"რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხე"-The Malta Independent
მალტის გაზეთ "მალტა ინდეფენდენთის" (The Malta Independent) 8 თებერვლის საკვირაო ნომერში, 27-ე გვერდზე, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხე" (ავტორი - ნოელ გრიმა).
პუბლიკაციაში განხილულია ის მოვლენები, რომლებიც ჰიპოთეტურად შეიძლება განვითარდეს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მათ შორის საქართველოშიც.
სტატიის დასაწყისში ავტორი იხსენებს ამერიკელი მწერლის მარკ ჯოზეფის 1992 წელს გამოცემულ წიგნის „ტაიფუნს“, რომელშიც მოქმედება ვითარდება საბჭოთა (რუსეთის) იმპერიაში, რომელიც დაშლის პროცესშია შესული და უმართავი ხდება. არაფერი არ მუშაობს, ირგვლივ ქაოსია გამეფებული, მოსახლეობა უიმედოდაა განწყობილი და სპირტიან სასმელებს ეძალება. ჩრდილოეთის ფლოტის ერთ-ერთი ატომური წყალქვეშა ნავის ეკიპაჟი გადაწყვეტს, რომ ბრძანებებს არ დაემორჩილოს და საკუთარი ნებით იმოქმედოს. აშშ მის წინააღმდეგ თავის ატომურ წყალქვეშა ნავს გზავნის... (...)
წიგნის სიუჟეტის მიხედვით, სტატიის ავტორი მოვლენების ჰიპოთეტურ სცენარს საკუთარი წარმოსახვითაც წერს: „კრიზისულ სიტუაციაში იქმნება ხისტი და მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრე ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც სურთ ნებისმიერ ფასად წერტილი დაუსვან ქაოსურ მდგომარეობას. ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ შეუძლიათ მოიფიქრონ, არის ბირთვული ბომბის აფეთქება საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ცენტრში. ვიღაცას მოსკოვში თავში აზრად მოუვიდა თბილისის დაბომბვა საჩვენებლად, რომ საბჭოთა იმპერიაში სხვებისთვის მაგალითი ყოფილიყო. დიახ, მარკ ჯოზეფის რომანის საფუძველზე შეიძლებოდა ასეთი სცენარიც განვითარებულიყო, თუმცა ყველასათვის ცნობილია, რომ მოვლენები სხვანაირად წარიმართა.
დღეს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენს, მას მიზნად აქვს დასახული და ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაციიდან - სიღარიბის მდგომარეობიდან. ბოლო დროს საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა იმ მიზეზით, რომ მთავრობის წევრების ნაწილს სურს მოსკოვთან კავშირები შენარჩუნდეს, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობას ნეგატიურად აფასებს.
საქართველოში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ისტორია [პოსტსაბჭოთა სივრცეში] რამდენიმე წლის განმავლობაში. შეუძლებელი იქნებოდა იმის წარმოდგენა, რაც დღეს ხდება, მაგრამ სამწუხაროდ, ამჟამად სწორედ იმის მოწმენი ვართ, რომ რუსეთი ისეთ პოლიტიკას აგრძელებს უკრაინასთან, რასაც ადრე სხვების მიმართ აკეთებდა. უკრაინაც დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ რუსეთს მისი სუვერენიტეტის აღიარება არ სურს. კრემლის არმიის მოქმედება - უკრაინის ტერიტორიის ყოველდღიური დაბომბვები, ელეექტროენერგიის გათიშვა და სხვა უბედურობები - გამიზნულია იმისკენ, რომ უკრაინა დაბრუნდეს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, რომლის სიკვდილს და დასამარებას კრემლი ვერ ურიგდება. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოსათვის რუსეთის დამარცხება ამ ომში.
რა თქმა უნდა, რუსეთი ვერ ბედავს ბირთვული ბომბის აფეთქებას უკრაინის დედაქალაქში, მაგრამ იგი ცდილობს უკრაინა სხვა გზით დაიმორჩილოს - ძლიერი ყინვების დროს ენერგოობიექტებს დრონებითა და რაკეტებით ბომბავს და მწყობრიდან გამოჰყავს.
საბედნიეროდ, უკრაინელი ხალხი მამაცი და ამტანი ხალხია. დემოკრატიულმა და თავისუფალმა მსოფლიომ უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს. (...)
რუსეთი არამარტო დიდ სახელმწიფოს, არამედ ძალზე ლამაზ ქვეყანასაც წარმოადგენს, მაგრამ როგორც წინა ისტორიულმა გამოცდილება მოწმობს, ის მუდამ ფრაგმენტაციის (დაშლის) საფრთხის წინაშე იმყოფება. ეს ისეთი მოვლენაა, როცა დიდი სახელმწიფო ცალკეულ ნაწილებად იშლება და დამოუკიდებელი ქვეყნები იბადება.
უკრაინაზე თავდასხმა ვლადიმერ პუტინს ბრწყინვალე იდეად მიაჩნდა რუსეთის იმპერიის ძველი დიდების აღსადგენად, მაგრამ საბოლოო ჯამში აშკარად ჩანს, რომ კრემლის მცდელობები ჩაიშალა. რუსეთი უდიდეს მატერიალურ და ადამიანთა დანაკარგებს განიცდის. ქვეყნის მთლიან ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ნელ-ნელა უარესდება, რაც მოსახლეობის კეთილდღეობის დონეს აუარესებს.. ფრონტზე რუსეთის არმიის წინსვლა ნელდება, უკრაინელები კი, მიუხედავად აშშ-სა და ევროპის მიერ გაწეული არასაკმარისი დახმარებისა, სულ უფრო ძლიერდებიან.
კრემლის მცდელობები - სიტუაციის გამოსასწორებლად ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები და პატიმრები გამოეყენებინათ, არაფექტური აღმოჩნდა. რას გააკეთებს ვლადიმერ პუტინი? სამწუხაროდ, რუსეთში სტაბილიზების დამყარებისა [და საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნების] მიზნით, იგი შეიძლება ის პიროვნება აღმოჩნდეს, რომელიც სასიკვდილო დარტყმას განახორციელებს.
მსგავსი სიახლეები
"რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხე"-The Malta Independent
"მრავალპოლუსიანობის კრიზისი: როგორ იცვლება რუსეთის პოზიციები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმართ და რა კავშირი აქვს მათთან დონალდ ტრამპს"-BBC
სამხედრო სიმულაციამ, რომელიც ლიეტუვაში რუსეთის შეჭრას მოდელირებდა, ნატოს პოტენციური მოუმზადებლობა გამოავლინა -The Wall Street Journal
"რეჯეფ ერდოღანის ვიზიტი ერ-რიადში:თურქულ-არაბული ურთიერთობების მიმოხილვა"-TRT
"აბუ-დაბის მოლაპარაკებების წინ: მოსკოვის მასირებული შეტევა უკრაინის ენერგოსისტემაზე, დიდი ყინვების დროს"-TRT
"ინდოეთის ხელისუფლება მიესალმება დონალდ ტრამპთან დადებულ „გარიგებას“, მაგრამ რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას არ ადასტურებს"-Financial Times
"ნატოს პრობლემა: შობადობის დაბალი დონე"-Newsweek
"ევროკავშირის არმია ევროპას ვერ დაიცავს, ეს მხოლოდ ნატოს შეუძლია"-The Daily Telegraph
"ნატურალური ღვინოები, ხანგრძლივი ქვეითი მარშრუტები და ისტორია: შეუძლია თუ არა ქუთაისს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადაიქცეს?"-Euronews
"თურქეთის პოზიცია: დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" მნიშვნელობა პალესტინისა და მსოფლიოს მომავლისთვის"-TRT
"სამხედრო ისტორიკოსი გვაფრთხილებს: "ჩვენ რუსეთი ობიექტურად უნდა შევაფასოთ"-Bild
"უკრაინა ადამიანებს ეძებს"-Україньска правда
"შეძლებს ამერიკა ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას უარი თქვას დონბასზე?"- The Spectator
"იმიგრანტები: ჩვენ თერითაუნის გულისცემა ვართ"-The Hudson Independent
"ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში წმენდა მიმდინარეობს, სი ძინპინი კი ქვეყნის არმიის ერთპიროვნული ხელმძღვანელი ხდება"-Financial Times
"კომუნალური კატასტროფა უკრაინაში: წყდება ქვეყნის ბედი"-უცხოური პრესა
პლებისციტის მეორე ცდა ბოლო 6 თვეში - როგორი იქნება "ოცნების" პასუხი
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ამერიკელები მოკვლით დაემუქრნენ, თუ ტრამპის ადმინისტრაციასთან არ ითანამშრომლებდნენ
"ჩვენ გვსურს მივიღოთ ყინულის ნაჭერი, მაგრამ დანიელები არ გვაძლევენ", ანუ რაზე ილაპარაკა დონალდ ტრამპმა დავოსში"-BBC
"აშშ თვლის, რომ ძალა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საერთაშორისო სამართალი"- BBC