ევროკომისიის კვლევა თუ რეალობისკენ დაბრუნებაა, ამას მივესალმებით -თენგიზ შარმანაშვილი

ევროკომისიის კვლევა თუ რეალობისკენ დაბრუნებაა, ამას მივესალმებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ ევროპას საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა უნდა გაეთვალისწინებინა.

„რეალობის ჩარჩოებიდან იმდენად გავიდნენ და იმდენად მოჭარბებული მიზანი ჰქონდათ, საქართველოს ხელისუფლება არაკანონიერი მეთოდებით დაემხოთ, გეოგრაფიულ რეალობასაც დაანებეს თავი - შავ ზღვაზე გასასვლელი მხოლოდ საქართველოს რომ აქვს, ამას თავი დაანებეს. შავი ზღვის თაობაზე რაღაც შეკრებებზე იწვევდნენ ქვეყნებს, რომლებსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ. ვისაც გასასვლელი აქვს, საქართველოს, არ იწვევდნენ. კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე კარგი მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს და ამბობდნენ, რომ ლიდერები ვართ, მაგრამ როგორ უნდა მოქცეოდნენ საქართველოს, ამაზე შემდეგ სხვა რამეს ამბობდნენ. თუ ეს ევრობიუროკრატიის შემობრუნებაა, რომ დაინახეს, გეოგრაფიულად საქართველო შავ ზღვაზეა ნამდვილად და ალბათ რუკებიც შეიძინეს, ეს კარგია. როცა ევროკავშირს დასჭირდა და მათი ეკონომიკა კრახისკენ წავიდა, ისეთ ქვეყნებში ჩავიდა, რის გამოც ჩვენ გვამუნათებდნენ, იქ რა გინდათო - ჩინეთში, ინდოეთში ჩავიდნენ და ვიეტნამთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება დადეს. შუა დერეფანი საქართველოდან აფრიკამდე ხომ არ მიდის? ევროპის მიმართულებით წავა, რადგან შავ ზღვას რომ გადაკვეთ, ევროპაში შედიხარ. საქართველო მთავარი არტერიაა, საიდანაც ევროპა თავის ბენეფიტებს მიიღებს. ამიტომ ამის ბლოკირება მათი ეკონომიკის ბლოკირებას ნიშნავდა. წლების განმავლობაში იმას ვეუბნებოდით, რომ ევროპას საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა უნდა გაეთვალისწინებინა, მათ შორის, ქვეყნის შედეგები",- განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია: „საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება".

 





მსგავსი სიახლეები
ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება
ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ გეოგრაფიას ვერავინ გაექცევა, ევრობიუროკრატების მიერ საქართველოზე გაკეთებული განცხადებები რეალობას აცდენილი იყო -ირაკლი კირცხალია
შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მარკო რუბიოსგან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ და ამის მოლოდინიც არის -კახა კალაძე
ბუდაპეშტის გლობალური დიალოგის ფორმატი კარგი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ საქართველოს ხედვებზე, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლა-მაკა ბოჭორიშვილი
ევროკომისიის კვლევა თუ რეალობისკენ დაბრუნებაა, ამას მივესალმებით -თენგიზ შარმანაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
საქართველო ან უნგრეთი კი არაა იზოლირებული, იზოლირებულია ევროკავშირი, საქართველოს მთავრობას თავს ესხმიან, რადგან არის პატრიოტული, მემარჯვენე, სუვერენისტული, ეს არ მოსწონს ბრიუსელს -პიტერ სიიარტო
"მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც გარდამტეხი ცვლილებების შეტანაა საჭირო
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შესუსტდეს ეკონომიკა
ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში - პრემიერი
,,უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი დისკუსიის კულტურა, რაც სამწუხაროდ, აქამდე არ იყო უზრუნველყოფილი''- პრემიერი
,,დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს''- პრემიერი
საქართველო, როგორც "შუა დერეფნის უალტერნატივო ღერძი" - ევროკომისია 2026 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
,, ჩინეთი აფასებს საქართველოს დიდი ხნის ერთგულებას „ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ“''- ჭოუ ციენი
,, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ინტერპრეტაცია''- ჯაბა სამუშია
ჩინეთის ელჩი: ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან და გააფართოოს პრაქტიკული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში