ ფინალურ ეტაპზე გადავიდა ჩვენი ქვეყანა''-მიხეილ ყაველაშვილი
9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
9 თებერვლის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
,,ეს დღე ყველას შეახსენებს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს დედაუნივერსიტეტის სტატუსი' - ირაკლი კობახიძე
დღეს უძღები შვილის კვირაა - იგავი ლუკას სახარებიდან, რომელიც მორწმუნემ უნდა იცოდეს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
8 თებერვლის ამინდის პროგნოზი
ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „დაშრიტე მწუხარება ჩემი“ - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, "დანონის" ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს
26 წელი საერთო მიზნისთვის - GM PHARMA 26 წლის გახდა
გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
7 თებერვლის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პრეზიდენტი ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო
არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდებთან შეხვედრები გამართა
გარემოს ეროვნული სააგენტო 8-10 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
GM PHARMA და PSP - 26 წლიანი პარტნიორობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის
პრემიერის ინიციატივის შემდეგ კვერცხის ფასის 5%-იანი შემცირება გადავწყვიტეთ -მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა