"ავარიულ სახლში მცხოვრებ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების პროგრამაზე ქირა შეუწყდება" - კახა კალაძე
ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ქირის გაცემის წესში გარკვეული ცვლილებები შედის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პირი მუნიციპალიტეტისგან იღებს ქირას და ამასთანავე უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ქირის მიღება ექვსი თვით შეუწყდება.
„ცვლილება შეგვაქვს ქირების გაცემის წესში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა არსებობს ავარიული სახლების ჩანაცვლების კუთხით, სამწუხაროდ, ზოგიერთი მესაკუთრე არაკეთილსინდისიერად იყენებს მერიის ქირების პროგრამას. ეს ადამიანები უარს აცხადებენ ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე, რითიც ასევე აზარალებენ და აზიანებენ სხვა მესაკუთრეების უფლებებს. ამასთან, პარალელურად, წლების განმავლობაში იღებენ ქირას მერიიდან. ცვლილებების მიხედვით, თუ პირი იღებს ქირას და ამასთანავე გამოვლინდება, რომ იგი უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ექვსი თვით შემდეგ შეუწყდება ქირის მიღება და აღუდგება მხოლოდ მას შემდეგ, როცა განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე", - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, ის პირი, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე და ამის შემდეგ გაუჩნდება ქირის მიღების საფუძველი, მას არ მიეცემა ქირა, ვიდრე არ განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე.
„მინდა, ვთხოვო ჩვენს თბილისელებს, რომ გულისხმიერად მოეკიდონ ამ პროცესს და გამოიყენონ ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მათი კეთილდღეობის, საკუთრების ობიექტის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ჩვენ გვინდა, დაგეხმაროთ, თქვენი საცხოვრებელი პირობები გავაუმჯობესოთ, რათა არ ცხოვრობდეთ ავარიულ სახლებში, რაც საფრთხეს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტს მზაობა აქვს, რომ თქვენ გვერდით იყოს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, ისარგებლეთ აღნიშნული პროგრამით. არ მესმის, რატომ უნდა უხაროდეს ადამიანს ძველ და საფრთხის შემცველ სახლში ცხოვრება? არ ვიცი, მიზანმიმართულად აცხადებს ზოგი უარს თუ ჩვენი მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სჭირდებათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ. იაქტიურეთ, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა და ძველის ნაცვლად მიიღეთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე გარემონტებული ბინები, ზუსტად იმ ფართობის, რაც ახლა გაქვთ საკუთრებაში", - განაცხადა თბილისის მერმა.
მსგავსი სიახლეები
წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში, ე.წ. ქეშბექი, რომელიც განხილვის საგანია, წლიდან წლამდე იმატებს-"კოდას" წარმოების დირექტორი
"ავარიულ სახლში მცხოვრებ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების პროგრამაზე ქირა შეუწყდება" - კახა კალაძე
"შემოქმედებითი თბილისის" პირველი ეტაპისთვის საკონკურსო განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
11 თბერვლის ამინდის პროგნოზი
დედოფლისწყაროში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს
თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო - "ქოლგა თბილისი ფოტოს"
წყლის რესურსის სწორი მართვა საქართველოს ძლიერებისა და განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, წყლის სექტორის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასთან-ირაკლი კობახიძე
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და იმერეთში ფრინველის არალეგალურ სასაკლაოებს საწარმოო პროცესი შეუჩერა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვლავ დარჩება პროგრესის, ცოდნისა და ინჟინრული აზროვნების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად საქართველოსა და რეგიონში -სტუ
გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
10 თებერვლის ამინდის პროგნოზი
"მიმართულებები, რომელიც საინჟინრო-ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმში" - გივი მიქანაძე
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში "ყველის" კუსტარული საწარმო გამოავლინა
ირაკლი კობახიძე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება
სოფელ ბარჯაშთან კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტში მეშახტე დაიღუპა
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები "რასკალსი" (Rascals) უკვე PSP-შია