მაკა ბოჭორიშვილი სიიარტოს: მოუთმენლად ველოდებით უნგრეთის მთავრობის საქართველოში ვიზიტს
ჩვენი მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება და გაღრმავება. ეს თანამშრომლობა მყარ საფუძველზე დგას და გამყარებულია მაღალი დონის მთავრობათაშორისი თანამშრომლობით, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.
„ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ძალიან კარგად ვითარდება. ჩვენი მთავრობები ძალიან კარგად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი პარტნიორობა ორივე ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება და ევროპის უფრო ფართო უსაფრთხოებას, კეთილდღეობას უწყობს ხელს.
საქართველოს როლი, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდი, შეუცვლელია და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, თანამშრომლობით შეიძლება ჩვენი საერთო ინტერესების ეფექტურად დაცვა. ასევე, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ქართველი საჯარო მოხელეების მხარდაჭერისთვის. გასული წლის შემოდგომაზე 50-მდე საჯარო მოხელეს ჰქონდა შესაძლებლობა, უნგრეთის გამოცდილება გაეზიარებინა, რისთვისაც პირადად გიხდით თქვენ მადლობას. ჩვენი მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება და გაღრმავება. ეს თანამშრომლობა მყარ საფუძველზე დგას და გამყარებულია მაღალი დონის მთავრობათაშორისი თანამშრომლობით. მოუთმენლად ველოდებით უნგრეთის მთავრობის საქართველოში ვიზიტს. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას, მადლობას გიხდით მეგობრობისთვის, მხარდაჭერისა და შესანიშნავი თანამშრომლობისთვის", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა
მსგავსი სიახლეები
,,დიალოგი იყო ძალიან პროდუქტიული''- სტუ-ის კანცლერი კარლო კოპალიანი
სიიარტო: უნგრეთის მთავრობა არ დაეთანხმება ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას
მაკა ბოჭორიშვილი სიიარტოს: მოუთმენლად ველოდებით უნგრეთის მთავრობის საქართველოში ვიზიტს
პიტერ სიიარტო: ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ, ან გეი ქორწინებას დააკანონებდნენ
,, პრემიერმა გაითვალისწინა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დასახელებული საკითხები''- დავით გურგენიძე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
,,ევროპელი ბიუროკრატები სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ „პრორუსულ“ საქართველოს ხელისუფლებასთანაც მოუნდებათ დიალოგის''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით
ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - რა კონცეფციაც დამტკიცდა, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე
ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტების შენობებთან დაკავშირებით ზოგადი პრინციპი არის შემდეგი - თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე აქამდე იღებდა
ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა
თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება
ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ გეოგრაფიას ვერავინ გაექცევა, ევრობიუროკრატების მიერ საქართველოზე გაკეთებული განცხადებები რეალობას აცდენილი იყო -ირაკლი კირცხალია
შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
მარკო რუბიოსგან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, მზად ვართ, ურთიერთობები განვაახლოთ და ამის მოლოდინიც არის -კახა კალაძე
ბუდაპეშტის გლობალური დიალოგის ფორმატი კარგი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ საქართველოს ხედვებზე, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლა-მაკა ბოჭორიშვილი
ევროკომისიის კვლევა თუ რეალობისკენ დაბრუნებაა, ამას მივესალმებით -თენგიზ შარმანაშვილი