ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე აქამდე იღებდა
ჩვენი მთავარი მიზანი საბოლოოდ არის ერთადერთი რამ, ქართველმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შედგა ჯანსაღი დისკუსია.
„არსებობს სუბიექტური პოზიციები, ჩვენც გვქონდა ჩვენი სუბიექტური პოზიცია, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ჰქონდათ საკუთარი სუბიექტური პოზიცია, მაგრამ, რაც მთავარია, შედგა ჯანსაღი დისკუსია. სწორედ ამის საფუძველზე შევძელით ჩვენ შეჯერება საერთო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე მინდა, შეხვედრაზე წარმოდგენილ თითოეულ ადამიანს, აკადემიურ პერსონალს, პროფესორებს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გადავუხადო მადლობა სწორედ იმის გამო, რომ ისინი ჯანსაღ დისკუსიაში ჩაერთნენ ჩვენთან ერთად. რაც შეეხება საჭიროებებს, რომელიც დგას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ზოგადად უმაღლესი განათლების წინაშე - საქართველოში არის უამრავი პრობლემა, უამრავი გამოწვევა. დღეს გვქონდა საუბარი საერთაშორისო რეიტინგებზე, ჩვენი უნივერსიტეტების რეიტინგი, თუ ავიღებთ ყველაზე სანდო შემფასებელ ორგანიზაციებს, მერყეობს, როგორც წესი, 5-დან 15 ქულამდე 100 ქულიდან, მაგალითად, იგივე აკადემიური რეპუტაციის ნაწილში. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, ამას აქვს თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები. მიზეზი იყო 90-იანი წლების კრიზისი, რამაც თავისი კვალი დაატყო უმაღლესი განათლების სისტემას და ამის შემდეგ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, ძალიან მძიმე, უხეში ჩარევები განხორციელდა უმაღლესი განათლების სისტემაში. ამას ჰქონდა ღრმად პოლიტიკური მიზეზები და ასევე ღრმად იდეოლოგიური მიზეზები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, როგორც პოლიტიკური, ასევე იდეოლოგიური მიზეზები იყო უკიდურესად მანკიერი და ეს ყველაფერი მიზნად ისახავდა არა სისტემის გაჯანსაღებას, არამედ პირიქით, სისტემის არასწორი მიმართულებით განვითარებას.
„მოვედით იქამდე, სადამდეც მოვედით. ჩვენ როდესაც გამოვაცხადეთ რეფორმის ინიციატივის თაობაზე, თავიდანვე ვთქვით, რომ განათლების სფერო იყო ერთ-ერთი სფერო, სადაც ყველაზე ნაკლების გაკეთება მოვახერხეთ 2012 წლის შემდეგ, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და დღეს ძალიან სერიოზულად მოვეკიდეთ უმაღლესი განათლების რეფორმას. ჩვენი მთავარი მიზანი საბოლოოდ არის ერთადერთი რამ, ქართველმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ამას სჭირდება შესაბამისი ინსტიტუციური ცვლილებები და შემდეგ უკვე შინაარსობრივი ცვლილებები, რომელიც უკავშირდება უშუალოდ სასწავლო პროგრამების გაუმჯობესებას, სახელმძღვანელოების დახვეწას, კადრების მომზადება-გადამზადებას და ა.შ. ყველა მიმართულებით არის ძალიან სერიოზული გამოწვევები, ეს არის ძალიან კომპლექსური რეფორმა, ამას აქვს თავისი პოლიტიკური გამოწვევები, რომლებსაც ყველა ხედავს, თუმცა ჯანსაღი მიდგომის პირობებში და სწორი და მიზანმიმართული პოლიტიკის პირობებში, ვფიქრობთ, რომ ჩვენ შეგვიძლია დასახულ მიზანს მივაღწიოთ. დღეს თუ განათლების ხარისხი საქართველოში არის, რბილად რომ ვთქვათ, დაბალი, შეგვიძლია, საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს ხარისხი თვისებრივად ავამაღლოთ, ამისთვის გაკეთდება ყველაფერი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი სიიარტოს: მოუთმენლად ველოდებით უნგრეთის მთავრობის საქართველოში ვიზიტს
პიტერ სიიარტო: ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ, ან გეი ქორწინებას დააკანონებდნენ
,, პრემიერმა გაითვალისწინა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დასახელებული საკითხები''- დავით გურგენიძე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
,,ევროპელი ბიუროკრატები სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ „პრორუსულ“ საქართველოს ხელისუფლებასთანაც მოუნდებათ დიალოგის''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით
ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - რა კონცეფციაც დამტკიცდა, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე
ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტების შენობებთან დაკავშირებით ზოგადი პრინციპი არის შემდეგი - თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე აქამდე იღებდა
ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება
ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ გეოგრაფიას ვერავინ გაექცევა, ევრობიუროკრატების მიერ საქართველოზე გაკეთებული განცხადებები რეალობას აცდენილი იყო -ირაკლი კირცხალია
შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მარკო რუბიოსგან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ და ამის მოლოდინიც არის -კახა კალაძე
ბუდაპეშტის გლობალური დიალოგის ფორმატი კარგი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ საქართველოს ხედვებზე, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლა-მაკა ბოჭორიშვილი
ევროკომისიის კვლევა თუ რეალობისკენ დაბრუნებაა, ამას მივესალმებით -თენგიზ შარმანაშვილი
მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
საქართველო ან უნგრეთი კი არაა იზოლირებული, იზოლირებულია ევროკავშირი, საქართველოს მთავრობას თავს ესხმიან, რადგან არის პატრიოტული, მემარჯვენე, სუვერენისტული, ეს არ მოსწონს ბრიუსელს -პიტერ სიიარტო