10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

 

ვერძი

უახლოეს დღეებში მოსალოდნელია რომანტიკული პაემანი, რომელიც დაუვიწყარ წუთებს გაჩუქებთ. დაოჯახებულ ვერძებს შესაძლოა შვილებთან დაკავშირებით, მცირე სირთულეები შეექმნათ. იმისათვის, რომ კონფლიქტი არ გაჭიანურდეს, სიბრძნის გამოჩენა მოგიწევთ.

სამუშაო დღე ემოციებითა და ნათელი მოვლენებით იქნება დატვირთული, თუმცა დაწყებულ საქმეს თავს იოლად გაართმევთ. მოსალოდნელია ფინანსური დავა ან პრეტენზიები შეუსრულებელი ვალდებულებების გამო. ეცადეთ, მსგავს შენიშვნებს მშვიდად შეხვდეთ.

ნაკლები ცხიმიანი და შებოლილი პროდუქტი მიირთვით, მეტი აქცენტი კი ხილსა და ბოსტნეულზე გააკეთეთ. სხეული ამისთვის მადლობას გეტყვით!

კურო

თქვენი გრძნობები ახლა ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, მაგრამ ეცადეთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. თუ რამე გაღიზიანებთ, იმის ნაცვლად, რომ ჯავრი სხვებზე იყაროთ, სჯობს ვარჯიშით ან სირბილით დაკავდეთ - ფიზიკური აქტივობა განწყობას აგიმაღლებთ.

კარგი დღეა უფროსთან მომავალ შვებულებაზე შეთანხმებისთვის. ნუ დააფრთხობთ იღბალს იმ მოგებაზე საუბრით, რომელიც ჯერ არ მიგიღიათ. თუ კუჭის პრობლემები გაწუხებთ, კვების მენიუს გადახედეთ.

გასტრიტისა და წყლულის დროს ყავა და კოფეინის შემცველი სასმელები (განსაკუთრებით კოკა-კოლა) თქვენთვის საზიანოა.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო ნაცნობობისა და რომანტიკული პაემნებისთვის. გირჩევთ, ახლობლებს მეტი დრო დაუთმოთ და სიმბოლური საჩუქრებით გაახაროთ. უახლოესი 24 საათი განტვირთვასა და ახალ შთაბეჭდილებებს დაუთმეთ. მშვენიერი დღეა ორკაციანი დღესასწაულის მოწყობისთვის.

ამ დღეს მოერიდეთ გუნდურ მუშაობას, საერთო პროექტებსა და კომერციულ გარიგებებს - თქვენი მფარველი პლანეტა არასტაბილურ მდგომარეობაშია, რაც ეკონომიკური დანაკარგის რისკს ზრდის.

ასტროლოგიური პროგნოზით, ფინანსურ საკითხებში წარმატებას ადვილად მიაღწევთ, თუ კანონის ფარგლებში იმოქმედებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას - არსებობს გაციების რისკი.

კირჩხიბი

ახლახან დაწყებულ რომანზე ოცნების კოშკებს ნუ ააგებთ - სავარაუდოდ, ეს ურთიერთობა ხანმოკლე იქნება.

ოჯახში თბილი ატმოსფეროს შენარჩუნებისთვის მოთმინება და სიკეთე უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ აგრესიას ახლობლების მიმართ, უბრალო კამათიც კი შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ შედეგებზე წინასწარ დაფიქრდით. კონფლიქტების მოგვარების ნიჭი ახლა ძალიან გამოგადგებათ.

ფინანსური თვალსაზრისით სიფრთხილე გმართებთ - თავი აარიდეთ სარისკო გარიგებებს, იყავით მომჭირნე და მხოლოდ კარგად გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღეთ.

გახსოვდეთ, უძილობა არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ თქვენს გარეგნობაზეც უარყოფითად აისახება.

ლომი

თუ უკვე გაქვთ ურთიერთობა, საყვარელი ადამიანი სასიამოვნოდ გაგაოცებთ - სიურპრიზებს ელოდეთ! პარტნიორთან არსებული ძველი, გადაუჭრელი პრობლემები კვლავ წინ წამოიწევს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ექსპერიმენტებს მოერიდოთ და მხოლოდ გამოცდილი მეთოდებით იმოქმედოთ. ნაშუადღევს შესაძლოა მნიშვნელოვანი ამბავი შეიტყოთ.

ნუ გაფლანგავთ ფულს უსარგებლო ნივთებში, სჯობს ფული მხოლოდ აუცილებელი ნივთების შესაძენად დახარჯოთ. სავარაუდოდ, გუნდური მუშაობა შედეგს გამოიღებს.

დილის საათებში მოსალოდნელი მსუბუქი შაკიკის გამო, ეცადეთ, შუადღემდე ფიზიკური დატვირთვა შეამციროთ.

ქალწული

ვენერას აქტიურობა იმატებს, რაც ახალი რომანის დაწყების ან ძველი გრძნობების გაღვივების წინაპირობაა. თქვენი სწრაფვა ლიდერობისკენ დასაფასებელია, თუმცა თქვენს სიჯიუტეს ახლობლები ხანდახან მოთმინებიდან გამოჰყავს.

ამ ეტაპზე ზედმეტი აქტიურობა მხოლოდ საქმეს ავნებს, ამიტომ სჯობს მოვლენებს მიჰყვეთ. შეასრულეთ თქვენი მოვალეობები, მაგრამ ახალ პროექტებს ნუ შეეჭიდებით. ბიზნესმენებისთვის კარგი დღეა რეფორმების, ინვესტიციებისა და ტექნიკის შესასყიდად. ეცადეთ, ემოციურ გადატვირთვას თავი აარიდოთ.

სასწორი

დილის პოზიტიური ტენდენციები კომერციულ გარიგებებში წარმატებას გპირდებათ. ახობლებთან ურთიერთობა რომ არ გააფუჭოთ, შინაგანი ენერგია მოთოკეთ და საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასეთ. მოერიდეთ კამათს, განსაკუთრებით ფინანსურ თემებზე. თუ საკუთარ სიტყვებს მეტ ყურადღებას მიაქცევთ მეუღლესთან ურთიერთობა გაუმჯობესდება.

სწორად შედგენილი განრიგი თქვენი მთავარი დამხმარე გახდება - ყველაფრის მოსასწრებად დაგეგმვა აუცილებელია. გაითვალისწინეთ, რომ სტრესი ჯანმრთელობაზე აისახება, ამიტომ ეცადეთ უმნიშვნელო პრობლემებზე არ ინერვიულოთ.

მორიელი

ამ დღემ შესაძლოა ეჭვებისა და სინანულის განცდა მოგიტანოთ. თუ საკუთარ სიმართლეში ან ვინმეს შეფასებაში ეჭვი გეპარებათ, ინტუიციას ენდეთ და ფიქრით თავს ნუ დაიტანჯავთ. ახლობლებთან ურთიერთობისთვის დრო საკმარისად გექნებათ, თუმცა შესაძლოა, მარტო ყოფნის სურვილი გაგიჩნდეთ.

თქვენს ინიციატივასა და პროფესიონალიზმს ხელმძღვანელობა აუცილებლად შეამჩნევს. თავისუფალი დრო შემოქმედებას დაუთმეთ. სჯობს ახალ წამოწყებებზე უარი თქვათ და უკვე დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ. ამ დღეს საპასუხისმგებლო საქმეებს ნუ შეეჭიდებით.

მშვილდოსანი

ამ დღეს ინტუიცია სწორი გზით წაგიყვანთ. თუ გრძნობთ, რომ ვინმესთან შეხვედრა ან რაღაც ვალდებულების შესრულება არ გსურთ, სრული უფლება გაქვთ, ეს არ გააკეთოთ. მომდევნო 24 საათში შესაძლოა ნათესავებთან ურთიერთობა დაიძაბოს, ამიტომ პრინციპული საკითხების გარჩევისგან თავი შეიკავეთ.

მოულოდნელი იდეების კასკადი გელით, თუმცა ეცადეთ, მთავარი არსი დაიჭიროთ. არ დაივიწყოთ, რომ სიცილი და პოზიტივი ცხოვრების აუცილებელი ნაწილია. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, მაშინვე აფთიაქში ნუ გაიქცევით - სჯობს მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში კარგად დაისვენოთ.

თხის რქა

შესაძლოა საყვარელ ადამიანზე უმიზეზოდ გაბრაზდეთ და აგრესიამ თქვენს შორის დროებითი გაუცხოება გამოიწვიოს. მოსალოდნელია მცირე საყოფაცხოვრებო პრობლემაა (მაგალითად, ონკანის გაფუჭება), თუმცა ამას ტრაგედიად ნუ აქცევთ.

თუ ეჭვი გაჩნდა, რომ ინფორმაციას "ზემოთ" აწვდით, შესაძლოა, კოლეგებთან ჰარმონიული ურთიერთობა უნდობლობამ შეცვალოს. ამ დღეს თქვენი მთავარი იარაღი სიმშვიდე და წესების დაცვაა.

ნებისმიერ საქმეს თამამად შეეჭიდეთ - შედეგების მიღწევის შანსი დიდია. ხანდახან სასარგებლოა შესვენება და იმის კეთება, რაც შთაგონებას გმატებთ.

მერწყული

შესაძლოა, სიყვარული მაშინ გეწვიოთ, როცა არ ელით. გირჩევთ შინაგანი კრიტიკოსი „გამორთოთ" და ყველაფერში ნაკლი არ ეძებოთ. მიეცით გრძნობებს გონებაზე გამარჯვების უფლება და პარტნიორს თავის გამოჩენა აცადეთ.

შესაძლოა, მალე დასაქმების საკითხებმა დაგაინტერესოთ - სამსახურის შეცვლა თქვენთვის ბედის საჩუქარი გახდება. ამ დღეს ფინანსურ საკითხებს ნუ მოაგვარებთ, კრედიტებს ნუ აიღებთ და საბუთებს კარგად გაცნობის გარეშე ხელს ნუ მოაწერთ - შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს.

მიიღეთ, ვიტამინები და გამოიძინეთ - გადაღლა შეიძლება თქვენი მუშაობის შედეგებზე უარყოფითად აისახოს.

თევზები

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებმა შეიძლება ახალი, ხანგრძლივი რომანი დაიწყონ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სიჯიუტე ახლობელთან კონფლიქტამდე მიგიყვანთ. თუ ბევრს იფიქრებთ და იყოყმანებთ, შანსს ხელიდან გაუშვებთ. გადაჭრით მოქმედება და შემართება თქვენი დევიზი უნდა გახდეს.

ფულთან დაკავშირებულ საკითხებს ნუ განიხილავთ, განსაკუთრებით უცნობებთან. დღის მეორე ნახევარში შეიძლება შეიძინოთ ნივთი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ.

ხელსაყრელი დღეა მავნე ჩვევებთან დამშვიდობებისთვის - მთავარია, გინდოდეთ და აუცილებლად გამოგივათ!

 

 





მსგავსი სიახლეები
10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
10 თებერვლის ამინდის პროგნოზი
"მიმართულებები, რომელიც საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმში" - გივი მიქანაძე
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში "ყველის" კუსტარული საწარმო გამოავლინა
ირაკლი კობახიძე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება
სოფელ ბარჯაშთან კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში მეშახტე დაიღუპა
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები "რასკალსი" (Rascals) უკვე PSP-შია
,,მართლა სასწაულია, რომ ფინალურ ეტაპზე გადავიდა ჩვენი ქვეყანა''-მიხეილ ყაველაშვილი
9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
,,ეს დღე ყველას შეახსენებს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს დედაუნივერსიტეტის სტატუსი' - ირაკლი კობახიძე
დღეს უძღები შვილის კვირაა - იგავი ლუკას სახარებიდან, რომელიც მორწმუნემ უნდა იცოდეს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
8 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
8 თებერვლის ამინდის პროგნოზი
ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „დაშრიტე მწუხარება ჩემი“ - ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, "დანონის" ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს
26 წელი საერთო მიზნისთვის - GM PHARMA 26 წლის გახდა
გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია