დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის, 1985 წელს დაბადებული თ.ო.-ს გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. მიმდინარე წლის 9 თებერვალს რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში თ.ო გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს პროკურატურა აწარმოებს.
მსგავსი სიახლეები
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
სამართალდამცველებმა ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს და ორი პირი დააკავეს, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი -შსს
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა
კახეთის პოლიციამ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
,,ესპანეთში, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დაყადაღებულია''- პროკურორი
გარდაბანში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავეს
გარდაბანში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე "რატის ბარში" მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე "სფერო ინვესტის" კიდევ ერთ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა
ლევან იოსელიანი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს შეხვდა
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვლა
ამერიკელი სენატორი ჩაკ გრასლი: Credit Suisse-ში ნაცისტებთან დაკავშირებული ასობით ანგარიში აღმოაჩინეს
რუსთავში 19 წლის გოგო მოიტაცეს და გააუპატიურეს — დაკავებულია სამი პირი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ვადაგასული პრეპარატები და კრიტიკული შეუსაბამობები - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვეტერინარული კლინიკები შეამოწმა
ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გაუპატიურების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში მდებარე რამდენიმე ვეტერინარულ კლინიკაში კრიტიკული შეუსაბამობები და ვადაგასული პრეპარატები გამოავლინა
ეკა ბესელია აღიარებს, რომ მისი შვილი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა