საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ფოთის პორტმა 30 000-ტონიანი ნავთობტანკერი წარმატებით მიიღო
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული კოორდინაციისა და პორტების საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში ფოთის ნავსადგურმა კომპანია Gulf-ის 30 000-ტონიანი ნავთობტანკერი უსაფრთხოდ და წარმატებულად მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ფოთის პორტი მზადაა, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მიიღოს მსგავსი კლასისა და ტონაჟის გემები.
„მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი SEA NIMBUS-ი ანტვერპენის პორტში, ExxonMobil-ის ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაში დაიტვირთა და ფოთის ნავსადგურში წარმატებით შემოვიდა მიმდინარე წლის 7 თებერვალს.
გემის უსაფრთხო მიღება შესაძლებელი გახდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის", „ეი პი ემ ტერმინალს ფოთის" და ნავმისადგომის ოპერატორის - შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედის" მიერ გაწეული ერთობლივი სამუშაოებისა და ეფექტიანი კოორდინაციის შედეგად. განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში ნავსადგურში მიღწეულმა სიღრმემ 10.4 მეტრი შეადგინა, რამაც უზრუნველყო 10 მეტრი წყალშიგის მქონე გემის ფოთის პორტში უსაფრთხო შემოსვლა.
მსგავსი კლასის ტანკერების მიღების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს ფოთის პორტის ინფრასტრუქტურულ და ოპერაციულ პოტენციალს, ზრდის მის კონკურენტუნარიანობას რეგიონში და ამყარებს საქართველოს პოზიციას საერთაშორისო საზღვაო ლოგისტიკურ ჯაჭვში.
აღსანიშნავია, რომ ფოთის ნავსადგურმა აღნიშნულ სიღრმეებს ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად მიაღწია. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პოლიტიკის შესაბამისად, სამომავლოდ დაგეგმილია სიღრმეების შემდგომი გაზრდა, რაც პორტს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს უფრო დიდი წყალწვის მქონე ტანკერები და გააუმჯობესოს არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენების ეფექტიანობა. აღნიშნული პრაქტიკა ადასტურებს პორტის ტექნიკურ და ოპერაციულ მზადყოფნას მაღალი ტონაჟის გემების უსაფრთხოდ მისაღებად და ხელს უწყობს ქვეყნის სატრანზიტო, ლოგისტიკური და ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას", - ნათქვამია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა „შუა დერეფნის“ გასწვრივ თანამშრომლობის გაფართოება განიხილეს
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 თებერვალს
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ფოთის პორტმა 30 000-ტონიანი ნავთობტანკერი წარმატებით მიიღო
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
2025 წელს ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 2.4 მილიარდი ლარი დახარჯეს -საქსტატი
"საავიაციო სექტორში რეკორდული ზრდის ტენდენცია გრძელდება, რაც საქართველოს მთავრობის კოორდინირებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია" -თამარ იოსელიანი
2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16 %-ით, რეისების ოდენობა - 16.17%-ით, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 38.75%-ით გაიზარდა
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
S&P-მ ხაზგასმით აღნიშნა „იგლ ჰილსის“ პროექტის განვითარების პოზიტიური ეფექტი ეკონომიკურ ზრდაზე -ვახტანგ ცინცაძე
ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით გონივრულია, რამაც ხელი შეუწყო მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას-S&P
საკრედიტო სააგენტო S&P-ს შეფასებით, საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა -ფინანსთა სამინისტრო
რა ეღირება დოლარი და ევრო 7 თებერვალს
ტექ ოლიმპიადების ჰაბის - Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
რა ეღირება დოლარი და ევრო 6 თებერვალს
საქართველო თანმიმდევრულად ავითარებს საავიაციო ინფასტრუქტურას, რათა საერთაშორისო მოთხოვნების დაცვით და ხარისხით გაზრდილ ნაკადებს მოემსახუროს -თამარ იოსელიანი
"ინოვაციური სტარტაპ სტატუსი, რაც გულისხმობს პირველი სამი წელი ნულოვანი საშემოსავლო გადახდის რეჟიმს, უპრეცენდენტოა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში"-ავთანდილ კასრაძე
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო - გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
რა ეღირება დოლარი და ევრო 5 თებერვალს
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში