ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას, აპრილის ბოლომდე გრძელდება სამუშაო პროცესი, თუმცა გვინდა, მანამდე დაინახოს საზოგადოებამ გარკვეული შედეგები
რატომ წარმოიქმნება ფასები იმ სახით, რა სახითაც წარმოიქმნება, ძალიან ბევრ ინფორმაციას შეკრებს საპარლამენტო კომისია მთავრობასთან ერთად და ეს მოგვცემს საბოლოოდ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას, ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „დებატებში" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საპარლამენტო კომისიის შემთხვევაში საზოგადოების თვალწინ წარიმართება უფრო ხანგრძლივად დებატები და საზოგადოება მიიღებს ძალიან ფართოდ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წარმოიქმნება ფასები იმ სახით, რა სახითაც წარმოიქმნება.
„კანონმდებლობას რაც შეეხება, ამ საკითხზე პარლამენტარებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ. ანტიმონოპოლიური მიმართულებით შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება. ამ საკითხებს ვამუშავებთ და საბოლოო ჯამში, ისევ პარლამენტს მივუბრუნდებით, იმიტომ, რომ მათი მისაღებია კანონი. რა თქმა უნდა, კონკურენციის სააგენტოს გაძლიერებაზეც შეიძლება ფიქრი, რომ უფრო ქმედითად ამუშავდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ხედავს გარკვეული კარტელური გარიგებების ნიშნებს. ორივე მიმართულებით, როგორც აღსრულების, ასევე კანონმდებლობის მიმართულებით, აქტიურად ვიმუშავებთ. სწორია, რომ კომისიები ხშირად საზოგადოებას აღიზიანებს კიდეც, იმიტომ, რომ ბევრი მიმართულებით შექმნილა წლების მანძილზე კომისიები და საბოლოო ჯამში, საზოგადოებისთვის მთავარია, შედეგი დაინახოს. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას. მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე გრძელდება სამუშაო პროცესი, თუმცა გვინდა, რომ უკვე მანამდე დაინახოს საზოგადოებამ გარკვეული შედეგები და აპრილის შემდეგ უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიკვეთოს პრობლემის გადაწყვეტის გზები. საპარლამენტო კომისიის შემთხვევაში საზოგადოების თვალწინ წარიმართება უფრო ხანგრძლივად დებატები, ვიდრე დღეს გვაქვს ჩვენ ამის საშუალება. საზოგადოება მიიღებს ძალიან ფართოდ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წარმოიქმნება ფასები იმ სახით, რა სახითაც წარმოიქმნება. ამიტომ, ერთი, რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის იქნება ძალიან საინტერესო საპარლამენტო კომისიის მუშაობა და გარდა ამისა, ძალიან ბევრ ინფორმაციას შეკრებს საპარლამენტო კომისია მთავრობასთან ერთად და ეს მოგვცემს საბოლოოდ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე: მანქანა, რომელიც შესყიდულ იქნა 2023 წელს, ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს
,,ქვეყანაში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს ოთხ მილიონ ადამიანზე''- ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას, აპრილის ბოლომდე გრძელდება სამუშაო პროცესი, თუმცა გვინდა, მანამდე დაინახოს საზოგადოებამ გარკვეული შედეგები
ირაკლი კობახიძე - 86 პროცენტი არის დისტრიბუციის ჯამური ფასნამატი, შემდეგ ქსელური მაღაზიების, რაც მაღალი მაჩვენებელია
ირაკლი კობახიძე - შესაძლოა, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავებაზე, ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე
"ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება, ასეთი დისკუსიები ხელს უწყობს საზოგადოებაში სწორი მუხტის ჩამოყალიბებას''- პრემიერი
"მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ადამიანებს ავუხსნა, თუ რატომ არიან ისინი ღარიბები"- ლევან გოგიჩაიშვილი
"სახელმწიფოს როლი არ უნდა იყოს ფასების რეგულირება, არამედ უნდა იყოს სამართლიანი "თამაშის წესების" დადგენა" - აკაკი ახვლედიანი
,,დიალოგი იყო ძალიან პროდუქტიული''- სტუ-ის კანცლერი კარლო კოპალიანი
სიიარტო: უნგრეთის მთავრობა არ დაეთანხმება ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას
მაკა ბოჭორიშვილი სიიარტოს: მოუთმენლად ველოდებით უნგრეთის მთავრობის საქართველოში ვიზიტს
პიტერ სიიარტო: ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ, ან გეი ქორწინებას დააკანონებდნენ
,, პრემიერმა გაითვალისწინა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დასახელებული საკითხები''- დავით გურგენიძე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
,,ევროპელი ბიუროკრატები სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ „პრორუსულ“ საქართველოს ხელისუფლებასთანაც მოუნდებათ დიალოგის''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით
ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - რა კონცეფციაც დამტკიცდა, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე
ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტების შენობებთან დაკავშირებით ზოგადი პრინციპი არის შემდეგი - თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში