თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად გარდაიქმნება.

პრემიერის განმარტებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ტექნიკური ფაკულტეტები, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები კი მილევად რეჟიმში იქნება.

„„ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის" შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა, შესაბამის პროგრამაში შედიოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო ორი წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი. რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩებიან მილევად რეჟიმში. შესაბამისად, ამ წლიდან უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან საკმაოდ ხანგრძლივი, საინტერესო და, რაც მთავარია, შედეგიანი შეხვედრა შედგა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერა იმ რეფორმის მიმართ, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უნივერსიტეტი სრულად უჭერს მხარს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კონცეფციით გათვალისწინებულ ცვლილებებს, მათ შორის საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის თვისებრივი განახლების გეგმას, „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპს", რეგიონებში უნივერსიტეტების გაძლიერების იდეას, არსებითად 3+1 სასწავლო პროგრამებზე გადასვლას, სწავლებასა და კვლევას შორის კავშირის გაძლიერებისა და საკადრო პოლიტიკის დახვეწის გეგმას, დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას. ამაზე გვქონდა საინტერესო დისკუსიები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხარდაჭერა რეფორმის მიმართ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - რა კონცეფციაც დამტკიცდა, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე
ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტების შენობებთან დაკავშირებით ზოგადი პრინციპი არის შემდეგი - თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე აქამდე იღებდა
ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება
ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ გეოგრაფიას ვერავინ გაექცევა, ევრობიუროკრატების მიერ საქართველოზე გაკეთებული განცხადებები რეალობას აცდენილი იყო -ირაკლი კირცხალია
შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მარკო რუბიოსგან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ და ამის მოლოდინიც არის -კახა კალაძე
ბუდაპეშტის გლობალური დიალოგის ფორმატი კარგი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ საქართველოს ხედვებზე, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლა-მაკა ბოჭორიშვილი
ევროკომისიის კვლევა თუ რეალობისკენ დაბრუნებაა, ამას მივესალმებით -თენგიზ შარმანაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
საქართველო ან უნგრეთი კი არაა იზოლირებული, იზოლირებულია ევროკავშირი, საქართველოს მთავრობას თავს ესხმიან, რადგან არის პატრიოტული, მემარჯვენე, სუვერენისტული, ეს არ მოსწონს ბრიუსელს -პიტერ სიიარტო
"მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში''- მიხეილ ყაველაშვილი
პრემიერი - ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც გარდამტეხი ცვლილებების შეტანაა საჭირო
ირაკლი კობახიძე - ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შესუსტდეს ეკონომიკა
ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა რჩება ამოცანად, თუმცა ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში - პრემიერი
,,უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი დისკუსიის კულტურა, რაც სამწუხაროდ, აქამდე არ იყო უზრუნველყოფილი''- პრემიერი
,,დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს''- პრემიერი