ევროპარლამენტმა „უსაფრთხო ქვეყნების“ შესახებ ახალი წესები დაამტკიცა
ევროპარლამენტმა დაამტკიცა ახალი წესები „უსაფრთხო ქვეყნების" შესახებ, რაც გავლენას მოახდენს ევროკავშირში თავშესაფრის მიღებაზე.
ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებებს ევროკავშირის რეგლამენტში თავშესაფრის მინიჭების პროცედურის შესახებ და დაამტკიცეს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მქონე სახელმწიფოების სია. ამიერიდან ასეთ ქვეყნებად ჩაითვლება: ბანგლადეში, ეგვიპტე, ინდოეთი, კოლუმბია, კოსოვო, მაროკო და ტუნისი, ასევე გარკვეული დათქმებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები ჩაითვლებიან უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებად, თუ არ იარსებებს ისეთი გარემოებები, როგორიცაა განურჩეველი ძალადობა შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში, თუ ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მასშტაბით თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი 20%-ს აღემატება, ან თუ ამ ქვეყნებზე ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლების დარღვევის გამო დაწესებულია ეკონომიკური სანქციები.
ევროკომისია მონიტორინგს გაუწევს სიაში შეტანილ ქვეყნებსა და ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებში არსებულ ვითარებას და გარემოებების შეცვლის შემთხვევაში მოახდენს რეაგირებას. მას შეეძლება, დროებით გადაწყვიტოს, რომ ქვეყანა უსაფრთხო აღარ არის.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, ეროვნულ დონეზე განსაზღვრონ დამატებითი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნები.
ახალი წესების ამოქმედების შემდეგ უსაფრთხო მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში ჩასულ პირებს, თავშესაფრის მოთხოვნისას, მოუწევთ დაამტკიცონ, რომ მათი საკითხი „განსაკუთრებულ შემთხვევას" წარმოადგენს. მაგალითად, რომ დაბრუნების შემთხვევაში მათ დაემუქრებათ საფრთხე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ განაცხადს დაჩქარებული წესით უარყოფენ.
გარდა ამისა, ახალ წესებში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თუ განმცხადებელი ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნის გავლით მოხვდა და შეეძლო „ეფექტური დაცვის" მოთხოვნით ამ ქვეყნისთვის მიემართა, ან თუ ამ მესამე ქვეყანას ევროკავშირთან აქვს შეთანხმება თავშესაფრის მაძიებლების მიღების შესახებ (გამონაკლისს წარმოადგენენ მეურვის გარეშე მყოფი არასრულწლოვნები).
ევროკავშირის კანონმდებლობაში შეტანილი ეს ცვლილებები შესაძლოა, უკვე 2026 წლის ივნისიდან შევიდეს ძალაში.
მანამდე, ცვლილებები ფორმალურად ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
მსგავსი სიახლეები
ზელენსკი: მე არ ჩავალ პუტინთან მოსალაპარაკებლად მოსკოვში
,, ევროპული ქვეყნები დღემდე აგრძელებენ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვას''- აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს გაიმართება, განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხებს
ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენება ჩვენს დღის წესრიგში არ არის, არ ყოფილა და არც იქნება
ორბანმა უკრაინის ევროკავშირში მიღების გეგმა მკაცრად გააკრიტიკა და მას „ომის გამოცხადება“ უწოდა
მედია: კიევი მოსკოვში მოლაპარაკებებზე დელეგაციის გაგზავნას განიხილავს
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის პაკეტი დაამტკიცა
აშშ-სა და სომხეთს შორის სამოქალაქო ბირთვული ენერგიის შესახებ შეთანხმება, რეგიონში რუსეთის ინტერესებსა და გავლენაზე თავდასხმაა -კონსტანტინ ზატულინი
უკრაინა იბრძვის საკუთარი თავისთვის და არა ჩვენთვის, ამიტომ მათ წინაშე ვალში არ ვართ -პიტერ სიიარტო
"ამერიკული დრონების მიწოდება სომხეთისათვის და ნიკოლ ფაშინიანისადმი მხარდაჭერა: რატომ ჩავიდა ჯეიმს ვენსი ერევანში"-BBC
ომი მიგრაციას ჰგავს, მასში ჩართვის შემდეგ უკან დახევა შეუძლებელია
კანადაში, სკოლასა და საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა -25 დაშავდა
ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები შესაძლოა, ძალიან პროდუქტიული იყოს - სკოტ ბესენტი
The New York Times: ერთწლიანი დამქანცველი იერიშების შემდეგ, რუსეთი უკრაინის საკვანძო ქალაქების დაკავებას უახლოვდება
ტრამპის ადმინისტრაცია დააფინანსებს ძალისხმევას დასავლურ ქვეყნებში სიტყვის თავისუფლების ხელშესაწყობად
Le Monde - უკრაინამ ჩუმად დაშალა საერთაშორისო ლეგიონი
ჯეი დი ვენსი - გვსურს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მდგრადი იყოს
აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია გაფორმდა
ევროპარლამენტმა „უსაფრთხო ქვეყნების“ შესახებ ახალი წესები დაამტკიცა
მაკრონი აშშ-თან ურთიერთობებზე: იქნება კრიზისი, არასტაბილურობა - სახეზეა არაპროგნოზირებადობა