11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

 

ვერძი

საკუთარ ემოციებს და განცდებს საყოველთაო ტრაგედიად ნუ აქცევთ. თუ გიჭირთ, მხარდაჭერისთვის ახლობლებს მიმართეთ. ენერგია სახლის კეთილმოწყობაზე მიმართეთ - ავეჯის გადაადგილება იქნება თუ კაპიტალური რემონტი, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.

ხელსაყრელი დღეა კოლექტიური მუშაობისა და გუნდური ღონისძიებებისთვის. მოერიდეთ გაუმართლებელ რისკს, დიდ ფინანსურ დაბანდებებსა და შენაძენებს. წაიკითხეთ წიგნები წარმატებულ ადამიანებსა და ფულის მართვის ხერხებზე. ჯანმრთელობის მხრივ დღის რაციონს მეტი ახალი პროდუქტი დაამატოთ.

კურო

ამ დღეს შესაძლოა უახლოეს ადამიანებთან კამათი მოგივიდეთ. გირჩევთ, კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ და რაც შეიძლება მალე შერიგდეთ. ხელსაყრელი დროა ძვირფასი ადამიანისთვის გულის გადასაშლელად - ეს შეიძლება რთული იყოს, მაგრამ თქვენი ურთიერთობის მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

წარმატება იმაზე ახლოსაა, ვიდრე გგონიათ. იპოვით იმას, რასაც ეძებთ, ოღონდ ამისთვის გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. გირჩევთ საყიდლები წინასწარ დაგეგმოთ და ფული უსარგებლო ნივთებში არ დახარჯოთ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ნათესავები დაგეხმარებიან.

ეცადეთ ადრე ადგეთ და ირბინოთ - ცვლილებებს მალე იგრძნობთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახალმა თაყვანისმცემელმა შეიძლება ბევრი სანერვიულო გაგიჩინოთ. შეამცირეთ ხარჯები (კომუნალურები, საწვავი, პროდუქტები), რათა სასიამოვნო საქმეებისთვის, მაგალითად, გართობისა და მოგზაურობისთვის მეტი თანხა დაზოგოთ.

იღბალი თქვენს მხარესაა! ეცადეთ ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი სითბო და გულწრფელობა გამოიჩინოთ. სამსახურებრივ სიტუაციაში იდეალურ გამოსავალს იპოვით - მთავარია, ინტუიციასა და კრეატიულობას ენდოთ. შეგიძლიათ თამამად მიიღოთ გადაწყვეტილებები ინვესტიციებზე, განსაკუთრებით თუ გადამოწმებულ ინფორმაციას ეყრდნობით.

გაზაფხული მოახლოვდა, დროა მსუბუქი დიეტა დაიწყოთ, ოღონდ საკვებზე სრულად უარს ნუ იტყვით.

კირჩხიბი

თქვენს ცხოვრებაში მალე ახალი ეტაპი დაიწყება. დროა, წარსულს დაემშვიდობოთ და ახალ შესაძლებლობებს კარი გაუღოთ. კომფორტის ზონიდან გასვლა ყოველთვის რთულია, მაგრამ ახლა ეს აუცილებელია. შესაძლოა ოჯახის წევრებისთვის სიმართლის პირში თქმის სურვილი გაგიჩნდეთ - ეცადეთ, ურთიერთბრალდებები დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

იდეალური დღეა რთული საკითხების მოსაგვარებლად - რაც უფრო ჩახლართულია საქმე, თავს მით უფრო წარმატებით გაართმევთ თავს. ფინანსებში სიფრთხილე გმართებთ, სპონტანურ ხარჯებს მოერიდეთ.

თუ წონაში დაკლება გსურთ, უარი თქვით მაიონეზსა და ცხიმიან სოუსებზე, თუმცა რადიკალური შეზღუდვები და შიმშილობა არასასურველია.

ლომი

ამ დღეს ბევრ ლომს სტრესი და ემოციური რყევები ელის. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და თქვენს გრძნობებზე გულწრფელად ისაუბრეთ. ნუ დაკარგავთ დროს, თუ რთული საქმის გაგრძელება, ინიციატივის გამოჩენა ან ოჯახის წევრებისგან დახმარების მიღება გჭირდებათ. როგორც ჩანს, ახლობელი ადამიანი თქვენს მხარდაჭერას აპირებს.

დღის დასაწყისში მომხდარი კარგი ამბავი ენერგიითა და სიცოცხლის ხალისით აგავსებთ. თუ მოინდომებთ, პერსპექტიული შანსების დანახვას და მათ გამოყენებასაც შეძლებთ. შესაძლოა დამატებითი შემოსავალი მიიღოთ - ეცადეთ ეს შესაძლებლობა გონივრულად გამოიყენოთ.

ეს დღე ხელსაყრელია თმის მოვლისა და კოსმეტიკური პროცედურებისთვის.

ქალწული

ამ დღეს თქვენი გრძნობა ყრუ კედელს შეეჯახება, ამიტომ სიყვარულში გამოტყდომისთვის სხვა დღე უნდა შეარჩიოთ. სამაგიეროდ, ეს დღე გაძლევთ შანსს, რომ დანაკლისი დანარჩენ ფრონტებზე აინაზღაუროთ, განსაკუთრებით იქ, სადაც სხვების კეთილგანწყობაზე ხართ დამოკიდებული. ყურადღება გუნდურ მიზნებზე გადაიტანეთ - ერთობლივი ძალისხმევა წარმატების შანსებს გაზრდის.

თუ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ნაბიჯებს არ გადადგამთ, ფინანსური პრობლემები გელით. ჰოროსკოპი გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების შესაძლო გამწვავებაზე გაფრთხილებთ.

სასწორი

მარტოობა თქვენი არჩევანი არ არის! ეცადეთ, ხალხში იტრიალოთ, პოზიტიური ენერგიით დაიმუხტოთ და თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. დროა, საოჯახო საქმეებისგან დაისვენოთ და თავს ცოტა ხნით უსაქმურობის უფლება მისცეთ.

ფრთხილად იყავით - თქვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც ჭორაობა და ზღაპრების გამოგონება უყვართ. დღეს ბიუჯეტის შევსების ან წარმატებული შენაძენის შანსი გექნებათ, მთავარია, დროულად შენიშნოთ. დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ გადაღლას, სარისკო საქმიანობას და ელექტროხელსაწყოებთან მუშაობას.

მორიელი

შესაძლოა ჭორებისა და უმიზეზო ეჭვიანობის ობიექტი გახდეთ, რაც კამათსა და დაპირისპირებას გამოიწვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი უფლებები დაიცვათ და ცილისწამების უფლება არავის მისცეთ! ახლობლებთან დაპირისპირება ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა, რაც თქვენი ძალისხმევის შედეგია.

ეს დღე სავსეა მოულოდნელობებით, რომელთაგან თავის დაზღვევა შეუძლებელია, ამიტომ ყველაფერს ფილოსოფიურად შეხედეთ. ბიზნესმენებისთვის ინვესტირებისთვის ცუდი პერიოდია - არსებობს წარუმატებლობის რისკი.

საღამოს შესაძლოა თავბრუსხვევა და სისუსტე იგრძნოთ. მოერიდეთ სტრესს და იპოვეთ გზა ძალების აღსადგენად.

მშვილდოსანი

შესაძლოა, თქვენი მეორე ნახევრის შესახებ ბევრი ახალი ამბავი გაიგოთ და ზოგი თქვენი ეჭვიც დადასტურდეს. ოჯახში მშვიდობის შესანარჩუნებლად დაარწმუნეთ ახლობლები, განსაკუთრებით მეუღლე, რომ ისინი თქვენთვის ყველაზე მთავარი ადამიანები არიან.

თუ მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, ვარსკვლავები გირჩევენ გარშემომყოფებს ყურადღებით დააკვირდეთ - მათ შორის ბევრი თავისუფალი და მომხიბვლელი ადამიანია.

ზოგიერთ თქვენგანს „გმირული საქმეების" ჩადენის სურვილი გაუჩნდება, რათა საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცოს. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს. ვარსკვლავები გირჩევენ, დღე მშვიდად და პასიურად გაატაროთ, რათა ენერგია მომავალი მიღწევებისთვის შემოინახოთ.

თხის რქა

თქვენ გარშემო ვნებები და ინტრიგები დუღს. მოსალოდნელია სიყვარულში გამოგიტყდეთ ადამიანი, რომელსაც კარგად იცნობთ. შემოქმედებითი პოტენციალი იზრდება - შეგიძლიათ, ეს დრო ბინის დიზაინის შესაცვლელად გამოიყენოთ.

ამ დღეს ზედმეტმა გულახდილობამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ. დღე სავსეა ემოციებით. სურვილი გაქვთ, რომ ცხოვრებაში ან გარეგნობაში რაღაც რადიკალურად შეცვალოთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ხალხური საშუალებებით მკურნალობას მოერიდეთ და აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

მერწყული

ემოციურად დატვირთული დღეა, თუმცა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ეს ემოციები - დადებითი თუ უარყოფითი. ვარსკვლავები გაფრთხილებენ - საქმეები, რომლებსაც დღეს დაიწყებთ, შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს, ამიტომ სჯობს ენერგია იმას დაუთმოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

თქვენს წამოწყებებში მხარს მხოლოდ ყველაზე ერთგული მეგობრები დაგიჭერენ, დანარჩენებმა კი ჯობია თქვენი გეგმების შესახებ არაფერი იცოდნენ. ფრთხილად იყავით, არსებობს ცილისწამების ან არაკეთილმოსურნეთა მხრიდან აგრესიის რისკი.

დღის მეორე ნახევარში სასარგებლოა სპორტი და აქტიური დასვენება, საღამო კი სასურველია საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

თევზები

ამ დღეს შეიძლება ცხოვრების სიყვარული იპოვოთ. ეცადეთ, ყურადღება სამსახურიდან ახლობელ ადამიანებზე გადაიტანოთ - მათ თქვენი სითბო აკლიათ.

ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ამ დღეს წარმატებას მხოლოდ ბევრი შრომა მოგიტანთ და არა ბრმა იღბალი. გეგმების განხორციელებისთვის შესაძლოა გარშემომყოფების მიმართ დამოკიდებულების შეცვლა დაგჭირდეთ. ფინანსური კეთილდღეობა მასთან მივა, ვისაც მოთმინება და გარჯა შეუძლია. უარს ნუ იტყვით დამატებით სამუშაოზე, რომელსაც ამ დღეებში შემოგთავაზებენ. ფრთხილად იყავით, რომ თქვენი სიკეთე და თანაგრძნობა სხვებმა სარგებლის მისაღებად არ გამოიყენონ.

ვარჯიშისთვის საუკეთესო დროა - მთავარია, არ დაიზაროთ.

 

 





მსგავსი სიახლეები
11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
11 თბერვლის ამინდის პროგნოზი
დედოფლისწყაროში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს
თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო - "ქოლგა თბილისი ფოტოს"
წყლის რესურსის სწორი მართვა საქართველოს ძლიერებისა და განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, წყლის სექტორის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან-ირაკლი კობახიძე
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და იმერეთში ფრინველის არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავ დარჩება პროგრესის, ცოდნისა და ინჟინრული აზროვნების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად საქართველოსა და რეგიონში -სტუ
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
10 თებერვლის ამინდის პროგნოზი
"მიმართულებები, რომელიც საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმში" - გივი მიქანაძე
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში "ყველის" კუსტარული საწარმო გამოავლინა
ირაკლი კობახიძე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება
სოფელ ბარჯაშთან კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში მეშახტე დაიღუპა
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები "რასკალსი" (Rascals) უკვე PSP-შია
,,მართლა სასწაულია, რომ ფინალურ ეტაპზე გადავიდა ჩვენი ქვეყანა''-მიხეილ ყაველაშვილი
9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში