შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2025 წლის ანგარიში წარადგინა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად 2023 წელს AIPA-მ საქართველოს პარლამენტს დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა. მას შემდეგ პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია აქტიურად ერთვება საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქმიანობაში.

„საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რიგით 46-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში და ასამბლეის დროებითი სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში.

ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) 46-ე გენერალური ასამბლეა 2025 წლის 16-22 სექტემბერს მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში გაიმართა. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო წევრი, დამკვირვებელი და სტუმარი ქვეყნების 400-მდე დელეგატმა.

ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სესიაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა და საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, ქართველების უფლებების შელახვაზე, საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეების გატაცებასა და აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ქართველების გაძევებაზე გაამახვილა ყურადღება.

სხდომის ფარგლებში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა, ასევე, ქვეყანაში არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა, სხვადასხვა სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმები.

ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს და სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.

გენერალური ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, ნიკოლოზ სამხარაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა მალაიზიის სენატის ვიცე-სპიკერსა და მალაიზიის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან.

რაც შეეხება საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) დროებითი სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრას, ის 2025 წლის 14-17 ივლისს კამბოჯის სამეფოს დედაქალაქ პნომპენში გაიმართა და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ნიკოლოზ სამხარაძემ. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და მადლობა გადაუხადა ასამბლეის წევრ ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

დელეგაციის წევრმა ისაუბრა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და ხაზი გაუსვა მშვიდობის დასამყარებლად საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობას. ნიკოლოზ სამხარაძემ დაადასტურა საქართველოს მზაობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაში.

სესიის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა კამბოჯის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც ამჟამად არის ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) გენერალური მდივანი", - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „საქართველოსთვის, როგორც დამკვირვებელი ქვეყნისთვის, AIPA რჩება საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან პლატფორმად, რომელიც საშუალებას გვაძლევს, პირდაპირი კონტაქტი დავამყაროთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან, უკეთ გავეცნოთ ამ რეგიონის პრიორიტეტებსა და გამოწვევებს, განვამტკიცოთ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა და განვსაზღვროთ თანამშროლობის მიმართულებები".

„თანამედროვე სამყაროში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობები საკმაოდ დაძაბული და კომპლექსურია, აღნიშნული ფორმატი დიალოგისა და თანამშროლობის კარგ პლატფორმას წარმოადგენს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა წარდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

 





მსგავსი სიახლეები
ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება
ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ გეოგრაფიას ვერავინ გაექცევა, ევრობიუროკრატების მიერ საქართველოზე გაკეთებული განცხადებები რეალობას აცდენილი იყო -ირაკლი კირცხალია
შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მარკო რუბიოსგან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ და ამის მოლოდინიც არის -კახა კალაძე
ბუდაპეშტის გლობალური დიალოგის ფორმატი კარგი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ საქართველოს ხედვებზე, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლა-მაკა ბოჭორიშვილი
ევროკომისიის კვლევა თუ რეალობისკენ დაბრუნებაა, ამას მივესალმებით -თენგიზ შარმანაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
საქართველო ან უნგრეთი კი არაა იზოლირებული, იზოლირებულია ევროკავშირი, საქართველოს მთავრობას თავს ესხმიან, რადგან არის პატრიოტული, მემარჯვენე, სუვერენისტული, ეს არ მოსწონს ბრიუსელს -პიტერ სიიარტო
"მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც გარდამტეხი ცვლილებების შეტანაა საჭირო
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შესუსტდეს ეკონომიკა
ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში - პრემიერი
,,უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი დისკუსიის კულტურა, რაც სამწუხაროდ, აქამდე არ იყო უზრუნველყოფილი''- პრემიერი
,,დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს''- პრემიერი
საქართველო, როგორც "შუა დერეფნის უალტერნატივო ღერძი" - ევროკომისია 2026 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს
,, ჩინეთი აფასებს საქართველოს დიდი ხნის ერთგულებას „ერთი ჩინეთის პრინციპის მიმართ“''- ჭოუ ციენი
,, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის ინტერპრეტაცია''- ჯაბა სამუშია
ჩინეთის ელჩი: ჩინეთი მზადაა, გააძლიეროს სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან და გააფართოოს პრაქტიკული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში