The New York Times: ერთწლიანი დამქანცველი იერიშების შემდეგ, რუსეთი უკრაინის საკვანძო ქალაქების დაკავებას უახლოვდება

 

წელიწადზე მეტია, რუსული ძალები მძიმე ბრძოლებით მიიწევენ წინ უკრაინის ბრძოლის ველზე ისე, რომ არცერთი მსხვილი ურბანული სიმაგრე არ აუღიათ - ახლა კი, ეს გამომფიტავი წინსვლა შესაძლოა შედეგის მომტანი აღმოჩნდეს; სამხედრო ექსპერტებისა და დამოუკიდებელი დამკვირვებლების მონაცემებით, რუსეთი, როგორც ჩანს, მზად არის უახლოეს კვირებში ან თვეებში სამი სტრატეგიული ზონის დაკავება დაასრულოს, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ერთწლიანი დამქანცველი იერიშების შემდეგ, რუსეთი უკრაინის საკვანძო ქალაქების დაკავებას უახლოვდება".

სტატიაში აღნიშნულია, რომ სამივე რაიონის - სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ გულიაიპოლეს, ასევე პოკროვსკისა და მირნოგრადის - აღება რუსეთს მისცემს ურბანულ პლაცდარმს ჯარების განსათავსებლად და მომავალი შეტევებისთვის ლოგისტიკის მოსაწყობად, ისევე როგორც ახალ ბერკეტს აშშ-ის შუამავლობით გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

ექსპერტების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ეს მიღწევები სწრაფად გარდასახოს შემდგომ ტერიტორიულ გაფართოებად, იმის გათვალისწინებით, თუ რა ნელა მიიწევდნენ მისი ჯარები გასული წლის განმავლობაში.

თუმცა, მოსკოვმა შესაძლოა ეს წინსვლა სამშვიდობო მოლაპარაკებებისას იმის დასამტკიცებლად გამოიყენოს, რომ მისი წინსვლა, თუნდაც ნელი, გარდაუვალია და უკრაინისთვის აჯობებს ტერიტორიების დათმობაზე ახლავე დათანხმდეს, ვიდრე ტერიტორიები მოგვიანებით, სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად დაკარგოს.

სამხედრო ექსპერტების განცხადებით, პოკროვსკისა და მირნოგრადის აღება მოსკოვს მისცემს პლაცდარმს ჩრდილოეთისკენ და თავისი მიზნის მისაღწევად - დონეცკის ოლქის სრულად დასაკავებლად, რომლის დაახლოებით სამ მეოთხედს ის უკვე აკონტროლებს.

მთავარი სამიზნე შესაძლოა გახდეს კონსტანტინოვკა. კონსტანტინოვკა წარმოადგენს სამხრეთ კარიბჭეს იმ ქალაქთა ჯაჭვისთვის, რომლებიც დონეცკში უკრაინის ბოლო მთავარ თავდაცვით სარტყელს ქმნიან.

მისი დაცემის შემთხვევაში, უფრო ჩრდილოეთით მდებარე თითქმის ყველა ქალაქი რუსული დრონების მოქმედების რადიუსში მოექცევა, მოსკოვი კი მიიღებს წვდომას საკვანძო გზაზე, რომელიც ამ ქალაქებს ერთმანეთთან აკავშირებს.

„თუ რუსული ჯარები ბრძოლის ველზე წინ წაიწევენ, უკრაინა, სავარაუდოდ, უფრო დიდი ზეწოლის წინაშე აღმოჩნდება დიპლომატიურ ფრონტზეც - მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, რომელიც იმეორებს მოსკოვის არგუმენტს, რომ უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიები უნდა დათმოს, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ბრძოლები", - აღნიშნულია სტატიაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
ზელენსკი: მე არ ჩავალ პუტინთან მოსალაპარაკებლად მოსკოვში
,, ევროპული ქვეყნები დღემდე აგრძელებენ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვას''- აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს გაიმართება, განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხებს
ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენება ჩვენს დღის წესრიგში არ არის, არ ყოფილა და არც იქნება
ორბანმა უკრაინის ევროკავშირში მიღების გეგმა მკაცრად გააკრიტიკა და მას „ომის გამოცხადება“ უწოდა
მედია: კიევი მოსკოვში მოლაპარაკებებზე დელეგაციის გაგზავნას განიხილავს
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის პაკეტი დაამტკიცა
აშშ-სა და სომხეთს შორის სამოქალაქო ბირთვული ენერგიის შესახებ შეთანხმება, რეგიონში რუსეთის ინტერესებსა და გავლენაზე თავდასხმაა -კონსტანტინ ზატულინი
უკრაინა იბრძვის საკუთარი თავისთვის და არა ჩვენთვის, ამიტომ მათ წინაშე ვალში არ ვართ -პიტერ სიიარტო
"ამერიკული დრონების მიწოდება სომხეთისათვის და ნიკოლ ფაშინიანისადმი მხარდაჭერა: რატომ ჩავიდა ჯეიმს ვენსი ერევანში"-BBC
ომი მიგრაციას ჰგავს, მასში ჩართვის შემდეგ უკან დახევა შეუძლებელია
კანადაში, სკოლასა და საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა -25 დაშავდა
ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები შესაძლოა, ძალიან პროდუქტიული იყოს - სკოტ ბესენტი
The New York Times: ერთწლიანი დამქანცველი იერიშების შემდეგ, რუსეთი უკრაინის საკვანძო ქალაქების დაკავებას უახლოვდება
ტრამპის ადმინისტრაცია დააფინანსებს ძალისხმევას დასავლურ ქვეყნებში სიტყვის თავისუფლების ხელშესაწყობად
Le Monde - უკრაინამ ჩუმად დაშალა საერთაშორისო ლეგიონი
ჯეი დი ვენსი - გვსურს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება მდგრადი იყოს
აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია გაფორმდა
ევროპარლამენტმა „უსაფრთხო ქვეყნების“ შესახებ ახალი წესები დაამტკიცა
მაკრონი აშშ-თან ურთიერთობებზე: იქნება კრიზისი, არასტაბილურობა - სახეზეა არაპროგნოზირებადობა