"საავიაციო სექტორში რეკორდული ზრდის ტენდენცია გრძელდება, რაც საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია" -თამარ იოსელიანი
„საავიაციო სექტორში რეკორდული ზრდის ტენდენცია გრძელდება, რაც ცალსახად განპირობებულია საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკით" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა სტატისტიკური მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, 2026 წლის იანვრის თვეში საქართველოს აეროპორტები 600 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა და ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16 პროცენტს აჭარბებს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეკორდული იყო ამავე პერიოდში განხორციელებული ავიარეისების რაოდენობა, რომელიც ასევე 16 პროცენტით არის გაზრდილი. მისი შეფასებით, ხაზგასმით აღსანიშნავია საქართველოს აეროპორტებში ტვირთბრუნვის მაჩვენებლებიც, რომელიც ასევე რეკორდულია, რადგან დაახლოებით 40 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება.
„ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს საავიაციო სექტორში ყველა მიმართულებით რეკორდული წელი გვქონდა, ეს ტენდენცია გრძელდება მიმდინარე წლის პირველივე თვეში და დარწმუნებულები ვართ, რომ მომდევნო თვეებიც რეკორდული იქნება" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მსგავსი სიახლეები
საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა „შუა დერეფნის“ გასწვრივ თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 თებერვალს
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ფოთის პორტმა 30 000-ტონიანი ნავთობტანკერი წარმატებით მიიღო
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
2025 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2.4 მილიარდი ლარი დახარჯეს -საქსტატი
"საავიაციო სექტორში რეკორდული ზრდის ტენდენცია გრძელდება, რაც საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია" -თამარ იოსელიანი
2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16 %-ით, რეისების ოდენობა - 16.17%-ით, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 38.75%-ით გაიზარდა
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
S&P-მ ხაზგასმით აღნიშნა „იგლ ჰილსის“ პროექტის განვითარების პოზიტიური ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე -ვახტანგ ცინცაძე
ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით გონივრულია, რამაც ხელი შეუწყო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას-S&P
საკრედიტო სააგენტო S&P-ს შეფასებით, საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა -ფინანსთა სამინისტრო
რა ეღირება დოლარი და ევრო 7 თებერვალს
ტექ ოლიმპიადების ჰაბის - Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 თებერვალს
საქართველო თანმიმდევრულად ავითარებს საავიაციო ინფასტრუქტურას, რათა საერთაშორისო მოთხოვნების დაცვით და ხარისხით გაზრდილ ნაკადებს მოემსახუროს -თამარ იოსელიანი
"ინოვაციური სტარტაპ სტატუსი, რაც გულისხმობს პირველი სამი წელი ნულოვანი საშემოსავლო გადახდის რეჟიმს, უპრეცენდენტოა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში"-ავთანდილ კასრაძე
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო - გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 თებერვალს
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში