,, პრემიერმა გაითვალისწინა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დასახელებული საკითხები''- დავით გურგენიძე

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული და კონსტრუქციული იყო.

მისივე თქმით, პრემიერმა გაითვალისწინა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დასახელებული საკითხები.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და განათლებისა მინისტრთან შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, ასევე აკადემიური პერსონალის, პროფესორ-მასწავლებლების. პრემიერ-მინისტრმა მოისმინა არგუმენტები, რაც აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. ჩვენ შევჯერდით საკითხებზე. პრემიერმა გაითვალისწინა ყველა ის საკითხი, რომელიც პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ჰქონდათ. საკმაოდ პროდუქტიული, კონსტრუქციული შეხვედრა იყო. ჩვენი ხელისუფლება, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ნამდვილად არის დემოკრატიული და ის არ ჰგავს ყოფილ ხელისუფლებას", - განაცხადა დავით გურგენიძემ.

დავით გურგენიძის თქმით, რეფორმის შედეგად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება გამართული, უმაღლესი ტექნოლოგიური სასწავლებელი.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო დიდი საინჟინრო ტექნოლოგიური სკოლა. პრემიერმა ბრძანა, რომ რეფორმის პერიოდში მასში იქნება დიდი ინვესტიცია. ის ჩამოყალიბდება რეგიონში და მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ უმაღლეს ტექნოლოგიურ დაწესებულებად. ახლა უკვე, როდესაც სახელმწიფოში არის ეკონომიკური აღმავლობა, საქართველოს აქვს საშუალება, ინვესტიციები ჩადოს ამ უნივერსიტეტში, რომელიც არის ხერხემალიც ეკონომიკისა და თვითმყოფადობის, ის იქნება გამართული, უმაღლესი ტექნოლოგიური სასწავლებელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

ჩვენს უნივერსიტეტში ყოველთვის იყო ჰუმანიტარული კათედრები და საინჟინრო-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სჭირდება ჰუმანიტარული მიმართულებები. პროფესორები, რომლებიც არჩეული არიან კონკურსებით, გააგრძელებენ მუშაობას. იმ პროგრამებში, სადაც იქნება ჩართული ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებები, რა თქმა უნდა, იქ ეკონომისტებიც გვჭირდება და საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის სპეციალისტებიც. ყველა უნივერსიტეტში იქნება საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენ გვაქვს სამი ფაკულტეტი: სამართლისა და საერთშორისო ურთიერთობების, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი. ჰუმანიტარული სპეციალობები წავლენ მილევად რეჟიმში, წელს არ გამოვაცხადებთ. ესეც იყო განსაზღვრული. კომისიის თავმჯდომარედ წარმოდგენილია მინისტრის მოადგილე, რომელიც გამოცდილია ამ საკითხში და ჩვენი კოლეგები გააგრძელებენ მუშაობას", - განაცხადა დავით გურგენიძემ.

კითხვაზე, „პრემიერთან შეხვედრაზე თუ დადეთ პირობა, რომ ტექნიკური საგნების დატოვების შემთხვევაში რეიტინგს გააუმჯობესებთ?", დავით გურგენიძემ აღნიშნა:

„პირობის დადებაზე აქ საუბარი არ ყოფილა, ჩვენ გვყავს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესურა. ჩვენს უნივერსიტეტს რიგ შემთხვევაში მსოფლიო რეიტინგებში მაღალი წარმატება აქვს, მაგრამ ეს წარმატებები ვერ იქნება 2250 ლარით, სტუდენტის გრანტით. ამიტომ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, ინვესტიციები ჩადოს უნივერსიტეტში, შემდეგში უკვე ყველა ერთად გავაგრძელებთ მუშაობა, რათა უნივერსიტეტი უფრო მაღალ რეიტინგზე გავიდეს მსოფლიო მასშტაბით. რიგ შემთხვევაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის პირველი საქართველოსა და ამიერკავკასიაში. რეიტინგების სხვადასხვა მოდელია, მრავალი პროფილი მუშაობს".

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,დიალოგი იყო ძალიან პროდუქტიული''- სტუ-ის კანცლერი კარლო კოპალიანი
სიიარტო: უნგრეთის მთავრობა არ დაეთანხმება ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას
მაკა ბოჭორიშვილი სიიარტოს: მოუთმენლად ველოდებით უნგრეთის მთავრობის საქართველოში ვიზიტს
პიტერ სიიარტო: ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ, ან გეი ქორწინებას დააკანონებდნენ
,, პრემიერმა გაითვალისწინა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დასახელებული საკითხები''- დავით გურგენიძე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
,,ევროპელი ბიუროკრატები სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ „პრორუსულ“ საქართველოს ხელისუფლებასთანაც მოუნდებათ დიალოგის''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით
ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - რა კონცეფციაც დამტკიცდა, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე
ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტების შენობებთან დაკავშირებით ზოგადი პრინციპი არის შემდეგი - თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე აქამდე იღებდა
ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება
ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ გეოგრაფიას ვერავინ გაექცევა, ევრობიუროკრატების მიერ საქართველოზე გაკეთებული განცხადებები რეალობას აცდენილი იყო -ირაკლი კირცხალია
შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მარკო რუბიოსგან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ და ამის მოლოდინიც არის -კახა კალაძე
ბუდაპეშტის გლობალური დიალოგის ფორმატი კარგი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ საქართველოს ხედვებზე, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლა-მაკა ბოჭორიშვილი
ევროკომისიის კვლევა თუ რეალობისკენ დაბრუნებაა, ამას მივესალმებით -თენგიზ შარმანაშვილი