ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ გეოგრაფიას ვერავინ გაექცევა, ევრობიუროკრატების მიერ საქართველოზე გაკეთებული განცხადებები რეალობას აცდენილი იყო -ირაკლი კირცხალია
ერთია, კომისიის დასკვნაში რას წერენ, მეორეა, რა განცხადებებს ვისმენთ. სწორედ აქ უნდა გავავლოთ მკაფიო ხაზი არარჩეულ ბიუროკრატიას, მათ ბინძურ პოლიტიკასა და რეალობას შორის. რეალობას ჩვენ კარგად ვაფასებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ადასტურებს, რომ გეოგრაფიას ვერავინ გაექცევა.
„გეოგრაფია ვინც უგულებელყო, ვნახეთ, თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა როგორ დაამთავრა. შუა დერეფანზე როცა ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ამას ჩვენ ვუვლით და ვუფრთხილდებით. ჩვენი მიზანია, მშვიდობა მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და მაქსიმალურად ავწიოთ ის როლი, რაც ჩვენს ქვეყანას ბუნებრივად აქვს. ჩვენი ამოცანაა, სწორედ ამ როლს მოვუფრთხილდეთ. ანგარიშში ჩანაწერი შავით თეთრზეა. ევრობიუროკრატების მიერ საქართველოს თაობაზე გაკეთებული განცხადებები რეალობას აცდენილი იყო. საქართველოს ამ როლის დაკნინება შიგნითაც ხდებოდა. გვახსოვს, შეტევები ინვესტიციებზე. რა თქმა უნდა, ამ აგენტების მცდელობა დავალება იყო. ერთია, კომისიის დასკვნაში რას წერენ, მაგრამ მეორეა, რა განცხადებებს ვისმენთ. სწორედ აქ უნდა გავავლოთ მკაფიო ხაზი არარჩეულ ბიუროკრატიას, მათ ბინძურ პოლიტიკასა და რეალობას შორის. რეალობას ჩვენ კარგად ვაფასებთ.
როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა, ევროპას ასე სჭირდება საქართველო. ეს გამომდინარეობს გეოგრაფიული მდებარეობიდანაც. ინსტიტუციურ დონეზე არასოდეს შეგვიწყვეტია და ყოველთვის მაღალ დონეზე იყო ურთიერთობები. ეს არის საწინდარი იმ სტატისტიკის და დასკვნის, რასაც კვირიდან კვირამდე ვხედავთ. ტრაგიკომედიაა, როცა ანაკლიის პორტზე „ლელო" აკეთებს განცხადებას. ვნახეთ, სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა საერთაშორისო არბიტრაჟებში როგორ დაასრულეს. ისინი არიან თაღლითების პარტია, ის ორი ადამიანი ხანდაზმული თაღლითები არიან. მათ მიმართ ეს სახელი სწორად შეირჩა. ვიცით მთელი ქრონოლოგია, რა გაუკეთეს საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს", - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია: „საქართველო უალტერნატივო სტრატეგიული დერეფანია, რომლის მოდერნიზება და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება".
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - რა კონცეფციაც დამტკიცდა, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე
ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტების შენობებთან დაკავშირებით ზოგადი პრინციპი არის შემდეგი - თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე აქამდე იღებდა
ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება
ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ გეოგრაფიას ვერავინ გაექცევა, ევრობიუროკრატების მიერ საქართველოზე გაკეთებული განცხადებები რეალობას აცდენილი იყო -ირაკლი კირცხალია
შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მარკო რუბიოსგან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ და ამის მოლოდინიც არის -კახა კალაძე
ბუდაპეშტის გლობალური დიალოგის ფორმატი კარგი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ საქართველოს ხედვებზე, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლა-მაკა ბოჭორიშვილი
ევროკომისიის კვლევა თუ რეალობისკენ დაბრუნებაა, ამას მივესალმებით -თენგიზ შარმანაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
საქართველო ან უნგრეთი კი არაა იზოლირებული, იზოლირებულია ევროკავშირი, საქართველოს მთავრობას თავს ესხმიან, რადგან არის პატრიოტული, მემარჯვენე, სუვერენისტული, ეს არ მოსწონს ბრიუსელს -პიტერ სიიარტო
"მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც გარდამტეხი ცვლილებების შეტანაა საჭირო
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შესუსტდეს ეკონომიკა
ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში - პრემიერი
,,უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი დისკუსიის კულტურა, რაც სამწუხაროდ, აქამდე არ იყო უზრუნველყოფილი''- პრემიერი
,,დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს''- პრემიერი