"ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება, ასეთი დისკუსიები ხელს უწყობს საზოგადოებაში სწორი მუხტის ჩამოყალიბებას''- პრემიერი
საქართველოს პრემეირ-მინისტრმა, "რუსთავი 2-ის" ეთერში, დებატების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დისკუსიის ფორმატის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია.
გადაცემაში "დებატები" პრემიერ-მინისტრმა ფასებზეც ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსიის ფორმატის გახსნა. საბოლოო ჯამში, ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება და გარდა ამისა, ასეთი დისკუსიები ხელს უწყობს საზოგადოებაში სწორი მუხტის ჩამოყალიბებას, საზოგადოების გაერთიანებას და შესაბამისად, ჩვენ ამ ფორმატს მივესალმებით.
რაც შეეხება უშუალოდ პრობლემას, 86% არის ჯამური ფასნამატი დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ ქსელური მაღაზიების დონეზე, რაც ვფიქრობ, რომ არის მაღალი მაჩვენებელი და მიგვაჩნია, რომ ამ პროცენტული მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია.
ასევე, მინდა დამატებით კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლები გითხრათ: მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი - 2012 წელთან შედარებით, 4.7-ჯერ არის გაზრდილი ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები ლარში ამ პერიოდის განმავლობაში და როდესაც ასე იზრდება ადამიანების შემოსავლები, სურსათზე ხარჯების წილი ლოგიკურად უნდა შემცირდეს - ეს არის მარტივი ეკონომიკური ლოგიკა.
მილიონერ მინისტრს რაც შეეხება, ეს საკითხი რამდენჯერმე დაისვა და გადავამოწმე. თუ შეხედავთ მის დეკლარაციებს, ბალანსი ზის ზუსტად, მისი შემოსავლები რაც არის ამ წლების განმავლობაში, მისი საერთო ქონებრივი მდგომარეობა, მას ემთხვევა. რაც შეეხება მანქანას, რომელზეც იყო საუბარი, შესყიდულია 2023 წელს, ანუ იმაზე ადრე, ვიდრე მე დავიკავებდი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. შესაბამისად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება არ არის მართებული,"- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე: მანქანა, რომელიც შესყიდულ იქნა 2023 წელს, ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს
,,ქვეყანაში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს ოთხ მილიონ ადამიანზე''- ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას, აპრილის ბოლომდე გრძელდება სამუშაო პროცესი, თუმცა გვინდა, მანამდე დაინახოს საზოგადოებამ გარკვეული შედეგები
ირაკლი კობახიძე - 86 პროცენტი არის დისტრიბუციის ჯამური ფასნამატი, შემდეგ ქსელური მაღაზიების, რაც მაღალი მაჩვენებელია
ირაკლი კობახიძე - შესაძლოა, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავებაზე, ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე
"ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება, ასეთი დისკუსიები ხელს უწყობს საზოგადოებაში სწორი მუხტის ჩამოყალიბებას''- პრემიერი
"მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ადამიანებს ავუხსნა, თუ რატომ არიან ისინი ღარიბები"- ლევან გოგიჩაიშვილი
"სახელმწიფოს როლი არ უნდა იყოს ფასების რეგულირება, არამედ უნდა იყოს სამართლიანი "თამაშის წესების" დადგენა" - აკაკი ახვლედიანი
,,დიალოგი იყო ძალიან პროდუქტიული''- სტუ-ის კანცლერი კარლო კოპალიანი
სიიარტო: უნგრეთის მთავრობა არ დაეთანხმება ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას
მაკა ბოჭორიშვილი სიიარტოს: მოუთმენლად ველოდებით უნგრეთის მთავრობის საქართველოში ვიზიტს
პიტერ სიიარტო: ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ, ან გეი ქორწინებას დააკანონებდნენ
,, პრემიერმა გაითვალისწინა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დასახელებული საკითხები''- დავით გურგენიძე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
,,ევროპელი ბიუროკრატები სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ „პრორუსულ“ საქართველოს ხელისუფლებასთანაც მოუნდებათ დიალოგის''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით
ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - რა კონცეფციაც დამტკიცდა, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე
ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტების შენობებთან დაკავშირებით ზოგადი პრინციპი არის შემდეგი - თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში