ირაკლი კობახიძე: მანქანა, რომელიც შესყიდულ იქნა 2023 წელს, ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს

 

მანქანა შესყიდულ იქნა 2023 წელს სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ და ეს არ არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი, იშვიათად გამოიყენება უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაზეც უსაფრთხოების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „დებატებში" განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს ჰყავს „აუდის" მარკის ავტომობილი, რომელიც ნამდვილად არ ღირს მილიონ ლარზე მეტი.

„მანქანას რაც შეეხება, ტყუილია. ეს არ არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი. საუბარია მანქანაზე, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს, რომელიც არსებითად გამოიყენება სტუმრებისთვის და იშვიათად გამოიყენება ჩემი საჭიროებისთვის უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე. პრემიერ-მინისტრს ჰყავს „აუდის" მარკის ავტომობილი, რომელიც ნამდვილად არ ღირს მილიონ ლარზე მეტი. ეს არის მარტივი ტყუილი. პირველი ტყუილი იყო, თითქოს მე შევისყიდე ეს მანქანა და ბოდიშის მოხდაც კი არ იკადრა და მეორე ტყუილი იყო ის, რომ თითქოს ეს არის პრემიერ-მინისტრის ავტომობილი, რაც არის ასევე ტყუილი. კონკრეტულ შემთხვევებში, უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, გამოიყენება ეს ავტომობილი. რეალურად, ეს არის სტუმრებისთვის განკუთვნილი ავტომობილი, რომელიც უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე იქნა შეძენილი 2023 წელს. ერთ ტყუილს მეორე ტყუილს ნუ დაამატებთ, ეს არ გეკადრებათ, ეს არ არის ის სტანდარტი, რომლითაც ადამიანი ასეთი ფორმის დებატებზე უნდა იყოს წარმოდგენილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე: მანქანა, რომელიც შესყიდულ იქნა 2023 წელს, ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს
,,ქვეყანაში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს ოთხ მილიონ ადამიანზე''- ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას, აპრილის ბოლომდე გრძელდება სამუშაო პროცესი, თუმცა გვინდა, მანამდე დაინახოს საზოგადოებამ გარკვეული შედეგები
ირაკლი კობახიძე - 86 პროცენტი არის დისტრიბუციის ჯამური ფასნამატი, შემდეგ ქსელური მაღაზიების, რაც მაღალი მაჩვენებელია
ირაკლი კობახიძე - შესაძლოა, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავებაზე, ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე
"ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება, ასეთი დისკუსიები ხელს უწყობს საზოგადოებაში სწორი მუხტის ჩამოყალიბებას''- პრემიერი
"მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ადამიანებს ავუხსნა, თუ რატომ არიან ისინი ღარიბები"- ლევან გოგიჩაიშვილი
"სახელმწიფოს როლი არ უნდა იყოს ფასების რეგულირება, არამედ უნდა იყოს სამართლიანი "თამაშის წესების" დადგენა" - აკაკი ახვლედიანი
,,დიალოგი იყო ძალიან პროდუქტიული''- სტუ-ის კანცლერი კარლო კოპალიანი
სიიარტო: უნგრეთის მთავრობა არ დაეთანხმება ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას
მაკა ბოჭორიშვილი სიიარტოს: მოუთმენლად ველოდებით უნგრეთის მთავრობის საქართველოში ვიზიტს
პიტერ სიიარტო: ბრიუსელი შეაქებდა საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი ომში წავიდოდნენ, ან გეი ქორწინებას დააკანონებდნენ
,, პრემიერმა გაითვალისწინა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დასახელებული საკითხები''- დავით გურგენიძე
ირაკლი კობახიძე - ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან
,,ევროპელი ბიუროკრატები სადაც რუსეთთან აპირებენ პირდაპირი დიალოგის დაწყებას, იქ ალბათ „პრორუსულ“ საქართველოს ხელისუფლებასთანაც მოუნდებათ დიალოგის''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით
ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით
ირაკლი კობახიძე - რა კონცეფციაც დამტკიცდა, ის აუცილებლად განხორციელდება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე
ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტების შენობებთან დაკავშირებით ზოგადი პრინციპი არის შემდეგი - თუ რომელიმე შენობას აქვს განმსაზღვრელი მნიშვნელობა შესაბამისი უნივერსიტეტის იდენტობისთვის, ეს შენობა დარჩება თავის ადგილზე შესაბამისი აკადემიური დატვირთვით
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში