"ოცნების" მიზანმიმართულად ანტიეროვნული და არაკომპეტენტური პოლიტიკით საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში, სადაც აშშ-ის საყრდენი იყო -გიორგი შარაშიძე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტი სომხეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს გვერდის ავლით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს არ განიხილავს სანდო და სტრატეგიულ პარტნიორად რეგიონში, სადაც ჩვენ თვალწინ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს გარეშე, ახალი ისტორია იწერება და რუსეთის გავლენებისგან გათავისუფლებისა და სტრატეგიული მშვიდობის რეალური კონტურები იკვეთება, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ერევანსა და ბაქოში ჯეი დი ვენსის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ „ოცნება" არათუ მშვიდობისმყოფელი არაა, არამედ სწორედ მისი ანტიეროვნული პოლიტიკა ქმნის ყველაზე მაღალ რისკებს და საფრთხეებს საქართველოში რეალური, გრძელვადიანი მშვიდობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.
„პარადოქსია, როცა რეგიონში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, ერთადერთი, რაც „ოცნებას" საკუთარი პროპაგანდით შეუძლია, ქართველ ხალხს შესთავაზოს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანთან შემთხვევითი პროტოკოლური ფოტოებია.
სიმართლე ერთია და ამ სიმართლეს „ოცნება" საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების შექმნით ვერ გადაფარავს, სამხრეთ კავკასიაში ისტორიული მოვლენები საქართველოს გარეშე ვითარდება. პრემიერ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხეთისადმი აშშ-ის დამოკიდებულება და უპრეცედენტო ინვესტიციები სომხეთის ხელისუფლების სანდოობით, პრეზიდენტ ტრამპთან იდეალური ურთიერთობის და მშვიდობისთვის გაწეული ძალისხმევითაა განპირობებული.
ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ოცნების" თითქოსდა მშვიდობისმყოფელობა მათივე გამოგონილია, რომლისაც პარტნიორებს არ სჯერათ და რომ „ოცნება" ამერიკისთვის არასანდო პარტნიორია.
აღარაფერს ვამბობთ ტრამპის ადმინისტრაციისადმი დამოკიდებულებით, რომელსაც „ოცნების" პროპაგანდისტები ხან „დიფ სთეითად" და ხან ომების გამჩაღებლად მოიხსენიებენ.
„ოცნების" მიზანმიმართულად ანტიეროვნული და არაკომპეტენტური პოლიტიკით საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში, სადაც არც ისე შორეულ წარსულში საქართველო ამერიკის საყრდენი იყო.
დღეს, როცა „ოცნება" სრულ იზოლაციაშია და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს მტრებად აცხადებს, ჩვენი მეზობლები გონივრული პოლიტიკით იღებენ იმ ეკონომიკურ სიკეთეებს და უსაფრთხოების გარანტიებს, რაც საქართველოსაც უნდა მიეღო.
იმისთვის, რასაც „ოცნება" დღეს საქართველოს აკარგვინებს, ქართველ ხალხს სისხლი აქვს დაღვრილი. რის გამოც სრული პასუხისმგებლობა „ოცნებას" ეკისრება. „ოცნების" ამ მოღალატეობრივი მოქმედებისა მიუხედავად, ჩვენ ინტენსიურად უნდა ვიმუშაოთ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში დასაბრუნებლად", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მსგავსი სიახლეები
,,საქართველოსთან მიმართებაში არსებობდა სუბიექტური ინტერესები, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა ჩვენს უსაფრთხოებას''- მაკა ბოჭორიშვილი
საქართველოს 11-13 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ეწვევა
"ოცნების" მიზანმიმართულად ანტიეროვნული და არაკომპეტენტური პოლიტიკით საქართველო კარგავს სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში, სადაც აშშ-ის საყრდენი იყო -გიორგი შარაშიძე
ჩემი უბედურების მიზეზები არის ჩემს ბავშვობაში, საბავშვო ბაღში, საბურთალოზე, ფეხის თითზე მიკბინა ზვიგენმა და იმის მერე ვერ ვიტან ზღვის ამ ცხოველს -სააკაშვილი
ყულევი ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტია, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მზად ვართ, გვქონდეს ფაქტებზე დაფუძნებული კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან -ირაკლი კობახიძე
ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში -გიორგი ვაშაძე
მიუნხენის კონფერენციაზე მთავრობამ მიიღო მოსაწვევი და ჩვენი წარმომადგენელი იქნება -ირაკლი კობახიძე
საქართველოს, როგორც შავი და კასპიის ზღვების რეგიონის საკვანძო ჰაბს, აქვს პოტენციალი, გახდეს ლიდერი წყლის რესურსების სტრატეგიული მართვის მიმართულებით -ირაკლი კობახიძე
შინაგან საქმეთა მინისტრი კატარის ელჩს შეხვდა
ირაკლი კობახიძე: მანქანა, რომელიც შესყიდულ იქნა 2023 წელს, ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს
,,ქვეყანაში უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და არ შეიძლება, 150 კაცი ძალადობდეს ოთხ მილიონ ადამიანზე''- ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას, აპრილის ბოლომდე გრძელდება სამუშაო პროცესი, თუმცა გვინდა, მანამდე დაინახოს საზოგადოებამ გარკვეული შედეგები
ირაკლი კობახიძე - 86 პროცენტი არის დისტრიბუციის ჯამური ფასნამატი, შემდეგ ქსელური მაღაზიების, რაც მაღალი მაჩვენებელია
ირაკლი კობახიძე - შესაძლოა, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავებაზე, ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე
"ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება, ასეთი დისკუსიები ხელს უწყობს საზოგადოებაში სწორი მუხტის ჩამოყალიბებას''- პრემიერი
"მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ადამიანებს ავუხსნა, თუ რატომ არიან ისინი ღარიბები"- ლევან გოგიჩაიშვილი
"სახელმწიფოს როლი არ უნდა იყოს ფასების რეგულირება, არამედ უნდა იყოს სამართლიანი "თამაშის წესების" დადგენა" - აკაკი ახვლედიანი
,,დიალოგი იყო ძალიან პროდუქტიული''- სტუ-ის კანცლერი კარლო კოპალიანი
სიიარტო: უნგრეთის მთავრობა არ დაეთანხმება ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას
მაკა ბოჭორიშვილი სიიარტოს: მოუთმენლად ველოდებით უნგრეთის მთავრობის საქართველოში ვიზიტს