"მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეორე დღეს, როცა უკვე მხოლოდ ქვეყნის ლიდერები ვიყავით წარმოდგენილი იტალიის პრეზიდენტის საზეიმო მიღებაზე, იტალიის პრეზიდენტის სასახლეში. ისევ გვქონოდა გასაუბრების საშუალება. ჯეი დე ვენსი მოგვესალმა და შემდეგ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ცოტა მეტხანს შეჩერდა ჩვენთან და უფრო სიღრმისეული გამოდგა საქმიანი საუბარი, - განაცხადა გადაცემაში "იმედის კვირა" საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მარკო რუბიომ საუბრისას აღნიშნა, რომ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში და უახლოეს მომავალში აუცილებლად სათანადოდ მოემზადებიან იმისთვის, რომ აღდგეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.
„მან აღნიშნა, ეს მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. არც მინდა ის სიტყვა გამოვიყენო, პირდაპირ შეიძლება არ ითარგმნება ინგლისურად, უფრო სიმყრალესთან, ესე აღნიშნა რა უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში, თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და არაშესაბამისი, ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. აღნიშნა, რომ წინა ორშაბათს სწორედ ამ თემის განხილვას ჰქონდა ადგილი, მათ ძალიან კარგად გაიარეს, გაანალიზეს ეს პროცესი, პროცესში არიან, რომ გაწმინდონ ეს ნეგატივი ჩვენს ურთიერთობებში და უახლოეს მომავალში აუცილებლად სათანადოდ მოემზადებიან იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები შედგეს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ რუბიოც საკმაოდ გათვითცნობიერებული იყო იმ საკითხში, რაზეც წინა დღეს ვენსთან ისაუბრა, საერთო ღირებულებებზე და იმაზე, რომ ტრამპი ზუსტად ამ ღირებულებებით პოზიციონირებდა სანამ გაიმარჯვებდა და შემდგომაც.
„ჩვენი დამოკიდებულება ღიაა, ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით, ამ ეტაპისთვის ყველამ იცის ჩვენი გზავნილი, რომ გვინდა ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობების წარმოება. როგორც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აშშ-ს, იმიტომ, რომ ეს არის საკმაოდ ძლიერი ქვეყანა, დომინირებს მსოფლიოში და ის, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდა და სწორედ იმ წინა ადმინისტრაციის მიზანმიმართული ქმედებებისა და ძალებისა, რომლებიც დღესაც ცდილობენ, რომ ბევრი პროცესი დააზიანონ, ალბათ უწევთ მათ ამ ძალებთან ბრძოლა და ამ კონტექსტში იყო განხილული, პირდაპირ თქვა, რომ წინა ორშაბათს გვქონდა ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით განხილვები და იმდენად დიდი ნეგატივი იყო, რომ დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ყველაფერს ჩაუღრმავდნენ და ყველაფერი გაანალიზონ და სათანადოდ, როგორც მათ ქვეყანას ეკადრება ისეთი ურთიერთობები დაამყარონ საქართველოსთან. განაცხადა კიდევაც, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ იმისთვის, რომ გაანალიზებულ რეჟიმში, ჩვენი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
"მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც გარდამტეხი ცვლილებების შეტანაა საჭირო
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შესუსტდეს ეკონომიკა
ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში - პრემიერი
,,უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი დისკუსიის კულტურა, რაც სამწუხაროდ, აქამდე არ იყო უზრუნველყოფილი''- პრემიერი
,,დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს''- პრემიერი
საქართველო, როგორც "შუა დერეფნის უალტერნატივო ღერძი" - ევროკომისია 2026 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
,, ჩინეთი აფასებს საქართველოს დიდი ხნის ერთგულებას „ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ“''- ჭოუ ციენი
,, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ინტერპრეტაცია''- ჯაბა სამუშია
ჩინეთის ელჩი: ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან და გააფართოოს პრაქტიკული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში
კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხი პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად -იაგო ხვიჩია
მთელი საქართველო ვამაყობთ, რომ ასეთ დიდ ქვეყნებთან ერთად ჩვენი დროშა ფრიალებს, იმედი გვაქვს, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი იქნება მიღწეული -მიხეილ ყაველაშვილი
ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ძალადობრივ ჯგუფებს პირდაპირ ქვეყნის გარედან ახალისებდნენ, რაც ძალიან მძიმეა -კახა კალაძე
ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოსთან ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა, ვიცე-პრეზიდენტმა იცოდა საქართველოს ისტორიული დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ, ახსენა პატრიარქიც -მიხეილ ყაველაშვილი
გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციები პარტნიორებს სწორად მივაწოდოთ -მაკა ბოჭორიშვილი
გარედან დაფინანსებული პროტესტის დროს გამჭირვალობის კანონის გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ -კახა კალაძე
გაცხადებული გვაქვს მკაფიო სურვილი, განახლდეს აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს -ირაკლი კობახიძე
იყვნენ კონკრეტული "ენჯეოები", რომლებსაც არ უნდოდათ, რქმეოდათ უცხოური ძალის გავლენის წარმომადგენლები და ამ დროს პირდაპირ უცხოურ ძალებად დარეგისტრირდნენ -ირაკლი კობახიძე
"პუბლიკასთვის" ჯილდოს გადაცემა გაგრძელებაა ამაღლობელის შემთხვევის, როცა ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, ეს არის დაბალი სტანდარტი, რითიც მოქმედებს ევრობიუროკრატია -ირაკლი კობახიძე
ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით -ირაკლი კობახიძე