ირაკლი კობახიძე - 86 პროცენტი არის დისტრიბუციის ჯამური ფასნამატი, შემდეგ ქსელური მაღაზიების, რაც მაღალი მაჩვენებელია

 

2012 წელს ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ 1 764 000 000 ლარს საშემოსავლო გადასახადის სახით, დღეს ეს მაჩვენებელი არის 8  261 000 000. 4,7-ჯერ არის გაზრდილი ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები ლარში ამ პერიოდის განმავლობაში და როდესაც ასე იზრდება ადამიანების შემოსავლები, სურსათზე ხარჯების წილი ლოგიკურად უნდა შემცირდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „დებატებში" განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დადებითად შეაფასა დებატების ფორმატი და აღნიშნა, რომ ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება და გარდა ამისა, მსგავსი დისკუსიები ხელს უწყობს საზოგადოებაში სწორი მუხტის ჩამოყალიბებას, საზოგადოების გაერთიანებას.

„86 პროცენტი არის ჯამური ფასნამატი დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ ქსელური მაღაზიების დონეზე, რაც, ვფიქრობთ, მაღალი მაჩვენებელია და მიგვაჩნია, რომ ამ პროცენტული მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია. ასევე, დამატებით მინდა, კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლები გითხრათ. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი - 2012 წელს ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ 1 764 000 000 ლარს საშემოსავლო გადასახადის სახით, დღეს ეს მაჩვენებელი არის 8  261 000 000. 4.7-ჯერ არის გაზრდილი ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები ლარში ამ პერიოდის განმავლობაში. როდესაც ასე იზრდება ადამიანების შემოსავლები, სურსათზე ხარჯების წილი ლოგიკურად უნდა შემცირდეს. ეს არის მარტივი ეკონომიკური ლოგიკა. თუმცა, თუ ნახავთ ამ ხარჯების წილს, 2011 წელს წილი იყო 34 პროცენტი და 2024 წელს იყო 35 პროცენტი, ანუ გაზრდილიც კი არის ეს მაჩვენებელი, რაც ალოგიკურია. ვფიქრობთ, ესეც გვიჩვენებს იმას, რომ ფასნამატის შემცირება უნდა იყოს შესაძლებელი. ჩვენი აზრით, არასწორი პრაქტიკა იწვევს ამ ყველაფერს, მათ შორის, ე.წ. ქეშბექი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური გამოეხმაურა „გირჩის" ლიდერის განცხადებას, რომლის თანახმად, ფულის მასა სამჯერ გაზრდილია.

„არ ვიცი, საიდან მოდის ეს მონაცემები. მაგალითად 2022 წელს ფულის მასა იყო 37.6 მლრდ და ახლა არის 54.2, ანუ მიჰყვება მშპ-ის ზრდას, ეკონომიკის ზრდას და მცირედით ჩამორჩება კიდეც", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე: მანქანა, რომელიც შესყიდულ იქნა 2023 წელს, ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს
,,ქვეყანაში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს ოთხ მილიონ ადამიანზე''- ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას, აპრილის ბოლომდე გრძელდება სამუშაო პროცესი, თუმცა გვინდა, მანამდე დაინახოს საზოგადოებამ გარკვეული შედეგები
ირაკლი კობახიძე - 86 პროცენტი არის დისტრიბუციის ჯამური ფასნამატი, შემდეგ ქსელური მაღაზიების, რაც მაღალი მაჩვენებელია
ირაკლი კობახიძე - შესაძლოა, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავებაზე, ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე
"ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება, ასეთი დისკუსიები ხელს უწყობს საზოგადოებაში სწორი მუხტის ჩამოყალიბებას''- პრემიერი
"მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ადამიანებს ავუხსნა, თუ რატომ არიან ისინი ღარიბები"- ლევან გოგიჩაიშვილი
"სახელმწიფოს როლი არ უნდა იყოს ფასების რეგულირება, არამედ უნდა იყოს სამართლიანი "თამაშის წესების" დადგენა" - აკაკი ახვლედიანი
,,დიალოგი იყო ძალიან პროდუქტიული''- სტუ-ის კანცლერი კარლო კოპალიანი
სიიარტო: უნგრეთის მთავრობა არ დაეთანხმება ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას
მაკა ბოჭორიშვილი სიიარტოს: მოუთმენლად ველოდებით უნგრეთის მთავრობის საქართველოში ვიზიტს
პიტერ სიიარტო: ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ, ან გეი ქორწინებას დააკანონებდნენ
,, პრემიერმა გაითვალისწინა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დასახელებული საკითხები''- დავით გურგენიძე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
,,ევროპელი ბიუროკრატები სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ „პრორუსულ“ საქართველოს ხელისუფლებასთანაც მოუნდებათ დიალოგის''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით
ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - რა კონცეფციაც დამტკიცდა, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე
ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტების შენობებთან დაკავშირებით ზოგადი პრინციპი არის შემდეგი - თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში